გართობა

აკაკი და ქართული სამედიცინო სამყარო

5af1f858e3e4

აკაკი წერეთელს თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ექიმებთან.

ვახტანგ ღამბაშიძე მისი მეგობრის შვილი იყო, რომლის ბავშვობამ და ჭაბუკობამ ლამის აკაკის თვალწინ გაირბინა.

ღამბაშიძე ცნობილია, როგორც საქართველოში სანატორიუმი საქმის პიონერი. მან პირველმა აღმოაჩინა პატარა ცემი და პირველმა გახსნა ქართველ ბავშვთათვის აქ გამაჯანსაღებელი სანატორიუმი. აკაკი ბევრჯერ ყოფილა ამ სტაციონარში სტუმრად, დაუსვენია და ჯანმრთელობა აღუდგენია.

აკაკი წერეთელს კ. ღამბაშიძის სანატორიუმმა შთააგონა მშვენიერი ლექსი „პატარა ცემი¨ დაეწერა.

ღამბაშიძის მადლიერი უნდა იყოს ქართველი ერი, რომ მან შემოგვინახა აკაკის ხმის ორი ჩანაწერი.

ისტორიამ შემოგვინახა აკაკის მიერ ექიმ ივანე ელიაშვილისადმი გაგზავნილი 16 პირადი წერილი. ივანემ ბაქოში თავისი 14 წლის ექიმად სამსახურის დროს საკუთარი ინიციატივით რამდენჯერმე მოუწყო მგოსანს საღამოები.

საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა აკაკის ივანე გომართელთან. იგი იყო ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. რამდენჯერმე გაეპაექრა აკაკი წერეთელი ივანე გომართელს პუბლიცისტური წერილებით.

სამუდამოდ გაჰყვა პოეტს ექიმ გრ. ელიავას ვალი, რისი გამორთმევაც არასოდეს უფიქრია ბათუმელ ექიმს.

მსგავსი ამბები

Back to top button