არქივი

ჩოქელა

549e4e5342e9
ჩოქელა – ერთ-ერთი სრულყოფილი მტაცებელი :cool:

ჩოქელა მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მისი 9 ოჯახი და 2200-მდე სახეობა არსებობს. წინა ფეხების განსაკუთრებული პოზიციის გამო მას “მლოცველი” უწოდეს. ბიოლოგიურად ყველაზე ახლოს ის ტერმიტებთან და ტარაკნებთან დგას.

ჩოქელა სანადიროდ იყენებს წინა ფეხებს, რომლებიც კბილანებითაა აღჭურვილი.
8c7411808d53
ამასთან ეს კბილანები მიმართულია შიგნითკენ. შესაბამისად, როცა ჩოქელა მსხვეპლს მოიგდებს, მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება.
779a951dee1e

ჩოქელა ძირითადად ყვითელი ან მწვანე ფერისაა. მას კამუფლაჟის საოცარი თვისება აქვს. შეუძლია დაემსგავსოს ფოთოლს, ტოტს, კვირტს, ყვავილს, ხავსს და ა.შ.
230c815399c0

ჩოქელას თვალები შედგება 10 000 თვალაკისგან, რაც მსხვეპლის შემჩნევას უიოლებს. თავის ამოძრავება 300 გრადუსით შეუძლია. ისინი გაუმაძღარი მტაცებლები არიან, საკვებად თითქმის ყველაფერს ეტანებიან: ხვლიკებს, ბაყაყებს, ჩიტებს, მომცრო გველებს, კუებს და ზოგჯერ მღრღნელებსაც კი. ხანდახან ერთმანეთის შეჭმაზეც არ ამბობენ უარს. ისინი საოცარი სისწრაფით იჭერენ მსხვერპლს და მაშინვე პირზე არსებული უამრავი საცეცის საშუალებით მის დაგემოვნებას იწყებენ. მსხვერპლი ამ დროს საშინელ ტანჯვას განიცდის: მას ხომ ცოცხლად მიირთმევენ :evil:

მამრი ჩოქელები მხოლოდ ერთხელ ახერხებენ სექსუალური სიამოვნების მიღებას: მდედრები განაყოფიერების შემდეგ მამრებს ჭამენ.

ჩოქელა მოხსენიებულია ჩინურ პოემებში. კუნგ-ფუში ჩოქელას სტილიც არსებობს. აფრიკული ტომები “სანი” და “ხოი” მას ღმერთად მიიჩნევენ.

ახლა კი ვიდეოები :)

მდედრი მამრს ჭამს განაყოფიერების შემდეგ:
http://www.youtube.com/watch?v=KYp_Xi4AtAQ

ჩოქელა თაგვს იჭერს:

ჩოქელა გველს იჭერს:

ჩოქელა VS შხამიანი ობობა (შავი ქვრივი):

მსგავსი ამბები

Back to top button