Audi R8
კიდევ ერთი პოსტი ავტო მოყვარულებისთვის , ამჯერად მინდა მოგითხროთ ლეგენდარული სპორტქარის აუდი რ-8 ს შესახება
აუდი რ-8
ფასი : 110 000 დოლარი
ძრავა : 420 ცხენის ძალა , 4.2 ლიტრი , V8
0-100 კმ/სთ : 4.3 წამი
მაქსიმალური სიჩქარე : 229 კმ/სთ
“აუდის” მფლობელობაში თვით “ლამბორჯინია” , თუმცა ფირმამ მაინც გადაწყვიტა ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავის მქონე ავტომობილის შექმნა. ასე დაიბადა R8.
110 000 დოლარი დიდი ფულია , მაგრამ შენაძენი ამად ნამდვილად ღირს. ინტერიერი ავანგრადულია , ხოლო წინა ფარები და გვერდითI პროფილი ერთდროულად აგრესიული და ბოროტი შესახედაობისაა. ვერცხლისფერი “გვერდითა ფირფიტა” ოდნავ ამოვარდნილია საერთო სურათიდან , ამიტომ ის შეგიძლიათ ზარი ფერის ან კარბონის შეუკვეთოთ. R8 მოძრაობის დროსაც კი არ კარგავს ეგზოტიკურ და ამავე დროს საქმიან გარეგნობას.
ძრავის სიმძლავრე 420 ცხენის ძალა, აღჭურვილია კვადრო სისტემითა და კარგად მორგებული დაკიდებით. ძარის შუა ნაჭილში განლაგებულია ძრავა ავტომობილის ბრწყინვალედ აბალანსებს.
R8-ის ტარება ნამდვილი ზეიმია , იქნება ეს მაიამის ქუჩები თუ კოლორადოს მთიანი გზები. ინტერიერი კომფორტული და ამავე დროს ფუნქციონალურია. D-ს ფორმის საჭე სიჩქარის გადამრთველი ღილაკებით არის აღჭურვილი, ხოლო გზის ხილვადობა ავტომობილიდან თითქმის სრულყოფილია.
R8-ს დაკიდება A-ს ფორმის ზედა და ქვედა მზრებით , ცილიდრული ზამბარებით და ელექტრონულად რეგულირებადი ამორტიზატორებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, “მაგნეტიკ რაიდ” პარამეტრი სწრაფად მოძრაობის და მართვის შთამბეჭდავ კომბინაციას უზრუნველყოფს. მუხრუჭების წინა დუსკები 15 დიუმიანი , ხოლო უკანები 14 დიუმიანია .