გართობაკულტურა

20 საინტერესო ფაქტი სინგაპურის შესახებ

11496

1. სინგაპურის მოსახლეობა შეადგენს 6 მილიონს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი სიმბოლოა ქანდაკება, რომელსაც თევზის ტანი და ლომის თავი აქვს.
2. სინგაპური მცირე დროში ჭაობიანი მიყრუებული კუნძულიდან გარდაიქმნა ერთ-ერთ წამყვან პირველი კლასის ქვეყანად. ამ რეგიონში უამრავი კორპორაციაა საკუთარი ტექნიკური ცენტრებით, ბიოსამედიცინო აღჭურვილობებით და ა.შ.
3. სინგაპურსჰი 4 ოფიციალური ენაა:ინგლისური, მანდარინი(ჩინური დიალექტი, ჩინეთის ოფიციალური ენა), მალაიზიური და თამილი(Tamil). ენების ამგვარი სიმრავლე ასახავს ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას.
4. ადამიაბთა უმეტესობა სინგაპურში ინგლისურად საუბრობს. დამწყებ კლასებში მოსწავლეები განათლებას ინგლისურ ენაზე ღებულობენ. არის კლასები იმათთვისაც, ვისი მშობლიური ენაც მაგალითად ჩინურია, და ამ კლასებში ყველაფერი ჩინურად ისწავლება.
5. სინგაპურელების უმეტესი ნაწილი ამატებს “ლა”-ს წინადადების ბოლოს. მაგალითად: “okay-la”.
6. სინგაპური უაღრესად მწვანე ქალაქია ბაღებით, ხეებიტ და ტყეებით. დღევანდელი სახელწიფო პროგრამის მიხედვით ეს აქცევს სინგაპურს „ბაღებში ჩაფლულ ქალაქად“. ეს ქალაქი ასევე ძალიან სუფთაა გარკვეული წესების გამო.
7. ეს ქვეყანა 85 მილითაა დაშორებული ეკვატორიდან(137 კილომეტრით), ამიტომ ტემპერატურა აქ ყოველთვის მაღალია(თუმცა ტაილანდზე ცხელი არა). მათი სეზონებია ცხელი და მზიანი, და ასევე ცხელი და წვიმიანი. წვიმს ძირითადად ზამთარში და ძირითადად საკმაოდ ძლიერად.
8 ყველაზე დაბალი ტემპერატურა რაც ოდესმე დაფიქსირებულა სინგაპურში, იყო 68 ფარენჰაიტი(ანუ 20 გრადუსი ცელსიუსით) და ისიც 80 წლის წინ.
9. ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, სინგაპურს გააჩნია 6-ნიშნა საფოსტო ინდექსი.
10. სინგაპურს სხვაგვარად უწოდებენ „ჯარიმების ქალაქს“ იმის გამო, რომ დარღვევებზე დოლარის კურსით ძალიან მაღალი ჯარიმებია. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაჯარიმდეთ საზოგადოებრივი ტუალეტის „არ ჩარეცხვის“ გამო ან უბრალოდ ქუჩაში საღეჭი რეზინის უკულტუროდ და უხეშად ღეჭვის გამო.
11. სახელმწიფოს აქვს საკუთარი სამაჭანკლო განყოფილება, რომელსაც ჰქვია Social Development Unit (SDU). მას სხვაგვარად ხალხი უწოდებს-“მარტოსულები, სასოწარკვეთილები და მახინჯები”.
12. მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 85% ცხოვრობს სახელმწიფო საცხოვრებელ დაწესებულებებში და ამათგან 95%-ს აქვს საკუთარი ბინა. სახელმწიფო სახლებში ცხოვრება არ აღიქმება სიღარიბედ და რამდენიმე მათგანი 1 მილიონი დოლარიც კი ღირს.
13. ყველა, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, რომ ცხოვრების საფასური საკმაოდ ძვირია.
14. ოჯახების უმეტესობა ქირაობს შინამოსამსახურეს. ეს ძირითადად ფილიპინელი ქალია, რომელიც ოჯახის დიასახლისს ეხმარება დალაგებაში და მისი მომსახურება ძვირი არ ღირს.
15. ჩაქოლვა ან გაროზგვა სინგაპურში ერთ-ერთი გავრცელებული სასჯელია. ადამიანი შეიძლება ჯოხით ცემონ ან ქვები დაუშინონ მცირე შეურაცხყოფისთვის, როგორიცაა მაგალითად ვანდალიზმი და მცირე ქურდობა. სასჯელის დროს უნდა გღვიძავდეს და თუ ჩაგეძინება, ჩერდებიან სანამ არ გამოფხიზლდები. მხოლოდ ახალგაზრდა და ზრდასრულ მამაკაცებს ექცევიან ასე. სასჯელის დროს დასჯილი არ კვდება, უბრალოდ ამგვარად ტკივილს აყენებენ. (ჩემი აზრით წესრიგი მხოლოდ ამგვარი მკაცრი სასჯელებით მიიღწევა, მომწონს ასეთი რეჟიმი).
16. ჰომოსექსუალობა ისჯება და უკანონოა. თუმცა ნელ-ნელა ჰომოსექსუალებს ღებულობენ და მკაცრად აღარ სჯიან როგორც ეს ადრე იყო.
17. ჩანგის აეროპორტი ნამდვილი საპრიზო აეროპორტია და ასეთი რამ არასოდეს გინახავთ, მერწმუნეთ! მასში უზარმაზარი სავაჭრო ცენტრებია, სასადილო დარბაზები, რესტორნები და გასართობი ცენტრები. სანამ ელოდებით ფრენას, უფასოდ სარგებლობთ სათამაშო ოთახებით (რომლებშიც დგას სათამაშო აპარატები, ბილიარდის მაგიდები, კომპიუტერები და ა.შ.), კინოთეატრებით, ორქიდეის ბაღებით და სწრაფი Wi-Fi-თ. (ვაიმე რა მაგარია :0 )
18. მანქანების რაოდენობის შესამცირებლად სინგაპურში ასეთი კანონია. თუ მანქანის ყიდვა გინდათ, ჯერ ყიდულობთ უფლებას იმოძრაოთ მანქანით ქუჩებში(ფასი დამოკიდებულია მანქანის ზომაზე და წონაზე). მსუბუქ მანქანებზე ამგვარი გადასახადი აჭარბებს $50,000-ს. ეს დამატებაა მანქანის საფასურზე, რომელიც ადგილზე ძვირი ღირს, ხოლო მანქანის სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანისას განბაჟების თანხა მაინც გაუტოლებს მანქანის საბოლოო ფასს ადგილზე.
19. მანქანით მოძრაობის უფლების ვადა 10 წელია. ამის შემდეგ აზრი არ აქვს ვადის გაგრძელებას ძველ მანქანაზე, ამიტომ ყიდიან ძველ მანქანებს და ყიდულობენ ახალს, ახალი ნებართვით.
20. ყველაზე დიდი ორქიდეის ტროპიკული ბაღი სინგაპურშია.

ეს სტატია ვთარგმნე სანდო წყაროდან, ერთ-ერთი ჩინური საიტიდან, რომელიც იძლევა ინფორმაციას აზიის ქვეყნებზე, მათ კანონებზე, საინტერესო ფაქტებზე და ეთნოლოგიაზე. იმედია მოგეწონებათ ეს პოსტი. უზუსტობის პოვნის შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ და გადავამოწმებ ინფორმაციას კიდევ ერთხელ.

მსგავსი ამბები

Back to top button