არქივი

ზაზუნების მოვლა

24e8a59cad46
ვისაც გიყვართ ეს პაწუა, ვარდისფერ თათებიანი, ვარდისფერ ცხვირიანი და გამჭვირვალე ყურებიანი  არსებები, ან უბრალოდ გაინტერესებთ ისინი და მათი მოვლა , მობრძანდით  

ზაზუნა (hamster)  მინდვრის ცხოველია. ( და არა მინდვრის თაგვი)  “მის საკვებ რაციონს ხორბალი, შვრია, სიმინდი, ბარდა, მზესუმზირა და თხილი შეადგენს” ასე გვეუბნებიან გამყიდველები, თუმცა ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ზაზუნებს შეგიძლიათ აჭამოთ ყველაფერი ხორცის, თევზის და კომბოსტოს გარდა. ხორცი არ შეიძლება, მერე შეიძლება თითი მოგაჭამოთ  :lol2:  “ზაზუნები არ სვამენ წყალს” ტყუილია :yes:  მხოლოდ საქართველოში არ სვამენ, რადგან სჭირდებათ სპეციალური წყლის დასალევი მოწყობილობა

bd892d74c12d

36fd4d1e7c44

ამ მოწყობილობის საშუალებით ისინი სვამენ მხოლოდ რამოდენიმე წვეთს, დიდი რაოდენობით წყალი მართლაც არ შეიძლება და არც ზაზუნის დასველება  შეიძლება. ჩვეულებრივი ჭურჭელით არ დაუდგათ წყალი, ჩავარდება შიგ, ან ფეხს ჩაყოფს და მოგიკვდებათ.
ზოომაღაზიაში ნაყიდი ვიტამინები აუცილებელი თუ არა, საჭირო მაინცაა. უფრო ჯანმრთელი გაიზრდება და იმუნიტეტი გაუძლიერდება, რომელიც ასე სუსტი აქვთ ( 1 წვეთი წყალი ფილტვების ანთებას დამართებს)  ჰოდა საქართველოში ესეთი მოწყობილობა არ მინახია ჯერ, ამიტომ თქვენი ზაზუნიების კვების რაციონში უნდა შეიტანოთ ბოსტნეული და ხილი, ისინი ამ საჭმლის საშუალებით იკმაყოფილებენ წყლის მოთხოვნილებას. შეგიძლიათ 1 წვეთი წყალი თითზე დაიწვეთოთ და ისე დაალევინოთ .   სასურველია დღეში რამოდენიმეჯერ აჭამოთ სუფთა ( ანუ გარეცხილი) ხილი და ბოსტნეული. უმი არაფერი აჭამოთ.  მზესუმზირის გარჩევა არ დაიწყოთ, თავადაც მშვენივრად არჩევენ (საყვარლები  :( )

ახლა რაც შეეხება ზაზუნების ურთიერთობას ერთმანეთში და ჩვენთან :lol2: . თუ ზაზუნას ცხოვრების თანამგზავრს მიუყვანთ, მაშინ თქვენთან ურთიერთობაში პასიური გახდება, შეიძლება ცოტა აგრესიულიც კი :lol2:  თუმცა ამას დადებითი მხარეებიც აქვს, ცხოვრების მეგზურთან ერთად ზაზუკები უფრო ბედნიერები და ლაღები არიან, კმაყოფილებიც  :lol2: :lol2: (მიხვდით? )  თუ ცოლი/ქმარი დაეღუპა დეპრესიაში ჩავარდებიან და მოგიწევთ ახალი მეუღლის მოყვანა, რომელსაც დიდი შანსია ვეღარ შეეგუოს. ყველა ზაზუნას აქვს განსხვავებული ხასიათი :)

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ზაზუნია შინაბერა დატოვოთ, მოგიწევთ რაღაც-რაღაცეების გაკეთება :(  ყოველდღე უნდა მოეფეროთ და ეთამაშოთ, დღეში რამოდენიმეჯერ. სასურველია გაასეირნოთ ჰაერზე, ოღონდ ძირს არ დასვათ, მხოლოდ სკამებზე. ზაზუნებმა შიშიც იციან, ამიტომ უცხოებს არ დააჭერინოთ ხელში , შორიდან დატკბნენ მათი ცქერით :(  არის შემთხვევები , როცა ზაზუნა უცხოს სუნს გრძნობს, ეშინია და გული უსკდება. ძალიან სათუთად უნდა მოექცეთ, მათი გული ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს :cry:  ჭექა–ქუხილის დროს შეიყვანეთ აბაზანაში, ან ისეთ ადგილას , სადაც ხმა ნაკლებად მიაღწევს ზაზუნის პაწუკა ვარდისფერ ყურამდე.

ზაზუნის სახლის მოწყობის შესახებ მინდა გითხრათ, რომ სარბენი რგოლი აუცილებელი არ არის. როგორც კი ამინდები შეიცვლება და აგრილდება უნდა ჩაუდოთ ნაჭერი, ზამთარში კი რაც შეიძლება თბილი და ბევრი ნაჭერი. ზაზუკები ადვილად ცივდებიან. ზამთარში მათთვის უფრო კომფორტულია კარდონის ყუთები (ძალიან პატარასაც ნუ გამოიყენებთ) ზაზუნის სახლი საჭიროებს ყოველდღე დალაგებას, ისე , რომ ბინადარს არ შეეწინააღმდეგოთ არაფერში. მათ უყვართ სახლის დალაგება, შეიძლება ერთ კუთხეში საპირპარეშო მოაწყოს, თავის თეფშს საკუთარი ადგილი მიუჩინოს და ა.შ ( ჩემი ზაზუც ასე შვებოდა :( )

მოკლედ ეს იყო მცირე , მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია by me . ზაზუნის ყიდვას თუ გადაწყვეტთ იყიდეთ პატარა, რადგან დიდები დიდი შანსია ვერ მოიჩვიოთ და სულ ჭყიპინებდეს. მაღაზიაში შეიძლება შეეცადონ თქვენს მოტყუებას, პატარააო ესეო ისეო, მაგრამ პატარა ზაზუნები ზომით ძაალიან ცუნქლები არიან.
პატარები :
490a75dc9934
35fdd2553a73

დიდები:
95beb6dfb15d
cd46772f7776
a3d03c94cf25

p.s კინაღამ დამავიწყდა, საჭმელი რომ აღარ უნდათ , პირში იტენიან ხოლმე, ლოყებში და არ გეგონოთ ყველაფერი შეჭამა :lol2:
e69b5bdb1c36
ერთერთი ღორმუცელა :(

585d86458761
d239d6dc5298
24e8a59cad46

წყარო: ჩემი ტვინი, 3 წლიანი გამოცდილება ზაზუნების მოვლაში :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button