უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 7

1337626131 black and white claws devil hand nails newspaper favim.com 84585

1.საბედისწერო კაბა
რეიჩელი და ჯოანა დები იყვნენ. რეიჩელი ჯოანაზე უმცროსი იყო, იგი ბავშვობიდან მტრობდა თავის უფროს დას. ყოველთვის ის უნდოდა რაც ჯოანას ჰქონდა. იქნებოდა ეს სათამაშო, კანფეტი თუ სხვა რამ, მერე უკვე კაცებიც.
ჯოანა ქორწინდებოდა, რეიჩელი კი მეჯვარე იყო. ჯოანამ იცოდა თავისი დის სიძულვილი და ბოღმა მის მიმართ. გადაწყვიტა მისი გული როგორმე თავის ქორწილზე მაინც მოეგო.
თავის დასთან მივიდა და სთხოვა დაევიწყებინათ წარსული, ის ჩხუბი და ყველაფერი ცუდი. იმ დღიდან დაეწყოთ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ნამდვილ დებს უნდა ჰქონოდათ. რეიჩელმა ბოროტად შეხედა მას, გაიღიმა და უთხრა, რომ სძულდა და ჯოანას მომავალი ქმარი, რიკი ოდესმე აუცილებლად მისი გახდებოდა. ჯოანას გული სტკიოდა, რომ რეიჩელი არასდროს შეიცვლებოდა და ყოველთვის ასეთი ბოროტი იქნებოდა, თუმცა ამისთვის აუცილებლად მიიღებდა საზღაურს.
ქორწილის შემდეგ დების ცხოვრება კვლავ ძველებურად გაგრძელდა და მტრობაც არ განელებულა.
რამდენიმე წლის შემდეგ ჯოანას სასიკვდილო სენი შეეყარა და როცა კვდებოდა მაშინ ეახლა რეიჩელი. ჯოანა თავის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მათ მარტო დატოვეს დები, რომ ახლა მაინც შერიგებულიყვნენ და მოეგვარებინათ ურთიერთობა. თუმცა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე დას რეიჩელმა ნიშნისმოგებით მხოლოდ ის უთხრა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მის საყვარელ ქმარს თვითონ გაყვებოდა ცოლად. ჯოანა გარდაიცვალა. იგი თავისი საპატარძლო კაბით ჩაასვენეს კუბოში. რეიჩელმა ითხოვა ჩემს მკვდარ დას საბოლოოდ უნდა გამოვემშვიდობოო და ჯოანას საპატარძლო კაბა გახადა…
ჯოანას დაკრძალვის შემდეგ რეიჩელი ფაქტობრივად თავისი დის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. უვლიდა ბავშვებს, რიკს. ტრიალებდა სამზარეულოში. ერთ საღამოსაც განუცხადა რიკს, შენს შვილებს დედობას ვუწევ ჩემი საბრალო დის გარდაცვალების შემდეგ, შენ კი დანახვისთანავე მიყვარხარ, მაგრამ ჯოანას გამო ვდუმდიო.ახლა შეგვიძლია ვიქორწინოთ და ერთად ვიცხოვროთ, დარწმუნებული ვარ ჯოანასაც გაეხარდებოდა ჩვენი ამბავიო. ცოტაოდენი ჭოჭმანის შემდეგ რიკი დათანხმდა, ხომ იცით კაცების ამბავი, საკმაოდ სუსტი ხასიათი აქვთ : ))
საქორწინო ცერემონიაზე რას ჩაიცვამდა რეიჩელი, თუ არა კაბას, რომელიც თავის მკვდარ დას მოპარა. მას ხომ ყველაფერი თავისი დის უნდოდა და ხშირად მხოლოდ იმიტომ რომ ჯოანასთვის წაერთმია.
და ამ კაბაში გამოწყობილი მიიწევდა მღვდლისა და რიკისკენ. რეიჩელმა თავბრუს ხვევა იგრძნო, ძლიერმა სიცხემ დაუარა მთელს ორგანიზმში, მერე ქავილი დაეწყო. მთელი ტანი ეწვოდა, სუნთქვა ეკვროდა. მაინც მივიდა საკურთხევლამდე და ცუდად ყოფნის მიუხედავად სთხოვა მღვდელს არ შეეჩერებინა ჯვრისწერა. რეიჩელი სულ უფრო ცუდად ხდებოდა, ვეღარ სუნთქავდა. როცა მღვდელმა ჰკითხა თანახმა იყო თუ არა გაყოლოდა ცოლად რიკს, საკურთხეველთნ უსულოდ დაეცა, პასუხის გაცემა ვერ მოასწრო.
რეიჩელის სიკვდილის მიზეზი ექიმებმა ვერ დაადგინეს, იგი სრულიად ჯანმრთელი იყო..

2.გრძნეულთა ქალაქი

… ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მშვენიერი, როგორადაც უხატავდნენ…

არაფერზე ფიქრობდა. მიაბიჯებდა უაზროდ, უმიზნოდ, მასთან ერთად მოძრავი ბრბოს რიტმს ანგარიშმიუცემლად აყოლილი… დროდადრო ლითონის ჟღრიალის, ადამიანთა კვნესისა და ცხენ-აქლემთა ფრუტუნის ხმა ესმოდა, დრო გაჩერებულიყო, მხოლოდ პეიზაჟები იცვლებოდნენ!
… ცხოვრება სულაც არ იყო მშვენიერი…
… უმტკიცებდნენ, რომ ბედისწერის ქალღმერთებმა სიკეთე დაანათლეს, რომ დელფოს ორაკულმა საოცარი და საინტერესო ბედი უწინასწარმეტყველა, რომ უბედურებას მასთან ხელი არ ჰქონდა, რომ ყველას უყვარდა, რომ მისთვის არაფერი იყო შეუძლებელი, რომ ციდან ვარსკვლავის მოსაწყვეტად ხელის გაწვდენაც კმაროდა, რომ მთავარი მონდომება იყო და მიზანს აუცილებლად მიაღწევდა!…
… ახლა კი სრულიად უაზროდ და უმიზნოდ მიაბიჯებდა _ მხეცებრ დაბორკილი, სხვა ადამიანებთან ერთად მცხუნვარე მზის სხივებით დამწვარი, არსაიდან არსად მიმავალი…
… ადამიანები შესძაგდა!!! _ ყველაფერი, რაც შეემთხვა, მათ დამართეს!
…რამდენიმე დღე იყო, რაც სავსებით აშკარად შეიგრძნობდა უცნაურ, გულისამრევ, საძაგელ სუნს, ადრე რომ არასოდეს შეემჩნია.

ეს შეგრძნება ზარავდა, სულს უფორიაქებდა და შეუცნობელი ძრწოლით ავსებდა.
… მოგვიანებით მიხვდა თმას ყალყზე რაც უყენებდა, მიხვდა, რომ ეს უსიამოვნო სუნი ოფლისა ან სხვა რაიმე სიბინძურისა კი არა, ადამიანისა იყო!!! ამ სუნს გარეული მხეცის სიშმაგით შეიგრძნობდა და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა! ერცხვინებოდა, რომ თავადაც ადამიანი იყო და ეს სურნელი უეჭველად მასაც ასდიოდა!!!
რას არ გაიღებდა, ოღონდ ეს ასე არ ყოფილიყო!
არანაირი ადამიანური სათნოებისა აღარ სწამდა! აღარც მეგობრობისა სჯეროდა, აღარც სიყვარულის, აღარც სიკეთის, აღარც გულმოწყალების…
უკანასკნელ ხანს მის ცხოვრებაში ბოროტებაღა ახდენდა თავისი ძალის დემონსტრირებას!!!
… რამდენიმე კვირის უკან საყოველთაო სიყვარულით გარშემორტყმული, ბედნიერი ადამიანი იყო! მის სარკმელთან ეგეოსის მშფოთვარე ზღვა იწვა, სასახლის ბაღში კი საყვარელი თეთრონი დაჰქროდა!
მშობლები ანებივრებდნენ, ქვეშევრდომები აღმერთებდნენ, თანშეზრდილი ძმობილები საუკუნო ერთგულებას ეფიცებოდნენ…
… როცა იოსის მეფე ოიდიპოსმა ზურმუხტისფერ აპოლონიას დაადგა თვალი, სწორედ ბავშვობის მეგობრებმა უღალატეს _ მტერს კუნძულზე შემოუძღვნენ და სასახლის გასაღებები გადასცეს, ღამით მეფე სალმონევსსა და დედოფალ არიადნეს მძინარეებს, სამსხვერპლო მოზვრებივით გამოსჭრეს ყელი!!!
… ხმაურმა გამოაღვიძა. თავისი სამყოფლიდან გამოიჭრა. მშობლების სარეცელთან დახრილ მკვლელში სიყრმის მეგობარი შეიცნო და ძარღვებში სისხლის გამყინავი ხმა აღმოხდა!!!
თვალთ დაუბნელდა _ თითქოს ხედავდა და არც ხედავდა, სუნთქავდა და არც სუნთქავდა, იქ იყო და არც იყო!!!

3.ალიოშა ბაბუა

ალიოშა ბაბუა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. 18 წლის იყო როცა რუსეთსა და გერმანიას შორის მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა. ალიოშაც სხვა ქართველ ბიჭებთან ერთად ჯარში წაიყვანეს. მანამდე კი საწვრთნელ ბაზაზე, რადგან იარაღის ხელში დაჭერაც კი არ იცოდნენ. საქართველოს რბილ ჰავაზე გაზრდილმა ალიოშამ, რუსეთის მკაცრ კლიმატს ვერ გაუძლო, ფილტვების  ანთება დაემართა, მაღალი სიცხე ჰქონდა, ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო, სიკვილის პირას იყო მისული. ექიმმა ალიოშა რომ გასინჯა თავის თანაშემწეს უთხრა, მისი მშობლებისთვის დეპეშა გაეგზავნათ, რადგან დიდხანს ვეღარ გაატანს ეს ბიჭიო. ალიოშამ გაიგო ექიმის სიტყვები, თუმცა როგორც აღვნიშნე სიტყვის თქმაც კი აღარ შეეძლო. ექიმი სხვა პაციენტთან მივიდა, ალიოშამ კი დაინახა რომ მას უახლოვდებოდა შუა ხნის ქალი, უცნაურად ჩაცმული. სიცივესთან შედარებით მეტად ხალვათად ეცვა, დიდი საყურეები ჩამოეკიდა, თავშლიდან შავი, გრძელი ხვეული თმა მოუჩანდა. ყელზეც ბევრი სხვადასხვა ფერის მძივი ჩამოეკიდა. განიერი ფაშფაშა კაბა კოჭებამდე სწვდებოდა. ქალი თავისი გარეგნობით ბოშას ჰგავდა.
ქალი ალიოშასთან მივიდა და ქართულად უთხრა: „ალიოშა, შენ ომში მოკვდები, ოღონდ არა ამ ომში, შენი სამშობლოსთვის დაიღვრება შენი სისხლი. ეხლა კი ადექი. მკერდიც რომ მიუშვირო ტყვიას ამ ომში,შენ არაფერი გემუქრება“. თავზე ხელი გადაუსვა და წავიდა. ალიოშა გაოგნებული იყურებოდა. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, პაციენტები, რუსის ოფიცრები, ექიმები მაგრამ თითქოს ვერავინ შეამჩნია ბოშა ქალი უცნაური ჩაცმულობით.
მეორე დღეს ალიოშამ რომ გაიღვიძა სრულებით არაფერი აწუხებდა. ფეხზე წამოხტა, ცოტა დასუსტებული იყო ამდენი წოლით. მადიანადაც ჭამა. ექიმი ვერაფრით ხსნიდა როგორ გამოჯანმრთელდა ალიოშა ერთ ღამეში, როცა  დარწმუნებული იყო რომ ალიოშას უკვე საიქიოსკენ ჰქონდა პირი.
ალიოშამ წრთვნა გაიარა და ომშიც წაიყვანეს. ალიოშა იბრძოდა წინა ხაზებზე, ფრონტზე, მაგრამ თითქოს თვითონ წმინდანები მფარველობდნენო ყოველთვის სცდებოდა ტყვია, ყოველთვის უვნებელი გამოდიოდა ბრძოლებიდან.  ალიოშა ბერლინშიც კი იყო. ის აივდა რაიხსტაგის შენობაზე, მან მართლაც რომ ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა იმპერიის დამხობაში.
ალიოშა ფეხში მძიმედ დაჭრეს ბერლინში  თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა, მაგრამ კოჭლობით დადიოდა. ომიც დასრულდა და სახლში დაბრუნდა.
ალიოშამ მოიყვანა ცოლი, გაუჩნდა შვილები. ცხოვრობდა თავის სოფელში, სადაც დაიბადა და სადაც იყო მისი წინაპრების საფლავები.
ალიოშა ბაბუ 95 წლის იყო 2008 წლის აგვისტო, რომ დადგა..ალიოშა, ილუშა ბაბუა როგორც აღვნიშნეთ 95 წლის იყო, 2008 წლის აგვისტო რომ დადგა. ომის დეტალების აღწერას აღარ შევუდგები, რადგან ყველამ ისედაც კარგად იცით. ომი რომ დაიწყო სოფელი დაიცალა. ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა კაცები წავიდნენ სოფლიდან. ხელუხლებლად დატოვეს თავიანთი ქონება რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე შეეძინათ და სიცოცხლის გადასარჩენად მიატოვეს საკუთარი სახლები. სოფელში თითო-ოროლა კაცი თუ დარჩა. ძირითდად მოხუცები. ილუშა ბაბუასაც სთხოვეს შვილებმა წასულიყო, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა ბებერი მგელი არ მიატოვებდა საკუთარ სახლს და მითუმეტეს რუსების გამო, რომლებიც მისი თქმით საკმაოდ მშიშრები იყვნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ქართველები და სხვა ერის წარმომადგენლები ამხნევებდნენ რუსებს ომის წინა ხაზზე ბრძოლის დროს.
ილუშა ბაბუამ თავისი ძველი მუნდირი ჩაიცვა. გულ-მკერდზე ჩინ-მედლები დაიკიდა რომელიც უხვად მოეპოვებოდა თავისი გმირობების წყალობით. ძველი ჟანგიანი თოფი მოძებნა, რომელიც კაცმა არ იცის ისროდა თუ არა. და ასე გამოწყობილი თავის ეზოში, სახლის წინ კუშეტკაზე მოკალათდა, დამპყრობლების მოლოდინში.
ილუშა თხლაშიძე მოხუცი იყო და მიუხედავად იმისა რომ მებრძოლი იყო, სიბერემ მაინც თავისი გაიტანა. ოსებმა და რუსებმა მის ჭიშარში რომ შეალაჯეს მოხუცს მჯდომარეს თავის ჟანგიან თფზე ჩამოსზინებოდა. კურში აკლდა და ვერაფერი გაიგო, სანამ ერთმა ოსმა ის ჟანგიანი თოფი არ გამოსტაცა.
ეს ამბავი შემდგომ ერთმა ოსმა უამბო სოფლელებს რომელიც ომამდეც დ აომის შემდგომაც მეგობრობს ქართველებთან.
თოფი რომ გამოუტაცნია ოსს, ილუშა ისე სწრაფად წამომხტარა, ყველას გაკვრივებია მოხუცისგან ასეთი სისხარტე და მოქნილობა. თითქოს 20 წლის ბიჭიაო, ოსისთვის სახეში ხელი გაურტყამს და ძირს დაუგდია, თავისი ჟaნგიანი თოფი აუღია და დამპყრობლებისთვის დაუმიზნებია. ილუშამ რუსული შესანიშნავად იცოდა და რუსულად მოუთხოვია ჩემს სახლში ფეხი არ შემოდგათ ღორებო, მეორე მსოფლიო ომში იმისთვის კი არ ვიბრძოდი, რომ თქვენისთანა ქალაჩუნებს დავუთმო ჩემი სახლი და მიწა-წყალიო. ამის გაგონებაზე, რუსი ჯარისკაცები გამხიარულებულან, ოსებსაც ბევრი უცინიათ. ილუშას სახლში შესვლა რომ დააპირეს, მოხუცი გაკერპდა, კარში ჩადგა და მგლურად უყურებდა მომხვდურებს. ჯარისკაცები მიხვდნენ რომ მოხუცი აღარ ხუმრობდა. თოფის წართმევა მოუნდომეს კვლავ. ილუშა კუშეტკაზე ახტა და ჰაერში გაისროლა. ამის დანახვაზე ერთმა ოსმა გვერდით რომ იდგა მოხუცს ესროლა.
ილუშა რამდენიმე წუთს კვლავ ფეხზე იდგა თოფშემართული. გულისპირიდან სისხლი რომ გამოუვიდა მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ დაჭრილი იყო. ერთბაშდ მოეშვა, თითქოს ახლა იგრძნოო თავისი ასაკი. თოფი ხელიდან გაუვარდა, იქვე ჩაიკეცა და კუშეტკიდან გადმოვარდა. რუსმა ჯარისკაცებმა წამოაყენეს მოხუცი, კუშეტკაზე დააწვინეს. ამ გასროლას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ოსი რომელმაც მოხუცს ესროლა გაიქცა. ჯარისკაცებს შეებრალათ მებრძოლი მოხუცი, საუკუნეს რომ მიუკაკუნა.
ილუშას ნაცნობი ოსი ამხნევებდა მოხუცს. ილუშამ უთხრა, ვკვდები, ბოშა ქალი ჩემთან მოვიდა, მითხრა გაემზადე, მივემგზავრებითო. მოხუცი მკერდის არეში დაეჭრა ოსს. ილუშამ სული დალია. რუსები მის სახლში აღარ შესულან. თუმცა მოსაპარი არც არაფერი ებადა საბრალო მოხუცს, იმ ჟანგიანი თოფისა და ძველი რკინის „კრაოტების“ გარდა.
სოფელში დარჩენილმა ორიოდე ქართველმა დღისით ბაღებსა და ვენახებში რომ იმალებოდნენ, ღამით გაუთხარეს საფლავი მოკლულ მოხუცს და ჩუმად დაკრძალეს. ქართული ადათის მიხედვით შესანდეობარიც შეუსვამთ ბებერი მგლისა.
უცნაურია ეს ამბავი, კაცი რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა ფრონტზე ცოცხალი გადარჩა და საუკუნე ნანახი კვლავ ომში მოკლეს, ახლა უკვე საკუთარი სამშობლოსა და მიწა-წყლის დასაცავად რომ იბრძოდა. ვერავინ გაექცევა საკუთარ ბედისწერას…

4.ეს ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე

ჩემს სოფელში მეზობლად მყავდა ძალიან კარგი ხალხი ერთი მოხუცი კაცი რომელიც მარტო ცხოვრობდა ზაფხულობით მისი ნათესავებიც ჩამოდიოდნენ 2009 წელს ეს კაცი გარდაიცვალა გულის შეტევით ის სახლი სრულიად მიატოვეს მისი ნათესავები უცხოეთში წავიდნენ ის სახლი სულ ჩაიკეტა ამოშენებული იყო ფანჯრები ერთი ფანჯრის გარდა ის სახლი ძველი იყო და დამტვრეული ერთ დღეს იმ სახლში ხმა გავიგეთ თითქოს ვიღაცა დადიოდა და კარზე აბრახუნებდა მეორე დღეს ბაბუაჩემმა ის უკანასკნელი ფანჯარაც ამოაშენა შემდეგ საღამოს უფრო ხმამაღალი ბრახუნი ისმოდა ცხადი იყო რომ იმ იქ სული იყო ადამიანი ვერ შევიდოდა ის სახლი ჩაკეტილი იყო შევეცადე ამ ყველაფრისთვის თავი ამერიდებინა მაგრამ უცნაური შუქი შევნიშნე იმ სახლში თითქოს ვიღაცამ აანთო ვიფიქრე რომ ბაბუა გავიდოდა აინტერესებდა რა იყო ჩავედი ქვემოთ ვნახე რომ ბაბუა იწვა და ეძინა მე მარტო არ ვიწექი მე და ჩემი უფროსი ძმა ვიწექით ერთად ავედი და დავწექი მაგრამ არ დამეძინა უცბათ შუქმა სახეზე მომანათა წამოვხტი და ვიყვირე: ვინც არ უნდა იყო მაქ იცოდე რომ შენ მე ვერ დაგეხმარები შემეშვი მაცადე წყნარი ცხოვრება იმ ღამეს არაფერი შემინიშნავს მაგრამ მეორე საღამოს ვნახე რომ იმ სახლში ვიღაც დადიოდა და ხელში ნაჯახის ფორმის რაღაც ეჭირა შემეშინდა ბებია გავაღვიძე და ვუთხარი ყველაფერი ბებიამ მითხრა დაიძინე ნუ გეშინია რამე მოგეჩვენებოდაო ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა შუქით ბებია წამოხტა მე ყვირილი დავიწყე ბებიამ გამაჩუმა და დანა აიღო ერთი მე მომცა და მითხრა თუ ისევ შემოვიდოდა სახლში რამე მისთვის ჩაერტყა ბებიას აზრი გამართლდა სახლში მართლაც შემოვიდა ვიღაც სახე ვერ დავინახე დანა დავარტყი მაგრამ არ შერყეულა ამ დროს ხელი მომიქნია მაგრამ ვერც იმან დამაკლო ვერაფერი და წავიდა მეორე დღეს გავეცალე სოფელს ვიცოდი რომ იქ რაღაც ბოროტი ძალა იყო და ჩემს შეპყრობას ცდილობდა ამიტომაც ვერიდები სოფელში დასარჩენად ჩასვლას.

5.ეს ისტორია დაიწყო 2008 წელს როდესაც მე 8 წლის ვიყავი ჩემს გვერდით ცხოვრობდა ერთი ქალბატონი რომელსაც 2 შვილი ყავდა ისინი წავიდნენ უცხოეთში და სახლი დატოვეს მარტო მე კარგი მეზობლები არ მყავდა ასე რომ მათთან ურთიერთობას ვერიდებოდი სახლი იღრწნებოდა ფუჭდებოდა იბზარებოდა არც ქუჩა იყო მაინცდამაინც კარგი ერთ დღეს რაღაც ხმაური მომესმა იმ სახლიდან შემეშინდა და გავიქეცი რამდენიმე წუთის შემდეგ ხმა ისევ გავიგე თითქოს ვიღაც ვიღაცს აწამებდა დამაინტერესა და ეზოში შევედი ხმა ისმოდა და უფრო უარესდებოდა ფარდები ეკიდა და სისხლით ისვრებოდა შემეშინდა მაგრამ არ გავქცეულვარ უცბად რაღაც წითელს მოვკარი თვალი რაღაცას ურტყავდა თითქოს უფრო სწორედ ვიღაცას ერთ წამს შემომხედა და გაინტერესებთ რა დავინახე? დავინახე რაღაც არამიწიერი არსება რომელიც მიყურებდა თვალები წითელი ჰქონდა და თავზე თითქოს რაღაც რქებისმაგვარი ჰქონდა შემეშინდა და გავიქეცი ეს ამბავი მშობლებს მოვუყევი მაგრამ არ დაიჯერეს მითხრეს რაღაც მოგეჩვენებოდაო ვეხვეწე ვთხოვე წამომყოლოდნენ მაგრამ უარის მეტი ვერაფერი მივიღე იმ დღეს მუცლის ტკივილმა შემაწუხა საღამოს გვიანამდე ტელევიზორს ვუყურებდი დაწოლა რომ დავაპირე ფანჯრიდან გავიხედე და ვნახე თითქოს ისევ ის რაღაც მიყურებდა საშინელი წითელი თვალებით იმწამსვე გადავწიე ფანჯარა და დავწექი ისევ კივილის ხმამ გამახვიძა ეს ჩემს მშობლებს ვუთხარი მათ მართლაც გაიგეს რაღაც ხმა წასვლა დააპირეს იმ სახლში შევიდნენ სახლში იქ დახვდათ საშინელი სურათი სისხლიანი გვამი სულ გატყავებული ეგდო იატაკზე იმის შემდეგ იმ სახლში აღარ შევსულვართ სულ გვესმის კივილის ხმები მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევთ პოლიციაშიც კი დავრეკეთ მაგრამ იქიდან არცერთი პოლიციელი ცოცხალი არ გამოსულა იმის მერე იმ სახლში აღარავინ შედის მე დღემდე მგონია რომ იქ ეშმაკია და ჩემს ქუჩაში ვერიდები ხალხთან ურთიერთობას იმედია ეშმაკის მსხვერპლი ოდესღაც მეც არ გავხდები.

6.მკვლელი ტელეფონები

კიდევ ერთი ისტორია, ამჯერად ტელეფონების შესახებ. ტელეფონის აპარატები ხშირად გვაბეზრებენ ხოლმე თავს თავისი ზარებით, ყველაზე უფრო მოუხერხებელ დროს და ხანდახან ისე რომ ჩვენ მზად ვარ “მოვკლათ” იგი, მაგრამ ნეპალში ყველაფერი პირიქით მოხდა. 2006 წლის საახალწლო დღეებში რამდენიმე ადამიანი მოკვდა იმის შედეგად, რომ ტელეფონის ზარის გაგონებისას აიღო ყურმილი. ყურმილის აღებისას მათ დაარტყა 600 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდენმა. ნეპალის სატელეფონო კომპანიამ განაცხადა, რომ რაღაც შემთხვევის გამო სატელეფონო სადენი გადაიხლართა ელექტროსადენთან, მაგრამ ამ ახსნა–განმარტებას ცოტა ვინმემ თუ დაუჯერა და არა უსაფუძვლოდ : მალე ჟურნალისტებისათვის გახდა ცნობილი, რომ ყველა დაღუპული ეკუთვნოდა ერთიდაიგივე მაფიოზურ დაჯგუფებას. საქმეს მიეცა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია შემდგომ გამოძიებაზე არ გამოსულა. თუმცა ზოგიერთ გამოცემებში წერდნენ , რომ აქ ყველაფერი ცხადია, ტელეფონებმა უზენაესი ძალების ნებით თავის თავზე აიღეს ელექტრო სკამის ფუნქცია.

7.დაწყევლილი პისტოლეტი

სხვა ადრე ნაამბობი ნივთებისაგან განსხვავებით, პისტოლეტი უშუალოდ შექმნილია ადამიანის მოსაკლავად. მაგრამ მიუხედავად ამისა, შემზარავმა ამბავმა, რომელიც მოხდა ქალაქ პორტსმუტში (აშშ, შტატი ოჰაიო) გაანცვიფრა ყველა. 1985 წლის მარტში დილით მეზობლებმა მთელი კელერმანების ოჯახი დახოცილი იპოვეს (ქმარი, ცოლი და და ორი შვილი). ყველა მათგანი მოკლული იყო ერთიდაიგივე 38 კალიბრის პისტოლეტით, რომელიც იქვე ეგდო გვამებთან ახლოს. გამოძიების პირველივე დღეს თავი მოიკლა გამომძიბელმა , რომელსაც ჩააბარეს საქმე გამოსაძიებლად. პრესის განცხადებით მას შემდეგ , რაც იარაღი მოხვდა განყოფილებაში, მასში მოკლული იქნა 20-ზე მეტი ადამიანი. იარაღის შემდგომი ბედი უცნობია. კელერმანების მკვლელი ვერ იპოვეს. რა მოხდა განყოფილებაში, საიდუმლოებით მოცულია. უფრო ზუსტად მიენიჭა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია. თუმცა მსხვერპლის დამალვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაღუპულებს ჰყავდათ ახლობლები, რომლებიც საუბრობენ ამის შესახებ. ეს საქმე კი დღემდე ბურუსითაა მოცული.

წყარო: facebook-ის გვერდი: იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome
იხილეთ ასევე
Close
Back to top button