არქივი

ანუბისი-მითოლოგია

008bf8936686

ანუბისი-სიკვდილის ღმერთი

ანუბისი (ბერძნ. Άνουβις) ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი).

ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას (“გზათა გამხსნელი”) ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში (“იდუმალი ადგილი”; “დასავლეთი”) მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული “იალუს ველად” თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით.
P.S_ასე რომ თუ კარებზე დააკაკუნა ზემო აღნიშნული სახის მამაკაცმა ან დედაკაცმა
ჩათვალეთ რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს :))))))))

მსგავსი ამბები

Back to top button