კულტურა

რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა

vql51t4odqdupzb9o5ho

მცირე ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის შესახებ . .

XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს იურისდიქციაში არსებული ტერიტორია ყველაზე დიდი იყო. მაშინ საქართველოს მოსახლეობას ის ტერიტორიაც ჰქონდა ათვისებული, დღეს რომ დაცარიელებულია და აღარავინ ცხოვრობს. ვამბობთ, მცირერიცხოვანი ერი ვიყავით, არ არის ეს მთლად სწორი. ჩვენ ვიყავით ევროპული ტიპის ქვეყანა შესაბამისი რაოდენობის მოსახლეობით. შემორჩენილია მონღოლების დროინდელი საქართველოს მოსახლეობის აღწერა. მაშინ საქართველო 9 სადუმნოდ იყო დაყოფილი. თითო დუმანიდან 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეიძლებოდა. გამოდის, რომ მოლაშქრედ გადიოდა ყოველი მეცხრე კომლიდან ერთი გლეხი. კომლი დღევანდელ ოჯახს კი არ ჰგავდა, გაცილებით დიდი იყო, სამი თაობა ცხოვრობდა ერთად, სულ მცირე 10 კაცი მაინც ხომ იქნებოდა ერთ კომლში?!. თანაც ამ მოლაშქრეთა შორის ფეოდალები არ იგულისხმებოდნენ. თუკი ასე დავიანგარიშებთ, 900 ათასი კომლი მაინც იქნებოდა საქართველოში. მთლიანად მოსახლეობა კი _ 8 მილიონს აღემატებოდა, მათ შორის კი 5-6 მილიონი ქართველი იქნებოდა. ეს არც ისე მცირე რიცხვია. ამდენივე იყო მაშინდელი საფრანგეთის მოსახლეობაც, ხოლო ინგლისისა _ ორჯერ ნაკლები.

მსგავსი ამბები

Back to top button