ქართული ვაზი და ღვინო
ალადასტური _ ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საკმაოდ უხვმოსავლიანი და ტკბილი. მისგან მზადდება სასიამოვნო გემოს მქონე სურნელოვანი ღვინო.
ალექსანდროული _ ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. ძირითადად გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში. მისგან მზადდება ცნობილი რაჭული ღვინო `ხვანჭკარა“, ასევე მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოები. თვით ყურძნის საუკეთესო თვისებათაგანია მაღალშაქრიანობა (26-28%-მდე) და ნორმალური მჟავიანობა, რაც ღვინოებს შესაბამისად ჰარმონიულობას, სიხალისესა და მიმზიდველ სურნელს მატებს.
კრახუნა _ ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა. ყურძნის შაქრიანობა 21-23%-ს აღწევს.
ქინძმარაული _ მუქი ბროწეულის ფერი ქართული ღვინო. გამოირჩევა არაჩვეულებრივი არომატითა და ჰარმონიულობით, მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნიდან ყვარლის რაიონის სოფელ ქინძმარაულის ტერიტორიაზე. სპირტიანობა 10,5-12-ია, შაქრიანობა კი 5-7 პრობილია. არის საკმაოდ ექსტრაქტული, მარგებელი და სამკურენალო დანიშნულების თვისებებით დაჯილდოებული.