გართობა

მოოქროვილი ლიმუზინები -Gold-Wrapped Limos

963e98f15804

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.

05f7c0c51283

კანის წლევანდელი კინოფესტივალის ნომინანტი ფილმები გამოქვეყნდა: წელს კანში დაბრუნდნენ მიხაელ ჰანე¬კე, კენ ლოუჩი, აბას კიაროსტამი.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი იქნება. წელს კანი უეს ანდერსონის ფილმით Moonrise Kingdom გაიხსნება და კლოდ მილერის Therese D დაიხურება.

ოქროს პალმის რტო გადაეცა მაიკლ ჰანეკეს ფილმისთვის “AMOUR”(Love)
წლევანდელი გამარჯვებული ფესტივალის ერთ–ერთი მთავარი ფავორიტი, ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმი “სიყვარული” გახდა.
“ძალიან დიდი მადლობა ჩემს მსახიობებს, ვინც ეს ფილმი შექმნა. ეს მათი ფილმია”– განაცხადა სცენაზე პრიზის ასაღეებად ასულმა რეჟისორმა. მიხაელ ჰანეკეს ბოლო ნამუშევარი მოხუცი ცოლ–ქმრის სიყვარულის ამბავს გვიყვება, სადაც მთავარ როლებს 80 გადაცილებული მსახიობები : ემანუელ რივა ( “ხიროსიმა ჩემი სიყვარული”) და ჟან ლუი ტრენტინიანი ( “კომფორმისტი”, ” ქალი და მამაკაცი”) თამაშობენ. ჰანეკემ მართლაც გადაიღო ფილმი დიდ სიყვარულზე – გვიამბო მოხუც მუსიკოსზე, 82 წლის ჟან-ლუი ტრენტინიანის შესრულებით, რომელიც ცდილობს სიცოცხლე შეუნარჩუნოს თავის პარალიზებულ მეუღლეს, ასევე მუსიკოსს. ბოლო წუთამდე იბრძვის ამისათვის – არ გადაჰყავს საავადმყოფოში, რადგან უფრთხილდება მეუღლესთან ცხოვრების ყოველ წამს – აჭმევს, წიგნებს უკითხავს, ურეცხავს და აბანავებს…
ნახეთ ვიდეო…

963e98f15804
ფესტივალის გრანპრი იტალიელმა მათეო გარონემ აიღო ფილმისთვის “რეალობა” REALITY , რომელიც რეალითი შოუებისა და ცნობილი ადმინების თემას ეხება.
ნახეთ ვიდეო…

7bf59fbeb41c
წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სიმბოლო მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო მერლინ მონრო იყო, რომელიც დაიღუა 36 წლის ასაკში ლოს-ანჟელესში. ამის შესახებ განცხადება ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საქმე ისაა, რომ 2012 წლის აგვისტოში მსახიობის გარდაცვალებიდან 50 წელი სრულდება.
მერლინ მონროს კაბა რომელიც მას ეცვა კინოში ”შვიდი წლის თავზე” ბევერლი ჰილზზე აუქციონზე გაიყიდა 4,6 მილიონ დოლარად. ეს ის აფრიალებული კაბაა რომლის გასწორებასაც მერლინ მონრო ამ ფილმის ერთ-ერთ სიუჟეტში ცდილობს… ეს მომენტი კინომატოგრაფიაში ნამდვილ კლასიცად იქცა.. ზოგი ამბობს იმასაც რომ არ მომენტმა იგი ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქალად აქცია :))) წელს კი მერლინ მონრო 85 წლის გახდებოდა…
21ba404712d6
კანის კინოფესტივალისთვის, „მერსედეს-ბენცმა” და მისმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა სუბ-ბრენდმა AMG-მ მოოქროვილი ლიმუზინების მთელი კოლონა მოამზადეს.
გერმანული კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილები, ოქროს პალმის რტოს 165-ე დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამ მანქანებით, ფესტივალის საპატიო სტუმრებს ემსახურებოდნენ.
შტუტგარტელებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რას უპირებენ ამ ავტომობილებს მას შემდეგ, ფესტივალის შემდეგ. არაა გამორიცხული, რომ მათ უკვე ჰყავთ მყიდველი – ადვილი მოსაზებნია მოოქროვილი ავტომობილების მყიდველი ახლო აღმოსავლეთში . თუმცა, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ ამ ავტომობილებს აუქციონზე გამოიტანენ და მიღებულ შემოსავალს საქველმოქმედო მიზნებს მოახმარენ.
სხვათა შორის, კანის ფესტივალზე „მერსედესის” და AMG-ს აქტივობა მხოლოდ მოოქროვილი ავტომობილებით არ შემოიფარგლება. ფესტივალის დღეებში, ორივე კომპანია, კანში მყოფ შეძლებულ ადამიანებს, AMG-ს ავტომობილების ერთდღიან ტესტდრაივებს სთავაზობენ.

25efb4881752

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button