გამოგონებასაკითხავი

ილუზიის შექმნის ხელოვნება და მისი მასტერი (საკონკურსო)

მინდა წარმოგიდგინოთ ხელოვნების ერთი საინტერესო დარგი

ნატიურმორტი ასახავს უძრავ საგნებს: ყვავილებს, ხილს, მუსიკალურ საკრავებს და სხვა ნებისმიერ საგანს რომლის დახატვასაც ავტორი მოისურვებს.XIX საუკუნის ბოლომდე თითქმის ყველა ნატურმორტის ავტორის მიზარი იყო მიეღწიათ მაქსიმალური რეალობისთვის . ცოტა ხანში მხატვრები ამ მხრივ ძალია დახელოვნდნენ.

ნატიურმორტის დახატვა ძალიან რთულია. მხატვარმა ჯერ საინტერესო და მიმზიდველი კომპოზიცია უნდა ააგოს, თანაც ისე რომ  ყველაფერი – განათებაც და ტექსტურაც – მაქსიმალურად ერალკური იყოს. ყველაზე რეალისტური ნატიურმორტები ცნობილია ”ტრომპ ლ’ეის” სახელით, რაც ფრანგულად თვალის მოტყუებას ნიშნავს. ეს სურათები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან თითქოს ჩვე წინ რეალური საგნები იდოს და არა სურათის ბრტყელი ზედაპირი. თუმცა ამის მიუხედავად მეცხრამეტე საუკუნებდე კრიტიკოსები ნატურმორტებს არ სწყალობდნენ. მათ მხოლოდ ოსტატობის ასამაღლებელ საშუალებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მათი შექმნა ახატვრისგან არც ფანტაზიის უნარს და არც აზროვნებას არ მოითხოვდენ.

ვილიამ მაიკლ ჰარნეტი ”ძველი მოდელები” (1892). ტრომპ ლ’ეის ტიპის ეს სურათი მნახველს აფიქრებინებს, რომ სურათს კი არა, ნამდვილ თაროს უყურებს

ვილიამ ჰარნეტი დაიბადა 1848 წლის 10 აგვისტოს

ბვშვობაში იგი ჩამოიყვანეს ფილადელფიაში სადაც იგი მოგვიანებით შევიდა პენსილვანიის სამხატვრო აკადემიაში მან იქ რამოდენიმე წელი ისწავლა და შემდგომ გაემგზავრა ევროპაში სადაც მან მოიარა ფრანკფურტი მიუნჰენი ლონდონი და ბოლოს პარიზი სადაც თავისი ყველაზე ცნობილი სახატი ”ნადირობის მერე” დახატა. 1886 წელს დაბრუნდა ამერიკაში და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა 1889 წელს ევროპაში ამის მერე იგი არ წასულა ამერიკიდან და იქვე გარდაიცვალა.

ნადირობის შემდეგ

მისი ნახატების საყვარელი საგნები იყო იარაღები (”ერთგული კოლტი” 1890)

და მუსიკალური ინსტრუმენტები (”ძველი ვიოლინო” 1886 ”ძველი მოდელები”1892)

ასევე წიგნები…

მინდა ასევე წარმოგიდგინოთ თანამედროვე ტრომპ ლ’ეის შედევრები:

წყარო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნი მხატვრობა ასევე www.britannica.com და ცოტა რამ en.wikipedia.org დან
თქვენთვის თარგმნა იწვალა და გადაწერა კუბიკმა იმედია მოგეწონებათ

თეგები

KuB1k1

miyvars ping pongi piliardi da cxovreba

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close