სამხედრო

БМД-2

ddb9c32911a4
საბჭოთა მცურავი საბრძოლო მანქანა რომელიც შეიქმნა БМД-1 ის ბაზაზე და იყო სამხედრო სადესანტო მანქანა.მისი დესანტირება შეუძლია Ан-12, Ан-22 და Ил-76.მა უნდა ჩაენაცვლებინა მისი წინა მორბედი БМД-1 თუმცა გადაწყვეილება ვერ განხორციელდა რადგან 1980 წელს საბჭოთა ეკონომიკა კრიზისში იყო.NATO-მ კი მიანიჭა მას სახელი BMD M1981.

საბჭოთა არმია ავღანეთის ომში მასობრივად იყენებდა ქვეთთა საბრძოლო მანქანს BMP-1 – ს და სამხედრო სადესანტო მანქანას BMD-1-ს რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ 73 მმ ქვემეხით 2A28 “Grom” რომელიც გამოირჩეოდა ნელი სწრაფ სროლით ასევე შეიარაღებაში ჰქონდათ ტანკ საწინააღმდეგო 9M14 “Malyutka” (და მისი მოდიფიკაციები 9M14M “Malyutka-M”,9M14P “Malyutka-P”) ასევე ჰქონდათ 7.62მმ PKT ტიპის ტყვიამფრქვევები ეს კი იყო ძალიან საშიში დაჯავშნული ტექნიკისთვის თუმცა ავღანელებს საერთოდ არ გააჩნდათ დაჯავშნული ტექნიკა და ეს შეიარაღება სრულიად არ იყო საჭირო ომში. 1981 წელს ავღანეთის ომში გაგზავნეს ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2 რომელსაც მისი წინამორბედი BMP-1 ისგან განსხვავებით გააჩნდა 30 მმ 2A42 ქვემეხი რომელიც “Grom”გან განსხვავებით უფრო სწრაფად ისროდა ასევე მოხდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღების შეცვლა და დაუყენეს 9M113 Konkurs,9M113M “Konkurs-M,9M111 “Fagot”,9M111-2 “Fagot” რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა ავღანურ რელიეფზე. ბე-ემ-პე 2-ის მსგავსად მოდერნიზაცია ჩაუტარეს BMD-1ს და მიიღო ახალი სახელწოდება BMD-2,ახალ სადესანტო მანქანას ჰქონდა 30მმ 2A42 ტიპის ატომატურ ქვემეხი ასევე ეს ქვემეხი დაუყენეს BMD-3 – ს

მსგავსი ამბები

Back to top button