არქივი

ელვის პრესლის სიკვდილი

d65693114f84

ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ელვის პრესლი ძალიან იყო გატაცებული ნარკოტიკებით. მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე თავისი ექიმისგან 19 ათასი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო. 1981 წელს პრესლის ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკ–მუსიკოსი იმიტომ დაიღუპა, რომ გაუფრთხილებლობის გამო ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო.

მართლაც, ტოქსიკოლოგებმა, რომლებიც მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ მის შიგნეულს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მან 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის: ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი.

გოლდმანს ბევრმა მიანიშნა ან პირდაპირ უთხრა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა. ცხრა წლის შემდეგ გოლდმანი იგივე დასკვნამდე მივიდა: ელვის პრესლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გოლდმანს მრავალი ფაქტი მოჰყავს, რომელიც ამ ვერსიას ადასტურებს. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, თითქოსდა სინდისის ქენჯნისგან თავის გასანთავისუფლებლად, ელვისმა თავისთან ბილი სტენლი მიიწვია და თვალცრემლიანმა სთხოვა პატიება, იმისთვის, რომ ოდესღაც მისი მეუღლე აცდუნა.

924ece33bcc8

ბოლო დროს იგი მუდმივად საუბრობდა სიკვდილზე. როდესაც მან თავისი ბოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ნახა, სადაც აშკარად ჩანდა, თუ როგორ გასუქდა, პრესლიმ თქვა: “ახლა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ კუბოში კარგი სანახავი ვიქნები”. როდესაც მისი მორიგი საყვარლის, ჯინჯერ ოლდენის დედა გარდაიცვალა, მიცვალებულთან მდგომმა პრესლიმ თქვა: “ძალიან მალე მე მის ადგილას აღმოვჩნდები”.

იგი დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე მომღერალს დევიდ სტენლი ესტუმრა. ელვისი მას მოეხვია და აქვითინდა, ხოლო გამომშვიდობებისას ჩაილაპარაკა: “ყველაფერი კარგად იქნება, დევიდ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მეტად ვეღარასოდეს გიხილავ. შემდეგი ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ზეცაში მოხდება”.

დევიდ სტენლი დარწმუნებულია, რომ სიკვდილზე ფიქრს პრესლის უძლიერებდა ორი ფაქტორი: საზოგადოების რეაქცია დასაბეჭდად გამზადებულ სკანდალურ წიგნზე, რომელშიც დაწვრილებით იყო საუბარი მის ყოფილ პირად მცველებზე და ახალი ტურნეს დროს თავისი თაყვანისმცემლების წინაშე წარდგომის აუცილებლობა.

აი, როგორ აღწერს პრესლის სიცოცხლის ბოლო დღეებს ალბერტ გოლდმანი.

* * *

თავისი სიცოცხლის ბოლო ღამეს ელვისმა “გეისლენდი” დაახლოებით 11 საათზე დატოვა, რათა კბილის ექიმს სწვევოდა. შესაძლოა, სწორედ მან მისცა კოდეინი, რომელიც სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს ელვისის შიგნეულში, თუმცა მის ჩვეულებრივ “მენიუში” არ შედიოდა ნარკოტიკები? არავის ძალუძს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა.

1977 წლის 16 აგვისტოს გამთენიისას ელვისი თავის აპარტამენტებში ჯინჯერთან განმარტოვდა. გარკვეული დროის შემდეგ მან რიკი (თავისი პირადი მცველი) ადგილობრივ აფთიაქში გაგზავნა დილადიდის აბებისთვის, რომელიც ორნახევარჯერ აღემატებოდა თავისი ეფექტურობით სუფთა ჰეროინს. წამალზე რეცეპტი ექიმ ნიკოპულოსის გამოწერილი იყო.

რიკი ყვება, რომ როდესაც დაბრუნდა, ელვისს ხელში ეჭირა თავისი ყოფილი პირადი მცველების ხელნაწერი წიგნი და ძალიან იყო აღელვებული. “როგორ მიიღებენ ამ სისაძაგლეს ჩემი თაყვანისმცემლები? რას იფიქრებს ლაიზა მარია თავის მამაზე?” – კითხულობდა იგი. ამაზე ფიქრით და საუბრით ქანცგამოცლილი ელვისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რიკი მუხლებზე დაჩოქილიყო და მასთან ერთად ელოცა. “მომიტევე ჩემი შეცოდებები, უფალო, – მხურვალედ ემუდარებოდა ელვისი, – ისე გააკეთე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ, თანაგრძნობით და გაგებით მოეკიდნენ იმას, რასაც მე ჩავდიოდი. ამინ”.

რატომღაც ელვისმა უარი თქვა პირველ “შეტევაზე”. რიკმა მას ყვითელი კონვერტი გადასცა, იმის ვარაუდით, რომ იგი აბებს მაშინ მიიღებდა, როდესაც ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ასე ადრეც მომხდარა. ოთახიდან გამოსვლისას რიკმა უჩვეულო ბრძანება მიიღო: “დევიდს უთხარი (მისი მორიგეობა შუადღეზე იწყებოდა), რომ ოთხ საათამდე არ შემაწუხოს”.

როდესაც რიკი დილის ოთხ საათზე დაბრუნდა და მეორე კონვერტი მოიტანა, ჯინჯერსა და ელვისს ჯერ კიდევ არ ეძინათ. მან ისევ უბრალოდ გადასცა ნარკოტიკები და გამოვიდა. მესამედ წამალი “გრეისლენდის” მმართველმა დელტა მაემ, ელვისის დეიდამ, მოიტანა. მან კონვერტი დატოვა და წავიდა.

ასეთი იყო ვითარება დილის 9 საათისთვის. ელვისმა სამი ყვითელი კონვერტი მიიღო. თითოეულში 11 აბი და 3 ნარკოტიკებით სავსე პლასტმასის ნემსი იდო. არავის შეუმჩნევია, რომ მას თუნდაც ერთი აბი მიეღო, ან ერთი ინექცია მაინც გაეკეთებინა.

854a565fbc6a

9 საათსა და 30 წუთზე ჯინჯერმა გაიღვიძა და დაინახა, რომ ელვისმა წიგნი აიღო და სააბაზანო ოთახისკენ გაემართა, სადაც მას კითხვისთვის მოსახერხებელი სავარძელი ედგა. “ძვირფასო, წავალ ცოტას წავიკითხავ”, – უთხრა მან. “კარგი, – უპასუხა ქალმა, – მხოლოდ არ ჩაგეძინოს”. მან გაუღიმა: “შეგიძლია მშვიდად იყო”.

ჯინჯერი იხსენებს, რომ 14 საათსა და 30 წუთზე მან საბოლოოდ გამოიღვიძა და ელვისის მოსაძებნად გაეშურა. იგი სააბაზანო ოთახში იატაკზე მოკრუნჩხული იწვა. მან მისი გაღვიძება ვერ მოახერხა და შეშინებულმა იმით, რომ ელვისს სახე სისხლის მოწოლისგან აჭარხალებული ჰქონდა, დახმარება ითხოვა. სწრაფად მოირბინეს ოჯახის წევრებმა, პირადმა მცველებმა. ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ ელვისის სიცოცხლისკენ შემობრუნებას.

დევიდმა გულდასმით დაათვალიერა ოთახი, რათა ნარკოტიკების მოხმარების რაიმე კვალი აღმოეჩინა. იატაკზე ეგდო სამი ცარიელი ყვითელი კონვერტი. დევიდმა ასევე აღმოაჩინა სამი თუ ოთხი აბი, რომლებიც სანახევროდ იყო დაცლილი (დანარჩენი საწოლთან იპოვნეს) და ექვსი ამპულა.

1e6d58b208e1

დევიდმა და რიკმა იმწამსვე წარმოიდგინეს, თუ რა მოხდა. იმის მაგივრად, რომ წამლები ჩვეული განრიგით მიეღო, ელვისმა მთელი ეს უზარმაზარი დოზა ერთად დალია და კოდეინის დიდი დოზაც დაამატა. ასეთ დატვირთვას ვერავინ გაუძლებდა, და ელვისმა ეს იცოდა.

დევიდისთვის ნათელი იყო, რომ ელვისმა თავი მოიკლა. იქვე სააბაზანო ოთახში დაიწყო ელვისის დაღუპვის მიზეზების გასაიდუმლოება. დევიდ სტენლი ჰყვება: “ყველაფერი, რასაც კი შეიძლება ეჩვენებინა, რომ ეს ყოფილა უბედური შემთხვევა, მოვაშორეთ. ელვისის ცხოვრება სიცრუით იყო აღსავსე, და მისი სიკვდილიც არ წარმოადგენდა გამონაკლისს”.

დროთა განმავლობაში სიცრუემ ძალა მოიკრიბა. როდესაც ექიმებმა ვერ მოახერხეს ელვისის გრძნობაზე მოყვანა, იგი “სასწრაფო დახმარების” მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აღელვებული ექიმი ნიკოპულოსი იმავე მანქანით მგზავრობდა.

შემდეგ მოვლენებს თვითმხილველები განსხვავებულად აღწერენ.

დევიდი ამბობს, რომ ელვისი ფოლადის მაგიდაზე შიშველი დაინახა, სხეულზე ეტყობოდა ჭრილობა, რომელიც ყელიდან მუცლის ქვედა ნაწილამდე აღწევდა.

ექიმი ერიკ მერჰიდი, რომელიც გაკვეთას ხელმძღვანელობდა, ამტკიცებს, რომ ასეთი სიგრძის ჭრილობა არ ყოფილა. მაგრამ დევიდი დაჟინებით ამტკიცებს, რომ დაინახა, თუ ექიმები როგორ აკეთებდნენ რაღაცას გაკვეთილი სხეულის შიგთავსში. მან მაშინ ისიც კი გაიფიქრა, რომ ისინი გულის პირდაპირ მასაჟს აკეთებდნენ. ექიმი მერჰიდი კი ამტკიცებს, რომ ვიღაცამ მოახერხა კუჭის შიგთავსის ამოღება, ხოლო მტკიცებულება, რომელიც თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა, სავარაუდოდ განადგურებული იყო.

* * *

დღეისთვის, ყველაფერი, რაც დარჩა, არის გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული დასკვნის 3–გვერდიანი ასლი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ადგილი გადახაზულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, კვლავ საიდუმლოდ რჩება

წყარო:www.join.ge

მსგავსი ამბები

Back to top button