გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (6 ნაწილი)

656047295bdb
მიუნხენის ბაიერნი – ცნობილი გერმანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მიუნხენიდან. მიუნხენის ბაიერნი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია ფეხბურთის ისტორიაში. მიუნხენის ბაიერნი დაარსდა 1900 წელს. კლუბის პრეზიდენტია ული ჰიონესი ხოლო მწვრთნელი ჟოსეპ გვარდიოლა 2012-2013 წლების ბუნდესლიგაში ბაიერნმა 1 ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში ხელბურთში კალათბურთში  ტანვარჯიშში ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში. ბაიერნს მოპოვებული აქვს 4 ჩემპიონთა ლიგის თასი და თამამად შეიძლება ითქვას რომ იგი ძალიან პოპულალური და ერთ-ერთი ძლიერი გუნდია ევროპაში და მსოფლიოში.


597d76359be5
ბორუსია დორტმუნდი – გერმანული საფეხბურთო კლუბი დორტმუნდიდან. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი. კლუბის პრეზიდენტია რეინჰარდ რაუბალი მწვრთნელია იურგენ კლოპი ხოლო კაპიტანია მატს ჰუმელსი აღსანიშნავია ისიც რომ ეს სამივე ადამიანი გერმანელია. 2013-2014 წლების ბუნდესლიგაში დორტმუნდმა 2 ადგილი დაიკავა. დორტმუნდის ბორუსია დაარსებულია 1909 წელს 19 დეკემბერს. ბორუსია გერმანიის მრავალგზის ჩემპიონია ასევე არის თასების მფლობელთა თასის მფლობელი და  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
b64502f05757
ბორუსია მენხენგლადბახი – გერმანული საფეხბურთო კლუბი. კლუბის ზედმეტსახელია კვიცები. ბორუსია მენხენგლადბახი-ს პრეზიდენტია როლფ კონიგსი მწვრთნელია ლუსიენ ფავრი ხოლო კაპიტანია ფილიპ დემსი. 2013-2014 წლის ბუნდესლიგაში კლუბმა 8 ადგილი დაიკავა მაგრამ ამ ეტპაზე 2015 წლის სეზონში იგი საკმაოდ კარგად გამოიყურება და ამჟამად 4 ადგილზეა ბოლო 5 თამაშიდან კი მას 4 მოგება და 1 ფრე აქვს რაც ძალიან კარგი შედეგია. იგი 54 ქულით 5 ადგილზეა მაგრამ ასევე მასთან ერთად 54 ქულა აქვს ლევერკუზენს. რომელსაც 5 თამაშიდან 5-ვე მოგებული აქვს.
115b18898470
ვიტესი – ერთ-ერთი ძალიან წარმატებული გუნდი ჰოლანდიაში ერედივიზიონში. ვიტესის პრეზიდენტია ქართველი მერაბ ჟორდანია მწვრთნელია ჰოლანდიელი პეტერ ბოსი ხოლო კაპიტანია ასევე ქართველი გურამ კაშია. გუნდი ასპარეზობს ერედივიზიაში სადაც 2013-2014 წლების სეზონში 6 აგილი მოიპოვა. ვიტესი გაკოტრების პირას იყო 2003 წელს როდესაც გუნდს ბანკროტი ემუქრებოდა დროულად ჩაერია არნემის საბჭო და გამოყო თანხა ვიტესის გადარჩენისათვის.

Back to top button