კულტურა

როგორ შეიქმნა რაგბი…

რაგბის ისტორია . .

ფეხბურთს წარსულში უამრავი მოყვარული ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობდა თამაშის საყოველთაოდ მიღებული წესები, იგი უფრო თავშესაქცევს წააგავდა, ვიდრე სპორტის სახეობას. სწორედ ამან განაპირობა ამჟამად სპორტის საკმაოდ პოპულარული სახეობის _ რაგბის წარმოშობა.

1823 წლის 7 აპრილს, ინგლისში ქალაქ რაგბის ერთერთი კოლეჯის ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ.

მატჩის მსვლელობისას 16 წლის უილიამ ველისმა ბურთი მკერდზე მიიკრა და მოწინააღმდეგეთა კარისაკენ გაქანდა. თამაშის წესებიდან ასეთი მოულოდნელი გადახვევა მოეწონათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებსაც.

მალე ამ კოლეჯის შენობაზე მემორიალური დაფა გაჩნდა: „ეს წარწერა გვახსენებს უილიამ ველისის დიდებულ ქმედებას, რომელმაც 1823 წელს პირველმა დაარღვია ფეხბურთის თამაშის წესები და საფუძველი დაუდო რაგბის¨.

მალე რაგბი პოპულარული გახდა ყველა კონტინენტზე. და 1900, 1908, 1920, 1924 წლებში ოლიმპიურ თამაშთა პროგრამაშიცდაიბადა¨.

მსგავსი ამბები

Back to top button