საკითხავისასარგებლოსურათები

საფრთხის მოლოდინში

b5c677eca97b
შიშისგან გაშეშებული
როცა ოპოსუმს ძალიან ეშინია ის თავს იმკვდარუნებს. იგი წვება, ენას გადმოაგდებს, შეშდება და თითქმის არ სუნთქავს. ამას ისე დამაჯერებლად აკეთებს, რომ მტაცებელი, მაგალითად მელა ან ძაღლი, მას აღარ ეხება. მტაცებელი მაშინაც კი ტყუვდება, როცა თავის მომკვდარუნებამდე რამდენიმე წამით ადრე ოპოსუმი ჩვეულებრივად მოძრაობდა. თუ საჭიროა, ოპოსუმს შეუძლია ოთხი საათიც განუძრევლად იწვეს.

9d493b2b5386


ცვალებადი რვაფეხა

იმიტატორი რვაფეხა ახლადაღმოჩენილი ცხოველია, რომელსაც რამდენიმე სხვა ცხოველის სახის მიღება შეუძლია, რითაც მტაცებლებს აფრთხობს. ამას იგი ფეხებისა და სხეულის ფორმისა და განლაგების ცვილებებით ახერხებს.
იმიტატორ რვაფეხას შეუძლია შხამიან კამბალას, საშინელ ლომთევზას ან ძალიან შხამიან ზღვის გველსაც კი დაემსგავსოს.

590efd570b7d

ფოთლების გაუჩინარება

მიმოზა ბალახიჭამიებს განსაკუთრებული ხერხით უმკლავდება. როცა საფრთხეს გრძნობს, თავის წვნიან ფოთლებს კცევას, რათა ცხოველმა მის მიმართ ინტერესი დაკარგოს და არ შეჭამოს. თუ ცხოველი არ მოტყუვდა, მცენარე მას წვეტიან ეკლებს უშვერს.

2feb53ea9f7d

კუდი – ზამბარა

კოლენბოლა მიკროსკოპული არსებაა, რომელიც ანტარქტიდის ყინვას უძლებს. იგი ისეთ ადგილასაცაა გავრცელებული, სადაც ნიადაგი ყინულით არაა დაფარული. კოლენბოლაზე პატარა ტკიპები ნადირობენ. თუმცა კოლენბოლა მათ ადვილად უმკლავდება. ის თავის კუდს ზამბარასავით იყენებს და სწრაფად ეცლება საფრთხეს.

e892f143d6e2

ცოცხალი გორგალი

მოჯავეს უდაბნოს ქვიშის დიუნებში მცხოვრები ბორბალა ობობა ქვიშიან დაღმართებს მტაცებლისგან გასაქცევად იყენებს. საფრთხეს იგრძნობს თუ არა, იგი გორგლად იქცევა და დიუნის კალთაზე გორდება, თანაც გაცილებით უფრო სწრაფად ვიდრე მისი მტერი. გორგალივით დახვეული ობობა ქვიშაში უხილავი ხდება.

fe1f6147e76b

ჩიბუხას ზოლები

მამალი ჩიბუხას სხეული ზოლებითაა დაფარული, რაც მას ჭაობიან გარემოსთან შეხამებაში იყენებს. თუ ჩიბუხა საფრთხეშია, ჯერ აფრინდება, მერე კი მკვეთრად ეშვება ბალახებში. შემდეგ მიწას ეკვრის და უძრავად რჩება, სანამ ხიფათი არ გადაივლის. ჩიბუხა ზოლების მიმართულებას ბალახების მიმართულებას ამთხვევს.

c26e1cac2802

სისხლის ნაკადი

როდესაც გომბეშოსებრი ხვლიკი ხიფათს გრძნობს, ის ბრყელდება, რათა საკუთარი ჩრდილი შეამციროს და უძრავი ხდება. შეუძლია სწრაფად გაირბინოს მოკლე მანძილი, შემდეგ კი უეცრად გაჩერედეს, თითქოს გაქრაო. თუ ამანც არ უშველა, თვალიდან სისხლის ნაკადს ამოსტყორცნის, რომელიც ისე ყარს, რომ მტაცებელი, მაგალითად, მელა ან კოიოტი, სასწრაფოდ გარბის იმ ადგილიდან. ამ დროს ხვლიკი ზოგჯერ თავისი სისხლის მესამედს კარგავს.

3d4e7beebab1

დაცვითი ტაქტიკა

ქიცვებით დაფარული ავსტრალიური მოლოქი გემრიელი სულაც არ ჩანს, მაგრამ დიდი ფრინველები მას მაინც ეტანებიან. ეკლების გარდა, მოლოქს თავის დაცვა კიდევ რამდენიმე ხერხით შეუძლია: როდესაც მოლოქი საფრთხეშია ანდა გაცივებლია და სწრაფი სირბილი არ შეუძლია, ფერმკრთალდება, რათა გარემოს უკეთ შეეხამოს. მოლოქი მტაცებლის დანახვაზე დიდძალ ჰაერს ჩაისუნთქავს და იბერება, რომ მისი გადაყლაპვა ვერ შეძლონ. ზოგჯერ მოლოქი მტაცებელს ზურგზე ამოზრდილ რქას უშვერს და აბნევს.

ძნელად გადასაყლაპი

არმადილი ხვლიკი თავის დასაცავად სხვადასხვა ხერხებს იყენებს: ხვლიკს შეუძლია თავისი კუდი კეტივით იხმაროს და თავდამსხმელს შეუტიოს. შეუძლია დამრგვალდეს და მტერს რქებით დაფარული ხერხემალი მიუშვიროს, რბილი მუცელი კი დამალოს. აგრეთვე შეუძლია შეიკუმშოს, კლდის ბზარში დაიმალოს და მტერს თავისი წვეტიანი რქები მიუშვიროს, რომ მისი გამოთრევა შეუძლებელი იყოს.

abf2f61d0c5e

კიტრის სიურპრიზი

ჰოლოთურიას ანუ ზღვის კიტრს სწრაფად ცურვა არ შეუძლია, მაგრამ თავს უჩვეულოდ იცავს. ის თავისშინაგან ორგანოებს ამოტყორცნის, რაც მტაცებელს აბნევს და დროებით აბრმავებს კიდეც. საოცარია, მაგრამ ზღვის კიტრი არ იღუპება და რამდენიმე კვირაში ახალი როგანოებიც ამოსდის.

67fb825c9137

მყრალი შხეფები

შავტანა ხოჭო თავს მყრალი სითხით იცავს. ის მიწას ეკვრის, უკანა ნაწილს ზევით სწევს და შხეფების გამოსატყორცნად ემზადება. აუტანელი სუნის გამო ხოჭოებს მრავალი ცხოველი ერიდება, მაგრამ ბუს, გომბეშოსა და სკუნსს ეს სუნი არ აშინებთ.

3845640418d6

”დავიმალე”

შეშინებული სირაქლემა თავს მიწაში ყოფს, რითიც ცდილობს, რომ შეუმჩნეველი გახდეს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ფრინველს მივუახლოვდებით, ის სასწრაფოდ გაიქცევა.

a124b79f4145

მსგავსი ამბები

Back to top button