გამოგონებასაკითხავისამხედრო

ავტომატური საიერიშო შაშხანა M4

430cf911b781
წარმოგიდგენთ ამერიკულ საიერიშო შაშხანა M4-ს.

M4 ლეგენდარული ამერიკული ,,შავი შაშხანის”, M16-ის მოდიფიცირებული ვარიანტის, M16A2-ის მოკლელულიან ვარიანტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი ავტომატიკა იმეორებს M16A2-ისას, ძრირითადი განსხვავება კი ორ ნიუანსშია— დამოკლებული ლულა და ტელესკოპურად დასაკეცი კონდახი.
cf29ce920489
1994 წელს M4 შეიარაღებაში მიიღეს, როგორც ჯავშანმანქანების ეკიპაჟებისთვის და არტილერისტებისთვის განკუთვნილი იარაღი, ანუ მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა 1 მეტრიანი M16. მალე ა.შ.შ.-ის სპეციალური ოპერაციების მეთაურობა დაინტერესდა ახალი ავტომატური კარაბინით და იგი მოწონილ იქნა სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა დანაყოფის აღსაჭურვად. ასე აღმოჩნდა M4-ები ამერიკელთა ხელში, რომლებიც დღესაც იბრძვიან ავღანეთის მთებსა თუ ერაყის ქალაქების ქუჩებში.

თავად ამერიკელები დიდად არ ეთაყვანებიან M4-ს შემდეგი მიზეზების გამო:
1) 508მმ-დან (M16) 308მმ-მდე (M4) ლულის დამოკლების შემდეგ შემცირდა ტყვიის სიჩქარე და შესაბამისად, ცეცხლის ეფექტური მანძილიც დაეცა.
2) კარაბინის ლულა ავტომატური ჯერით სროლის დროს მალე ხურდება.
3) ლულის დამოკლების გამო აირგამომტანი ნახვრეტი გადმოიტანეს უფრო მარალი წნევის ზონაში, რამაც გაზარდა რამაც გაზარდა სროლის ტემპი. ამის შედეგად კი გაიზარდა დეტალების ცვეთა და შემცირდა იარაღის საიმედოობა.
6965177f5200

ახლა კი მსურს გაგაცნოთ ამ იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები ;)
ავტომატური კარაბინი M4-ის ავტომატიკა იმეორებს M16A2-ისას. M4 მჭიდის გარეშე 2,52კგ-ს იწონის, მჭიდითა და 5,56 მმ NATO-ს სტანდარტის 30 ვაზნით კი 3 კგ-ს. M4-ის სიგრძე 838მმ-ია და მცირდება 757მმ-მდე ტელესკოპური კონდახის დაკეცვის შემდეგ. სროლის ტემპი წუთში 700-დან 950 გასროლამდე მერყეობს რაც ლულის სიგრძის ცვლილებაზეა დამოკიდებული. სროლის მაქსიმალურად ეფექტური მანძილი 450მ-ია, თუმცა, როგორც წესი, M4 ბევრად უფრო ახლო მანძილებზე გამოიყენება.
აგრეთვე მას უყენდება ხელის წინა მოსაკიდი, ლულისქვეშა 30მმ-იანი ყუმბარსატყორცნი M203, ოპტიკური და კოლიმეტრული სამიზნე, ღამის ხედვის მოწყობილობა, მაყუჩი და კიდევ სხვა ატრიბუტები.

M4 ქართულ სპეცრაზმში დიდი მოწონებით სარგებლობს და ქუჩებსა თუ შენობებში გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე დამოკლებულლულიანი ,,კალაშნიკოვი” АКС-74у. პოზოციური ბრძოლებისას კი, სადაც იარაღის კომპაქტურობას მნიშვნელობა არ აქვს, M4-ზე უფრო მეტად ქართულ არმიას M16A2-ები უფრო გამოადგებოდა. გთავაზობთ M4-ის სურატებს. გაითვალისწინეთ, პირველი პოსტია, ბევრი ვიწვალე და შენიშვნები არ მომაყაროთ :thanks: :thanks: :thanks:

704f42424803

3f29cf87c9eb

5fb8ec8af90f

d6c596fa0744

წყარო: ჟურნალი ,,არსენალი”

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია  ;)

General_Luka

I like girls, weapons, military vehicles and devices, army lifestyle, extremely dangerous situations....... and again girls girls and girls!!! :)))

მსგავსი ამბები

Back to top button