ჩვენც ვიცით თავის მოწონება!
მამაკაცი ქალის მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდის ( ქალსაც გააჩნია, დამსახურება უნდა ). არც ცხოველები და ფრინველები იზოგავენ თავს, როდესაც მეწყვილისთვის თავის მოწონებაა საჭირო. ფრინველებს ამისათვის თავიანთი კაშკაშა ფერებით მოხატული ბუმბულები უნდა აჩვენონ მომავალ პარტნიორს, ან რთული ცეკვა შეასრულოს, მოქნილობის საჩვენებლად. ცხოველები მდედრის მოპოვებას სხვადასხვა ხმების გამოცემით ცდილობენ. ცალ-ცალკე განვხილოთ მათი ქცევები.
ლამაზი ინტერიერი
მეკარვე ფრინველი ერთადერთი არსებაა, ადამიანის გარდა, რომელიც საპირისპირო სქესის მისაზიდად სხვადასხვა საგანს იყენებს. მამალი მეკარვე ბუდეს წნელებითა და ბალახებით აგებს, შემდეგ კი ფოთლებით, ყვავილებითა და ბუმბულებით რთავს. ზოგჯერ ბოთლების თავსახურებს, პლასტმასის ჩანგლებსა და ადამიანების მიერ აგდაგდებულ სხვა ნივთებსაც იყენებს. როდესაც ბუდეს დედალი უახლოვდება, მამალი მას თავის კოლექციას უჩვენებს. თუ დედალს კოლექცია მოეწონება, ისინი შეწყვილდებიან. ბუდის მოსართავად მეკარვე, ძირითადად, ლურჯ საგნებს იყენებს.
სილამაზის კონკურსი
დედლების მისაზიდად ბევრი მამალი ტუკანი არაკანი ბუმბულის კაშკაშა შეფერილობას იყენებს. რაც უფრო კაშკაშაა მამლის ფერები, მით მეტ დედალს იზიდავს იგი. ყვითელი, წითელი, ყავისფერი და შავი ბუმბულები შეიცავს პიგმენტებს, რომელთაც ფრინველი კონკრეტული ხილიდან თუ მარცვლეულიდან იღებს. დანარჩენი ბუმბულები მწვანეა ან ლურჯი, იმის მიხედვით, თუ სინათლის რა ნაწილს აირეკლავს.
მოდების ჩვენება
მამალი სამოთხის ფრინველები ჭრელ ბუმბულს შლიან, ხმამაღალ ბგერებს გამოსცემენ და ცეცხლოვან ცეკვებს ასრულებენ, რათა დედალი მიიზიდონ. ზოგიერთი ფრინველი წინასწარ სცენასაც კი ამზადებს. ისინი საცეკვარო მოედნიდან ფოთლებს ხვეტენ, რათა დედლებმა მათ უკეთ დანახვა შეძლონ.
უფლისწული რუდოლფის სამოთხის ფინველი თავდაყირა ეკიდება, რათა ბუმბულები უკეთ გამოჩნდეს.
სამეფო სამოთხის ფრინველის თავზე 60სმ. სიგრძის ორი ლითონისფერი ბუმბული აქვს, რომლებიც ტოტიდან ტოტზე ფრინველის ხტუნაობისას ძლიერად ირხევა და ამით თავს აწონებს მდედრს.
დიდი სამოთხის ფრინველი თავის კაშკაშა, ხავერდოვან შეფერილობას აჩვენებს და თანდათან წივანა ხმასაც უშვებს.
ორთაბრძოლა ნისკარტებით
მამალი თეთრი ყანჩები ხშირად ატარებენ საჩვენებელ გამოსვლებს დედლების ყურადღების მისაპყრობად. ერთმანეთთან ბრძოლისას ყანჩები მხოლოდ ნისკარტს იყენებენ. ამ დროს ისინი ადგენენ, რომელი ყანჩა უფრო ძლიერია. ასეთ ორთაბრძლოაში მძიმედ არც ერთი არ შავდება.
კაკუნი
დედლების ყურადღების მისაპყრობად კოდალა ჭიკჭიკის ნაცვლად ხეზე ნიკსარტით აკაკუნებს. მაღალი ხმის მისაღებად, კოდალა ხელს ძლიერად ურტყამს ნისკარტს.
ცხოვრება ბრძოლაა
მგლები ჯგუფებად ცხოვრობენ, რომელთაც ხროვები ეწოდება. მდედრებიცა და მამრებიც ერთმანეთს ებრძვიან, რათა უძლიერესი გამოავლინონ. გამარჯვებული მდედრი გამარჯვებულ მამრთან წყვილდება.
შხამიანი იხვნისკარტა
დედამიწაზე მხოლოდ სამი შხამიანი ძუძუმწოვარი არსებობს და იხვნისკარტა ერთ-ერთი მათგანია. მამრებს უკანა თათებზე ერთგვარი რქოვანი, ღრუიანი დეზები აქვთ, რომლებიც შხამის გამომყოფ ჯირკვლებს უკავშირდება. მეცნიერების აზრით, საკვების მოპოვების გარდა, იხვნისკარტა შხამიან დეზებს მეტოქეებთან ბრძოლაში იყენებს, რათა მდედრების ყურადღება მიიქციონ ან თავიანთი ტერიტორია დაიცვან.
ფერები ხასიათის მიხედვით
ჩვეულებრივი სიპინი შეფერილობას ხასიათის მიხედვით იცვლის, რაც მას სხვა სიპინთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ძირითადად იგი გარემოსთან არის შეხამებული, მაგრამ მეწყვილის მიზიდვის მიზნით, მამალი ცვალებადი ფერების ჩვენებას იწყებს.
გრძელი სიმღერა
კუზიანი ვეშაპები ერთმანეთთან ტირილის, კივილისა და ტკაცუნის მგსავსი ბგერებით ურთიერთობენ. გამრავლების სეზონის დროს მამლები რთულ სიმღერებს მღერიან, რათა დედლები მიიზიდონ და მეტოქეები დააშინონ. კუზიანი ვეშაპის სიმღერა 160 კმ.-ზე ისმის. თავის გრძნობებს იგი სხეულის მოძრაობითაც გამოხატავს.
სასიყვარულო ღრიალი
ალიგატორი დედლის ყურადღების მისაქცევად საარშიყო ღრიალს იწყებს. ის ჰაერს შეისუნთქვას და კუდს წყლიდან ამოწევს. კუდს აქეთ-იქით აქნევს და ხახაში დაგროვილი ჰაერის ვიბრაციას იწვევს. ალიგატორის ღრიალი წყლის ზედაპირზე რგოლებსაც კი აჩენს.
კუთა შეხება
გამრავლების სეზონის დროს მამალი მორთული კუ შეწყვილებაზე დედლის დაყოლიებას ცდილობს, რისთვისაც მას თავისი წინა თათების გრძელი ბრჭყალებით ლოყებზე ეფერება. თუ დედალი შეწყვილებაზე თანახმაა, ის თანხმობას წინა თათების საპასუხო დარტყმით გამოხატავს.
ესენი მალე დაიწყებენ ლოყებზე ფერებას :D