ითიგელოვი – უხრწნელი ბუდისტი ბერი

bbac91b47dd5

2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახალ გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა.

ამ ამბავმა რუსეთის მთელი პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი.

ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. ის ბურიატის(რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აიღო. 1911 წელს ის ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში და 1917 წლის 19 მარტს ის ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ.სტანისლავის ორდენით.

f2a5788e910c

პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო.

1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და თხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, რამდენიმე ბერი შეუერთდა მას და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს. 2002 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკი დაცანში. სხეული შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა და, რაც მთავარია, მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა ასეთი იყო: გვამი კარგადაა შემონახული, გახრწნისა და ლპობის არანაირი კვალი, მოქნილი კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა.

რამდენიმე თვის შემდეგ ითიგელოვის სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (ტემპერატურის, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ ისეა. როგორ – არავინ იცის.

a22cec59038e

ითიგელოვის ამბავი ერთადერთი დადასტურებული და ცნობილი შემთხვევაა, როცა ბუდისტის სხეული უხრწნელია.

მსგავსი ამბები

Back to top button