არქივი

კიტაგავა უტამარო (1754-1806)

93e52217926d

გთავაზობთ იაპონელი მხატვრის კიტაგავა უტამაროს შემოქმედებას.

კიტაგავა უტამარო განსაკუთრებით ცნობილია თავისი მაღალი დონის ნამუშევრებით, რომელთა მთავარი თემა ქალებია. მისი ბიოგრაფიული ცნობები სიმწირით გამოირჩევა. თუმცა, ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელზე მეტად მისი შემოქმედების მოწოდება მინდოდა თქვენთვის.

ერთ-ერთ პოსტში, რომელიც იაპონელებს ეხებოდა, დავწერე, რომ დასავლური ხელოვნება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანს, როგორც სრულყოფილ (ამაში ვეთანხმები), შემოქმედ არსებას, ჯერ ადამიანი, შემდეგ დანარჩენი სხვა. აღმოსავლური კულტურა კი მას, როგორც სამყაროს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ისე უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ნამუშევრებში მხოლოდ ადამიანებს ვხვდებით, მაინც იგრძნობა ერთი არსებითი განსხვავება – ბუნებრიობა. ორნამენტული სიმდიდრე და სიუხვე, რომელიც ჩაცმულობასა და ზოგადად, მორთულობაში ჩანს ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია, თუმცა, არ არსებობს, მნახველს სიმსუბუქის შეგრძნება არ დაეუფლოს. რაც მთავარია, ამას იწვევს არა მხოლოდ ის, რომ მოცემულ ნახატებში ვერ ვხდებით შუქ-ჩრდილებსა და ფიგურების გამოსახვაში ჭარბობს ხაზები და კონტურები, არამედ ის, რომ ვხვდებით, არცერთი ორნამენტი, დეკორი არ არის ზედმეტი და თითოეული იაპონელის ხასიათში გამჯდარი კულტურისა და ესთეტურობის გამოხატულებაა.

გავიხსენოთ ევროპული ხელოვნება. რომ არაფერი ვთქვათ ბერძნულ ქანდაკებათა მონუმენტურობაზე, არ დაგვავიწყდება თუნდაც გოთური სტილი, არ დაგვავიწყდება ბაროკო, როკოკო. ფორმებით, ქანდაკებებით, ორნამენტებით, დეკორატიულობით გამორჩეული, “გადახუნძლული” არქიტექტურული ნაწარმოებები, ქანდაკებები, მხატვრული ნაწარმოებები. გავიხსენოთ მდიდრულ ინტერიერში, მდიდრულ ტახტებზე “მიფენილი” ვენერები, რომელთაც ისეთი სახე აქვთ, თითქოს, ახლახანს ამოვიდნენ რძის აბაზანიდან (მათი სხეულის ფორმებიც ინტერიერ-ექსტერიერივით დიდი და “მდიდრულია”). გავიხსენოთ, ვის ხატავდა რაფაელი, ტიციანი, ველასკესი, რუბენსი… მათი ყურადღება, მაინც მითოლოგიური ღმერთებისა და მიწიერ ხელისუფალთა ცხოვრებისაკენ გარბოდა (თუმცა, ველასკესთან მოიპოვება მაგალითად, ჯუჯებისთვის მიძღვნილი სერია). აქ კი, უტამაროსთან ყოველი სიუჟეტი ყოფითია, მაგრამ ისე შესრულებული, რომ ვხვდებით, რაოდენ მდიდრები არიან იაპონელები სულიერად. როგორ უყვართ მათ სილამაზითა და ცხოვრებით ტკბობა. მთავარი კი ისაა, რომ ისინი ამ უკანასკნელს იღებენ ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც მოდის მათი ხელოვნებიდან ბუნებრიობის ჭარბი განცდა.

45fb636f6893

fcb0f574b09c

a003a29ac505

a802a0471a38

0a547ee483af

09a85844664a

75e2c89dbb17

80cc507dc966

66ec575f7529

d4f7ac721244

557a14b3c2b5

eec8ab3fd642

0d639e562351

მსგავსი ამბები

Back to top button