არქივი

Bob Marley

eab66303eefc

ბობ მარლი (სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) დაიბადა 6 თებერვალს, 1945 წელს, იამაიკაში(გაირდაიცვალა 11 მაისს, 1981 წელს, მაიამიში) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.

ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა, ნორვალ მარლი, წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან იყო და მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებში. შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში პლანტაციის მეთვალყურედ სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, თვრამეტი წლის სედენა ბუკერი. ბობის დაბადების შემდეგ ნორვალს ძველმა ოჯახმა ცოლ-შვილი მიატოვებინა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მათ დახმარებას.

50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორ სხვა იამაიკელი ახალგზარდები, დედაქალაქში-კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ-ტრენჩტაუნში. იქ მან გაიცნო ნევილ ლივენგსტონი და ბანი. მალე გადადგა პიველი ნაბიჯები მუსიკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მარლიმ მუშაობა დაიწყო შემდუღებლად (”სვარჩიკად”), თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა. ამაში მას დახმარების ხელი გაუწოდა ცნობილმა იამაიკელმა მუსიკოსმა ჯო ჰიგსმა, რომელიც მას და ბონის უფასო ვოკალის გაკვეთილებს უტარებდა. ცოტა ხანში შედგა ნაცნობობა პიტერ მაკინტოშთან, რომელიც მომავალში, გახდა ცნობილი როგორც “პიტერ ტოში”

eab66303eefc

.სიცოცხლის ბოლო წლები

1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე. მან უარი განაცხადა ამპუტაციაზე, იმ მიზეზით, რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას.

მე არ დავუშვებ, რომ ადამიანი ნაწილებად დაშალონ

1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბაბვეში. ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში. მაგრამ ამერიკული ტურნე გადაიდო, როცა მარლის გული წაუვიდა ჰიუ-იორკის პარკში სირბილის დროს. ბობმა გაიარა მკურნალობის კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტ ჯოზეფ ისელსასთან, მაგრამ უშედეგოდ.
75144fffe253

1980 წლის 4 მაისს ქრიასტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე (”სამების წმინდა სინათლე”). შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით. ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები იამაიკაში გაეტარებიდა. იამაიკაში მიმავალი თვითფრინავი იძულებული გახდა მაიამიში ჩაფრენილიყო მომღერალის ჯანმრთელობის გაუარესობის გამო. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 1981 წლის 11 მაისს პალატაში გარდაიცვალა.

მან ბოლო სიტყვები შვილს უთხრა: “Money can’t buy life” (”ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი”). ბობ მარლი დასაფლავებულია იამაიკაში. საფლავში თან წაიღო გიტარა “Les Paul“, ფეხბურთის ბურთი, მარიხუანას ფუთა, ბიბლია და ბეჭედი, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდა.

213ed445c7d7 გიტარა(კი მიხვდით მარა მაინც) :D

00077d4d6b72

debef5c8265d ეს ბიბლია რომელიც საფლავში “წაიღო”

8ccee3de7caf ესეც ბეჭედი

ოჯახი

ბობ მარლის ყავს 13 შვილი: სამი პირველი ცოლი რიტასაგან, ორი თვითონ რიტას წინა ქმრისაგან, დანარჩენი რვა სხვადასხვა ქალებისაგან. შვილები: იმანი კაროლე, შარონ მარლი, სედელა მარლი, დავიდ “ზიგი” მარლი, სტეფენ მარლი, რობი მარლი, როან მარლი, კარენ მარლი, სტეფანი მარლი, ჯულიან მარლი, კი-მანი მარლი, დემიან მარლი, მაკედა მარლი

ჯილდოები

ორდენი “იამაიკის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის”

“მსოფლიო პრემია”

წყარო:www. eNews.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button