არქივი

უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარი თბილისში?

457e144eeb33

თითქოს მართლაც არსებობს თავშესაფარი , მაგრამ სინამდვილეში ….

შარშან, TV-ს საშუალებით ცნობილი გახდა ნუცუბიძის პლატოზე, უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის არსებობის შესახებ.

მოვინახულე ეს დაწესებულება და ჯიშიანი ძაღლების სიჭარბის გამო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი “პიტომნიკი”, ხოლო გატელევიზორების საშუალებით ვარაუდობდნენ სპონსორების მოზიდვას, რომლებიც ცხოველებს საკვებით უზრუნველყოფდნენ. ეს ხრიკი სავარაუდოდ მას შემდეგ მოუვიდათ აზრად, რაც ცნობილი გახდა რომ ქალბატონს, რომელიც 30 მდე ძაღლს თავისი ხარჯებით უვლის – უხვად ეხმარება ერთ–ერთი რძის პროდუქტების კომპანია.

წყარო: http://dedamitsa.blogspot.com/2008/03/blog-post.html

ანჟელიკა 2007 წლის აპრილიდან დაუკავშირდა საზოგადოებას. მას უზომოდ უყვარს ცხოველები და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოების თავშესაფარმა დღემდე გაძლო. ანჟელიკა და მისი მეუღლე დევიდ ბროუჩი, რომელიც ასევე საზოგადოების აქტიური წევრია, დიდ დახმარებას უწევენ თავშესაფარს. ანჟელიკამ და მისმა მეუღლემ თავშესაფრიდან აიყვანეს ძაღლი, სახელად როკი, რომელიც დღეს უკვე ა.შ.შ.-შია და თავს კარგად გრძნობს. ანჟელიკას თავდადებით ბევრი კეთილი საქმეა დაწყებული.

ცხოველების სიცოცხლეს ნაგავზე მეტი ფასი არ აქვს.

მოდით გავაუმჯობესოთ საქართველო!

ევროპაში ძალიან ცდილობენ ადამიანებს და ცხოველებს შორის ჰარმონიული, ფართოდ აღიარებული და გულისხმიერი ურთიერთობის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ეკონომიური და სოციალური პრობლემების გამო, ცხოველების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხი სრულიად უგულვებელყოფილია. შესაბამისი სამინისტროს მაღალ საფეხურზე მყოფი სახელმწიფო ჩინოვნიკის გადმოცემით, კანონის თვალში უსახლკარო ცხოველებსა და ნაგავს შორის ცოტაოდენი განსხვავებაა. ეს არ არის მხოლოდ უსახლკარო ცხოველების პრობლემა, ეს ქართველი ხალხის და მათი შინაური ცხოველების პრობლემაც არის, რადგან ქუჩაში მყოფ უპატრონო ცხოველებს ხალხისთვის დისკომფორტის შექმნა და მათი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება შეუძლიათ.

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) არის ერთ-ერთი საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს საქართველოს ცხოველებთან მოპყრობის სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებასთან შეთანხმებას. GSPSA–ს გააჩნია თავშესაფარი იმ უსახლკარო ძაღლებისათვის, რომლებსაც მოსახლეობის ნაწილი ცუდად ეპყრობა. ამჟამად, ფართის დეფიციტის და ფინანსური სიძნელეების გამო, ცხოველთა თავშესაფარს მხოლოდ შეზღუდული მასშტაბით შეუძლია შეიფაროს, გამოკვებოს და გაუწიოს ვეტერინარული, თუ სასწრაფო დახმარება უმწეო ცხოველებს. თავშესაფარი სთავაზობს მოსიყვარულე ოჯახებს ცხოველების აყვანას. GSPSA ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს სტერილიზაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და საერთოდ ცხოველის შესაფერის მოვლას.

მიუხედავად იმისა, რომ GSPSA -ს მიზნები დიდია, ხოლო მათი მიღწევის საშუალებები კი ჯერ ჯერობით შეზღუდულია. თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ მისი დახმარების გაწევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ გულისხმიერი ოჯახი გამოუძებნოთ თავშესაფარში მყოფ ერთ-ერთ ძაღლს, რითიც ადგილი გამოთავისუფლდება სხვა უსახლკარო ძაღლისათვის. მაგრამ, თუ ამის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, ერთ-ერთი ყველაზე უბრალო დახმარების გზა არის ძაღლებს მოუტანოთ საჭმლის ნარჩენები. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ მარაგის დისტრიბუციას ღარიბ ოჯახებში, რომლებსაც უჭირთ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შენახვა. წვლილის შეტანის კიდევ ერთი ადვილი გზა არის ძველი ტანსაცმლის, ან საბნების მოტანა, რაც დაგვეხმარება ზამთარში ძაღლების თბილად შენახვაში.

თუ გაგაჩნიათ ცოტა უფრო მეტი დრო და ფინანსები, არსებობს კიდევ სხვა უბრალო დახმარების სახეები. GSPSA იღებს ფულად შემოწირულობებს. მაგრამ თუ შენი ოჯახის კარის, ან საფულის გაღებას ვერ შეძლებ, შეგიძლია შენი გულის კარი გაუღო ცხოველებს, შეგიძლია ყურადღება მიაქციო ერთ, ან ერთზე მეტ ძაღლს, მაგალითად ეთამაშო, მოეფერო ან გაასეირნო ის, რაც შენი და ძაღლის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და ძაღლისთვის მოსიყვარულე ოჯახის პოვნის შანსს გაზრდის. ასევე შეგიძლია დახმარება სთხოვო ნაცნობ ვეტერინარს. მას შეუძლია გაანათლოს თავისი კლიენტურა, თავშესაფარში არსებულ ძაღლებს შემოწიროს სამედიცინო მედიკამენტები, ან გაუკეთოს სტერილიზაცია უფასოდ. დახმარების კიდევ ერთი საშუალებაა მისწერო მთავრობას და მიმოწერა აკონტროლო.
მაინტერესებს სად ჯანდაბაშია ეს თავშესაფარი და ვერ გავიგე. …


ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 1931 წელს დაწესდა ბუნების დამცველთა მიერ. ამ დღეს მსოფლიოს ცივილიზებული ყველა ქვეყანა აღნიშნავს. ბევრ ქვეყანაში 4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის მოთხოვნით აქციები იმართება.
წელს ეს დღე “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” წევრებმა ქალქის მერიასთან საპროტესტო აქციით აღნიშნეს. მერისთანდ 20-მდე ადამიანი იყო მისული ტრანსპარანტებით. აქციის ზოგიეთ მონაწილეს თავისი ძაღლიც ჰყავდა წამოყვანილი.აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი თბილისში მაწანწალა ძაღლების მასობრივად დაჭერასა და დახოცვას აპროტესტებდნენ და მერიისაგან ცხოველთა თავშესაფრის შექმნას ითხოვდნენ.

ასევე მოითხოვდნენ საქართველოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებასა და ცხოველთა დაცვის კუთხით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას. მათი თქმით, შპს “დებიუტი”, ანუ საქართველოს პირველი ვეტერინარული კლინიკა სასტიკი მეთოდებით უსწორდება ცხოველებს, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარვევა.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის თქმით, შპს “დებიუტს” 19 თვის განმავლობაში ოცდაათი ათასი ცხოველი ჰყავს განდგურებული და მერიისგან მილიონ ორასი ათასი ლარი აქვს აღებული.
“პირველი ვეტერინარული კლინიკა სასტიკი მეთოდებით უსწორდება ცხოველებს. პირველი დანაშაული არის ის, რომ ისინი ბავშვების თვალწინ კლავენ ცხოველებს. ჩვენ ვთხოვთ ქლაქის მერს შეწყვიტოს ასეთი სასტიკი მეთოდებით ცხოველთა განადგურება და საერთაშორისო კანონებით მოახდინოს ცხოველების დაცვა. ამისთვის კი საჭიროა ცხოველთა თავშესაფარის შექმნა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბარში წიქორიძე.

წიქორიძემ ამავე მოთხოვნით ქალაქის მერს ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ არ დაუშვან ამ “კონტრაქტორი ძაღმკვლელი ორგანიზაციის ძაღლდამჭერი ბრიგადების გამოსვლა ქალაქში და ცხოველთა დაჭერა-განადგურება”.
წიქორიძე ასევე ამბობს, რომ ცხოველთა უფლების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოება “ვისპაც”, რომელმაც ქალქის მერიაში წერილიც კი გამოაგზავნა, თუმცა საპასუხოდ ქალაქის მერიიდან აუწყეს, რომ საქართველოში ამ მხრივ ვითარება კანონების დაცვით მიმდინარეობს. << აი საზიზღარი სიმართლე, აი ესაა. მთავრობას აწყობს ეს ორგანიზაცია, ზედმეტ ხარჯებს ერიდებიან და ჩვეულებრივმა ხალხმა როგორ ააშენოს ან შეინახოს თავშესაფარი?

გთავაზობთ 4 ოქტომბრის აქციის ფოტოებს

6c9f77bfefc7

cce756ddbac7

3f16a909b304

7929bb56b002

cf50e241eaeb

10 ადამიანით რა თქმა უნდა მერია აზრს არ შეიცვლის,  დავიჯერო ამდნეი  ადამიანია ვისაც ცხოველების დაცვა უნდა? ვაი , რომ ძალიან პატარა ვარ და ჩემით გაფართხალებაც არ შემიძლია, ფულსაც ვერ გადავურიცხავ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მშობლების ნებართვის გარეშე, 18 წლამდე ლოდინი კიდე გამაგიჟებს ალბათ : @
http://dedamitsa.blogspot.com/2008/11/2.html  < მოკლედ ამ საიტზე წავაწყდი საოცარ ხალხს, თუმცა კომენტარებიდან ვხვდები , რომ  აღარ შედიან საიტზე.  ამ ადამიანებმა მოაწყვეს  ღონისძიება, გამოკვებეს უპატრონო ცხოველები, თავისი სახსრებით და გაჩვენებთ ამ დღის ფოტოებს, წვიმაში :yes:

376eb1a2e4c7

016906ba38c9

502aaa1089e6

ამ სურათებზე გული დამეწვა, ეს იყო პატარა მცდელობა უბრალო ადამიანებისა, რა თქმა უნდა ეს ძაღლებს არ გადაარჩენდა, მაგრამ მცდელობა ხომ იყო? სულ ოდნავ მაინც ხომ შეუმსუბუქეს ცხოველებს მდგომარეობა, ბოლოსდაბოლოს ვინ იცის, თითოეულ მათგანს არასდროს უგრძვნია სითბო ადამიანებისგან, და ამ ახალგაზრდებისგან მიცემული სითბო მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ  :  (

მინდა ამ პოსტით ძალიან გთხოვოთ , თუ ვინმემ იცით ძაღლების თავშესაფარი (ნამდვილი) და არა ჯიშიანი ძაღლების “თავშესაფარი”  მითხარით რა. მართალია პატარა ვარ ჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შევძლებ რამით დავეხმარო. თქვენც მოგიწოდებთ , რომ ბოლო მოეღოს ამ სისაზიზღრეს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ძაღლად, უწყინარ ძაღლად. წარმოიდგინეთ ყოველდღე გაგრძნობინებენ, რომ შენი არსებობით ხელს უშლი ყველას და ბოლოს მოვა ვიღაც პირუტყვი და წამებით მოგკლავს, არადა ის ადამიანად ითვლება და შენ ცხოველად : ( ვისაც  არ უჭირს, იმისთვის რაა 1 ნაჭერი პური? ან  თუნდაც 1  კილო პედიგრი რომ იყიდოს და გადაუყაროს ხოლმე უპატრონო ძაღლებს, ყველამ  რომ ასე გავაკეთოთ, რამდენ ძაღლს შეუმსუბუქდება მდგომარეობა, ყველამ რომ ამოვიღოთ ხმა, იქნებ მიაღწიოს მერიამდე. თუ დავინახავთ ძაღლების დაჭერის ფაქტს, ხმის ამოღება  კი არ დაგვაქცევს ! მითუმეტეს, რომ შეიძლება ასე ძაღლის გადარჩენა, ემც გადამირჩენია და ბევრი მინახავს კიდე, ეს პირუტყვები რომ შეუჩერებიათ. ჰოდა გთხოვთ, განსაკუთრებით დიდებს, ვისაც გეცოდებათ ეს უმწეო ცხოველები, რითიც შეგიძლიათ, თუნდაც იმ 1 ნაჭერი პურით დაეხმარეთ… თუ იცით თავშესაფრის მდებარეობა ან სხვა რაიმე ინფორმაცია მითხარით ; (

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button