გასართობირეკორდებიუცნაური

რეკორდი ბეჭდვაში


ადამიანი , რომელიც შესაშური მოთმინებით გამოირჩევა. ავსტრალიელმა ლეს სტიუარტმა 1-დან მილიონამდე ყველა რიცხვი აკრიფა :)

ეს საქმე ლესმა 1982 წელს დაიწყო და 1998 წლის 25 ნოემბერს დაასრულა. მან გამოიყენა 7 საბეჭდი მანქანა, 1000 საღებავის კარტრიჯი და 19890 ფურცელი. შესაბამისად 16 წელიწადსა და 7 თვეში შედეგი სახეზე იყო. დღეში დაახლოებით სამ ფურცელს ავსებდა, ამასთან მხოლოდ ერთი თითით ბეჭდავდა 20-20 წუთი ყოველ საათში.

როდესაც ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა ასეთი რეკორდის დამყარება, მან უპასუხა, რომ სურდა რამით გამორჩეული ყოფილიყო. ის ინვალიდია და ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. ამასთან ბეჭდვა სიამოვნებას ანიჭებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close