საკითხავი

სიკვდილი


ვინ არის სიკვდილი … რატომ მოდის ჩვენთან ? (სიკვდილზე დევს პოსტები მაგრამ ეს სხვა არის)სიკვდილი უმეტესობას წარმოგვიდგენია შავ სამოსში გამოწყობილი სიცარიელე, რომელსაც ხელში ცელი უჭირავს, რომლითაც განგმირავს ადამიანს.  სიკვდილი უმეტეს შემთხვევაში საჭირო დროს არ მოდის, ის მოვა მაშინ ,როდესაც სიცოცხლე ყველაზე ტკბილი მოგვეჩვენება. სიკვდილის დროს არავინ არის ბედნიერი, თუნდაც სნეული და უძლური ადამიანი იყოს… სიცოცხლესთან გამოსალმება არავის სურს, სიკვდილის დროს ყველას იმედი უჩნდება, ჟინი , რომ სიცოცხლე გააგრძელოს. ამბობენ ადამიანი გრძნობს სიკვდილის მოახლოებასო, სანამ სული სხეულიდან ამოვა გრძნობს სიკვდილის ცივ ხელებს, შავ თვალებს… სიკვდილი მოდის და სიცივე მოაქვს. საინტერესოა რატომ არ მოდის მაშინ, როცა სიკვდილს ნატრობს? ( ან ახლა რატომ არ მოდის ჩემთან)

არის ასეთი მეცნიერება სიკვდილის შესახებ – ტოტალოგია, რომლის სახელწოდება შემოგვთავაზა ილია მეჩნიკოვმა. ტოტალოგიის ამოცანაა გაიგოს სიკვდილის არსი ( უცნაურია, მაგრამ ….), მისი  ყველა კანონზომიერება ( თუკი ასეთი არსებობს?!) და გამოვლინება. შეიმეცნებს რა ამას, გადასწიოს სიკვდილი შესაძლებელ ზღვარამდე.

თუკი უფალმა თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი, მაშინ რად კვდებიან ადამიანები ახლაც? სამგვარი სახის სიკვდილი არსებობს: ხორციელი, სულიერი და სიკვდილი მარადიული, ქვესკნელისა. ხორციელი სიკვდილი სულის სხეულისაგან განშორებაა: მასზედ იტყვის ფსალმუნთმთქმელი: „მოუღი სული მათი, და მოაკლდიან, და მიწადვე თჳსად მიიქციან“ (ფს. 103, 29). სულიერი სიკვდილი ღვთიური მადლის სულისგან განშორებაა, რამეთუ მხოლოდ „სულიწმიდითაა ყოველი სული ცხოველი“. ეს სიკვდილი ცოდვისაგან მომდინარეობს, რომელიც სულისაგან განდევნის ღვთის მადლს, ვითარცა ღამე განსდევნის სინათლეს. საუკუნო სიკვდილი ესაა გონიერი ქმნილების ღვთის რჩეულთა დასიდან განშორება და ცოცხალთა წიგნიდან (ცხოვრების წიგნიდან) აღხოცვა”  ( წმინდა დიმიტრი როსტოველი)

სიკვდილის ღვთის ნებით მოდის, მაშასადამე სიკვდილის დროც ღვთის ნებაა. რატომ არ უშვებს მას შესაფერის მომენტში? როცა ვნატრობთ სიკვდილს და როცა ვგრძნობთ, როგორ უნდა სულს სხეულისგან განთავისუფლება, ვგრძნობთ როგორ გვიმძიმს სხეულის ტარება, ვგრძნობთ ზიზღს დედამიწისადმი, გვინდა გაფრენა.  ნუთუ ღმერთმა სიკვდილი თავის ქვეშევრდომად გაიხადა?  ყველაზე ცუდ დროს გამოაგზავნის, რადგან ადამიანმა ნათლად იგრძნოს ცხოვრების მშვენიერება, დაენანოს დედამიწაზე გატარებული სიცოცხლის ყოველი წუთი … იშვიათად სიკვდილი დაავადებით გატანჯულ ადამიანს შვებას აძლევს.
სიკვდილის წინ ადამიანები მარტოობას გრძნობენ, შიშს..

“შენ გენაცვალე სიკვდილო
სიცოცხლე ხარობს შენითა”    მართლაც რა იქნებოდა სიცოცხლე სიკვდილი რომ არ არსებობდეს?
ექნებოდა რაიმე ფასი? სიკვდილის გარეშე სიცოცხლე ისეთ თამაშს დაემსგავსებოდა რომელშიც უკვდავების კოდს შეიყვან და რომელიც მალე გვბეზრდება ხოლმე. სიკვდილის მოსვლის საშიშროება არის აზარტი რომლის მსგავსსაც განიცდის კაზინოში მოთამაშე და ამ აზარტის გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.
სიკვდილი_ ესაა სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ!
(ლებუ)
“ვგრძნობ ჩემი სხეული დაიშალა და საგნებს ფერადი შემოახუნდათ, გარემოში კი განვიცდი უსახურსა და უსიამოვნო ხმაურს, ხოლო მომავალი ისეთი ბნელი და შეუსაბამოა როგორც დამსხვრეულ სარკეში ლანდი. ხანდახან მგონია მოვკვდი და საოცარი ისარის, რომ ჩემი ნაადრევი სიკდილის გამოცხადება აღაც შიშსა და აღაც სინანულს იწვევს ჩემში”   სიკვდილზე ბევრი  მწერალი გალობს. ერთხმად ყველა აღიარებს, რომ უსიკვდილოდ სიცოცხლეს აზრი არ აქვს, რომ დაუსრულებელი არაფერი არ არის კარგი.
მაინტერესებს ადამიანებს თუ შეგვიძლია ერთმანეთის ტკივილის გაზიარება? არ შეგვიძლია.. ჩვენ ვერ გვგრძნობთ მეგობრის ტკივილს ახლობელის გარდაცვალების დროს იქამდე, სანამ იგივეს ჩვენს თავზე არ გამოვცდით, შეიძლება ვამშვიდებთ , მაგრამ ეს გაგებას არ ნიშნავს.

ამ პოსტით  მინდა მეკითხა თქვენთვის გეშინიათ თუ არა სიკვდილის?
ჩაუხედავს თუ არა რომელიმე თქვენგანს სიკვდილისთვის თვალებში?
ავარიის დროს მგონი თითოეული ჩვენგანი განიცდის ამას .. ან თუნდაც სერიოზული ავარია არ მოხდეს.. მე გამომიცდია ეს . მანქანა მოდიოდა გვერდიდან ძალიან სწრაფად, ანუ გამოვარდა საიდანღაც და ჩვენ იძულებული გავხდით გადაგვეხვია გზიდან, ეს ისე უცებ მოხდა , რომ სისხლი გამეყინა. სიცივე ვიგრძენი და ერთადერთი ვინც გამახსენდა ღმერთი იყო, ღმერთი რომლისაც “მჯეროდა” ჩემი ჭკუით, ღმერთი , რომლის 10 მცნება ჯერ არავის დაუცვია. იმ წუთას , როცა მეგონა მოვკვდებოდი ერთადერთი იმედი ღმერთისთვის სიცოცხლის თხოვნა იყო, როცა გადავრჩი , მივხვდი რომ ღმერთმა შეისმინა ჩემი. იქნებ იმიტომ , რომ პატარა ვარ ჯერ და შანსი მომცა? დავფიქრდი და რატომ უნდა აესრულებინა მას ჩემი თხოვნა, როცა მე თვითონ არაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მის გზას გავყოლოდი, სიკეთის გზას, ეკლესიაში არ დავდიოდი, არ ვლოცულობდი, ეკლესიის გამოჩენისას პირჯვარს არ ვიწერდი. ნუთუ სიკვდილის შიში გვიბრუნებს ღვთის რწმენას? უცნაურია, მაგრამ ვუსურვებ არამორწმუნე ადამიანებს ამის გამოცდას…  ოდესმე გიგრძვნიათ შიში ჯოჯოხეთში მოხვედრისა? უმწეობა, რადგან ცოდვების გამოსწორებას ვერ ასწრებთ. მე ეს დამემართა ზუსტად, შემეშინდა, რომ ეკლესიაში არ დავდიოდი და ცოდვები მაწვა კისერზე ლოდივით, რომელიც ჩამიტანდა ჯოჯოხეთში და ვეღარაფერი მიშველიდა. დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა, უხერხულობა ვიგრძენი , რადგან ღმერთი ყველაფრის მიუხედავად დამეხმარა. ხანდახან როცა სიკვდილს ვნატრობ მრცხვენია, რადგან ღმერთის ბოძებულ საჩუქარზე უარს ვამბობ.. მაგრამ როცა ცუდად ვარ ვერ ვფიქრობ ამდენს და მინდა გავექცე ყველფერს, იმას ვერ ვხვდები , რომ სიკვდილმა უცებ მართლა  რომ მომაკითხოს, უარეს ადგილას მოვხვდები.  ყოველდღე ვგრძნობ ადამიანის უსუსურობას, როცა ტრანსპორტით ვმგზავრობ ყოველთვის წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ახლა უცებ ავარიაში მოვყვე და ჩემი სიცოცხლე 1 წამში დამთავრდეს, მერე წარმოვიდგენ რას იტყვიან ჩემი ახლობლები , მშობლები, რა დღეში იქნებიან. წარმოვიდგენ ჩემს თავს სიკვდილის წინ, უდარდელად რომ ვზივარ სკამზე “ნაუშნიკებით” ყურში და აზრზე არ ვარ რა მელოდება. ყოველივე ამის შემდეგ ისევ მადლიერების გრძნობა მიპყრობს და უახლოეს ეკლესიასთან ჩავდივარ, რათა ღმერთს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მოწყალებისთვის.

როცა ვიძინებ წარმოვიდგენ, რომ მეროე დილით შეიძლება ვეღარ გავიღვიძო ,როცა ვიღვიძებ ბედნიერებით ვივსები და მთელი დღე არ მყოფნის ახლობლების და მეგობრების მოსაკითხად. ხანდახან ვგრძნობ სიკვდილის სიახლოვეს და როცა ეს გამივლის ისევ მადლიერების გრძნობა…  არ ვიცი შეიძლება გავგიჟდი  :armjera:
ერთხელ სანთებელა ავანთე და ხელი მივუშვირე, რა თქმა უნდა ინსტიქტურად უკან გამოვწიე და ცხადად ვიგრძენი , რომ ჯოჯოხეთში ცეცხლს ვერსად ვერ გავექცეოდი, ვერ გავიწეოდი. ვიგრძენი რა საშინელება გველის ადამიანებს იქ თუ მოვხვდებით . თქვენ გიგრძვნიათ იგივე?   :armjera:

წყარო: ტვინი, ჩემი აზრებია, რომელიც მაწუხებს უკვე რამდენი ხანია  :armjera:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close