არქივი

აიკიდო

30d2c1737ca1

აიკიდო (იაპონ. 合気道) — ო-სენსეი მორიჰეიმ უესიბას მიერ შექმნილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება. მორიჰეიმ უესიბამ შექმნა აიკიდო როგორც საბრძოლო ხელოვნებების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზი. ო-სენსეის მიზანი იყო ყველა უდიდესი მებრძოლის მიღწევების შემცვლელი საბრძოლო ხელოვნების შექმნა.

ეტიმოლოგია
სახელწოდება მომდინარეობს სამი იეროგლიფიდან, რომლებსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვთ:
აი (იაპონ. 合) — კომბინაცია, გაერთიანება
კი (იაპონ. 気) — სული, ენერგია, მორალი
დო (იაპონ. 道) — გზა

ისტორია
აიკიდო შექმნა მორიჰეი უესიბამ (იაპონ. 植芝 盛平) , 1883 წლის 14 დეკემბერს – 1969 წლის 26 აპრილს), რისთვისაც ზოგი აიკიდოს თაყვანისმცემელი მას ოსენსეის (“დიდი მასწავლებელი”) უწოდებს. უეიბამ შექმნა აიკიდო გვიანდელ 1920-იანებში – ადრინდელ 30-იანებში როგორც მის მიერ შესწავლილი ადრე არსებული საბრძოლო ხელოვნებების სინთეზი. უეშიბა მიიჩნევდა, რომ აიკიდო იყო არა მარტო საბრძოლო ხელოვნების სინთეზი, არამედ პირადი ფილოსოფიისა და მშვიდობის შეჯამება. უეშიბას სიცოცხლის დროს დღემდე აიკიდო განვითარდა ბრძოლის მარტივი სახეობიდან (სახელად კორიუ), რომელიც უეშიბამ შეისწავლა მსოფლიოს მრავალი მასწავლებლისგან. აიკიდოს საბაზისო ხელოვნებას, ერქვა დაიტო-რიუ აიკი ჯუჯუცუ, რომელიც უეშიბამ შეისწავლა ტაკედა სოკაკუსთან – ჯუჯუცუს განმაახლებელთან – ერთად. ასევე ცნობილია, რომ უეშიბამ შეისწავლა ტენჯინ შინო რუ ტოძავა ტოკუსაბუროსთან ტოკიოში 1901 წელს და გოთოა შინგან რუ ნაკაი მასაკაცუსთან 1903 – 1908 წლებში და ძიუდო კიოიჩი ტაკაგისთან ტანაბეში 1911 წელს.

სწორედ დაიტო რუს საბრძოლო ხელოვნება საფუძვლად დაედო აიკიდოს. გარდა ხელშიშველი საბრძოლო ოლეთებისა, უეშიბამ ჩაამატა აიკიდოში ვარჯიშები იარაღების გამოყენებით – ისეთი იარაღების, როგორებიცაა იარი (ოაპონური შუბი), ჯო (მოკლე კვერთხი) და ჯუკენი (ბაიონეტი). ასევე ითვლება, რომ აიკიდომ აიღო მრავალი საბრძოლო ილეთი იარაღის გამოყენებით კენჯუცუდან.

826dbec7e932

უეშიბა გადასახლდა ჰოკაიდოში 1912 წელს და დაიწყო სწავლა ტაკედუ სოკაკაუსთან 1915 წელს. მისი ოფიციალური კავშირი კავშირი დაიტორუსთან გაგრძელდა მხოლოდ 1937 წელს. ითვლება, რომ საბოლოოდ უეშიბამ გაწყვიტა ურთიერთობები როგორც ტაკედასთან, ასევე დაიტორუსთან. იმ პერიოდში უეშიბა თავის საბრძოლო ხელოვნებას “აიკი ბუდოს” ეძახდა. უცნობი, თუ როდის დაარქვა უეშიბამ სამხედრო ხელოვნებას “აიკიდო”, თუმცა სახელწოდება “აიკიდო” ოფიციალურად დაფიქსირდა 1942 წელს , იაპონიის საბრძოლო ხელოვნებათა საზოგადოების მიერ.

უეშიბა მიიჩნევდა, რომ აიკიდო იყო არა მარტო საბრძოლო ხელოვნების სინთეზი, არამედ პირადი ფილოსოფიისა და მშვიდობის შეჯამება. უეშიბას სიცოცხლის დროს დღემდე აიკიდო განვითარდა ბრძოლის მარტივი სახეობიდან (სახელად კორიუ), რომელიც უეშიბამ შეისწავლა მსოფლიოს მრავალი მასწავლებლისგან.

იმის შემდეგ, რაც უეშიბამ დატოვა ჰოკაიდო 1919 წელს, იგი გაეცნო და მოხდა ონისაბურო დეგუჩის გავლენის ქვეშ, ომოტოს სულიერი ლიდერის.. ომოტოს ფილოსოფიის ერთ-ერთი მიზანია ადამიანის სიცოცხლეშივე უტოპიის მიღწევა. სწორედ ამან მოახდინა უდიდესი ზეგავლენა უეშიბას საბრძოლო ხელოვნებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობდა სხვებისდამი, განსაკუთრებით შენდამი ტკივილის მომანიჭებელისადმი, სიყვარულისა და თანაგრძნობის მინიჭებაზე. აიკიდო გამოხატავს ამ ფილოსოფიას მაშინ, როდესაც ცდილობს გადაამისამართოს მოწინააღმდეგის ენერგია და უმტკივნეულოდ მოახდინოს შეტევის ნეიტრალიზაცია. იდეალური მდგომარეობისას არამარტო შეტევის მსხვერპლი რჩება უვნებელი, არამედ შემტევიც.

პირველად აიკიდო გასცდა იაპონიას 1951 წელს, როდესაც მინორუ მოჩიზუკი ეწვია საფრანგეთს, სადაც წარადგინა აიკიდოს ტექნიკა ძიუდოს მოსწავლეებს. მოჩიზუკის შემცვლელი გახდა ტადაში აბე, რომელიც 1952 წელს გახდა აიკაკი ჰომბუს ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში და იმყოფებოდა ამ პოსტზე შვიდი წლის განმავლობაში. 1953 წელს კენჯი ტომიკი იმგზავრა ამერიკის 15 შტატში. ამავე წელს ტოჰეი კოიჩი გაიგზავნა ჰავაიში, სადაც დაარსა რამდენიმე დოჯო. გარდა ამისა, კიდევ რამდებიმე მასწავლებელი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის გამოც 1953 წელი ითველბა ამერიკაში აიკიდოს წარდგენის წლად. გაერთიანებეული სამეფო გაეცნო აიკიდოს 1955 წელს; იტალია – 1955; გერმანია და ავსტრალია 1965 წელს.

ეს არის ჩემი პირველი პოსტი იმედია მოგეწონათ.

წყარო: ვიკიპედია

Back to top button