არქივი

გენიის ტვინი…

66309806ccb6
1955 წლის 18 აპრილს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.სიკვდილიდან 7 საათის შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტის კლინიკის პათოლოგოანატომმა ტომას ჰარვეემ გაკვეთა აინშტაინის გვამი და აინშტაინის ოჯახის თანხმობის შემდეგ ტვინი განაცალკევა სხეულისგან და შეინახა,რათა შემდგომ დეტალურად შეესწავლათ ამ გენიის ფენომენი.თავდაპირველად მან ტვინს რამოდენიმე სურათი გადაუღო სხვადასხვა რაკურსით,დაანაწევრა 240 ნაწილად და შემდეგ შეინახა სპეციალურ ხსნარში.

32c2c053d199

32c2c053d199

შემდეგ კი დაიწყეს აქტიური შესწავლა ეინშტეინის ტვინისა.80_იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს ნაშრომების გამოქვეყნება სადაც ასახული იყო გამოკვლევების შედეგები.
ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა რომ აინშტაინის ტვინი იწონიდა 1230 გრამს,ეს იყო საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე ნაკლები.საშუალოდ ასაკის მამაკაცის ტვინი უნდა იწონიდეს 1400 გრამს.ასევე დადგინდა რომ ტვინში ნეირონების რაოდენობა აინშტაინის ტვინში უფრო მეტია ვიდრე საშუალო მაჩვენებელი.მას ჰქონდა ტვინის ის ნაწილი განვითარებული რომელიც ხელს უწყობდა ანალიტიკურ აზროვნებას,მათემათიკის ნიჭს.
დღეს აინშტაინის ტვინი ინახება აშშ_ში,ერთ-ერთ ტვინის “ბანკში”.

აინშტაინი თავის გენიასთან დაკავშირებით ამბობდა:”ყველაზე მშვენიერი გრძნობა დედამიწაზე-იდუმალების შეგრძნებაა…მე განვიცდი ძლიერ აღელვებას სიცოცხლის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.ეს გრძნობა ქმნის სილამაზეს და ჭეშმარიტებას.წარმოშობს ხელოვნებას და მეცნიერებას”…
36b6ac0ce715

მსგავსი ამბები

Back to top button