საკითხავისასარგებლო

სინემატოგრაფია (საკონკურსო)

8ce68ad0c0f7

კინო ხალხს თავდაპირველად ტექნიკურ საოცრებად მოევლინა.

ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა ან საოჯახო ალბომში იყო ჩაკრული – ამოძრავდა. ეს სასწაული, ანუ გაცოცხლებული ფოტოგრაფია მაყურებელს პირველად წარმოუდგინეს ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა, 1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზში კაპუცინების ბულვარზე მდებარე “გრან კაფეს” ფეშენებელურ საბილიარდოში, რომელსაც “ინდური სალონი” ეწეოდებოდა.
თითოეული დოკუმენტური სიუჟეტის ფირის სიგრძე 17 მეტრი იყო და ჩვენების ხანგრძლივოდა ერთ წუთს არ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ კინოს დაბადების დღედ პირველი კომერციული ჩვენება მიიჩნიეს, ის დღე, როცა ბიულეთიანმა მაყურებელმა ნახა ლუმიერების მიერ წარმოდგენილი ერთწუთიანი ნამცეცა კინოსურათები. მასიურმა მაყურებელმა განაპირობა ლუმიერების სინემატოგრაფიის მსოფლიო აღიარება. საჩქაროდ დამზადდა 200 ადვილად გადასაადგილებელი კინოაპარატი, რომელიც გადამღებ და აგრეთვე საპროექტო მექანიკურ ყუთსაც წარმოადგენდა.

სენემატოგრაფიას ტაშს უკრავდნენ ევროპის გვირგვინოსნები. მათი აპლოდისმენტები კი მათთვის რეკლამა იყო. პირველი ჩვენება რუსეთში 1896 წლის 15 ნოემბერს გაიმართა. იქიდან საქართველოში შემოსვლას ერთი თვეც კი არ დასჭირდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი დოკუმენტური სიუჟეტები : “ლუმიერების ქარხნიდან გამოსვლა,” “მატარებლის შემოსვლა სადგურ დელასიოტაში,” “ბავშვის საუზმე,” “გაწუწული მებაღე.” ისინი 12 წუთს გრძელდებოდა. მოძრავი პოტოგრაფიის ხილვით განცვიფებული ხალხი თვალს არ უჯერებდა, ხშირად თავზარი ეცემოდათ. განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა ფილმი “მატარებლის შემოსვლა”. კინოს ისტორიკოსთა აზრით სპეციფიკური მონაცემები ყველაზე თვალსაჩინოდ ‘მატარებლის შემოსვლაშია.” მეტად პოპულარული იყო ლუმიერების საოჯახო ქრონიკები. განსაკუთრებული წარტამტება ქონდა ფილმს “ბავშვის საუზმე.” ასევე აღსანიშნავია “ლუმიერების ქარხნიდან გამოსვლა,” რომელმაც რეკლამა გაუკეთა საწარმოს, რის შედეგადაც ფაბრიკის ნაწარმი ადვილად საღდებოდა.

ლუი ლუმიერი (მთავარი გამომგონებელი) ქრონიკის პირველი ოპერატორია.ჯერ კდიევ 1895 წელს მან ფოტოგრაფების კონგრესის მონაწილენი გადაიგო. ეს ფირი ერთ დღე-ღამეში იქნა გამჟღავნებული და კონგრესის მონაწილეთათვის ნაჩვენები. ფირის გაშვების დროს ეკრანს მიღმა დამალული ქალაქია მერი გამოსახულებას ახმოვანებდა. ეს იყო კიდევ ერთი ხმა ხმოვანი კინოს ჩასახვისა. ლუმიერების ფილმებში მონაწილეობდნენ : მისი ნათესავები, ფაბიკის მუშაკები, ქუჩაში თუ სადგურში შემხვედრი მგზავრები. მათი ფილმების მოქმედი პირები ტიპაჟებია, რაც აგრეთვე კინოს სპეციფიკის ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა. ისინი სრულიად არ ფიქრობდნენ კინოს სპეციფიკის შექმნაზე, რადგან ისინი იყვნენ მეწარმეები და არა მხატვრული წარმოსახვით გატაცებული ადამიანები. ამიტომ იყო, რომ სინემატოგრაფიის წარმატება წელიწადნახევარს გასტანა. სინემატოგრაფიისადმი ინტერესი საბოლოოდ დიდმა ხანდძარმა მოსპო. ყოველწელს პარიზში საქველმოქმედო ბაზრობა იმართებოდა. 1897 წლის მაისში, ელისეის მინდვერბზე ააშენეს სპეციალური პავილიონი, მოაწყვეს კინოდარბაზი. მაშინ, საფრანგეთში, ელექტრონს ჯერ ფართო გამოყენება არ ქონდა და დარბაზი ეთერის გაზით ნათდებოდა. საღამო ხანს, ყველაზე ხალხმრავალ კინოსეანსზე ეთერის ნათურა ჩაქრა. გამოუცდელმა კინომექანიკოსმა პატრუქი გახსნა და ანთებული ასანთი გახურებულ ნათურასთან მიიტანა, იქ კი დიდი წნევის ქვეშ მოქცეული ეთერის ორთქლი უწყვეტად მოედინებოდა, ამოვარდნილი ცეცხლი უცბად მოედო პავილიონს. რამდენიმე წუთში მთელი ბაზრობა ცეცხლმა მოიცვა. დაიწვა ბევრი ადამიანი. ამაში კი კინოს სდებდნენ ბრალს. 1897 წლის დასასრულს კინოდარბაზები დაცარიელდა.

ლუმიერების სინემატოგრაფია უპირველეს ყოვლისა ტექნიკი მონაპოვარია. ტექნიკურმა საშუალებამ წინ წამოსწია კინოს სპეციფიკური მინიშნება მოძრავი სხეულების თვისებებზე: შორი ხედი, საერთო ხედი, ახლო ხედი. შემდგომ აპარატი ამოძრავდა.

სენემატოგრაფიის ადვილად გადასაადგილებელი ყუთები ხელს უწყობდა კინოს გავრცელებას უშორეს გეოგრაფიულ მანძილებზე, დედამიწის სხვადასხვა მატერიკზე. მაგრამ ტექნიკა რაც გინდა გენიალური გამოგონება იყოს, ამს ხელოვნების შეცვლა არ შეუძლია. კინოს არამარტო ტექნიკოსი და მეწარმე, არამედ ხელოვანიც სჭირდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელებდა იგი სიცოცხლეს. საჭირო იყო ხალხის ეკრანთან მიზიდვა. კინოს აღორძინების ამ მისიას სანიმუშოდ გაართვა თავი ჟორჟ მელიესმა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close