უცნაური

საქორწილო ტორტი

Image Hosted by ImageShack.us

საქორწილო ტორტის გამოცხობა ერთერთი უძველესი რიტუალია. ანტიკურ საბერძნეთში საქორწილოდ ამზადებდნენ არა ტორტს, არამედ პურის ბლითებს და მას კი არ ჭამდნენ, ახლდაქორწინებულებს ესროდნენ. ძალიან ხშირად ნეფეპატარძალი დალილავებული ტოვებდა საქორწილო სუფრას. დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ სახე იცვალა, შემდეგ პურს პატარძალს თავზე აფშვნიდნენ, სიძეს კი ცოლის თმიდან ნამცეცები უნდა ამოეკრიფა დაშეეჭამა.

ბევრ ქვეყანაში საქორწილო პურთან განსაკუთრებული ცერემონია იყო დაკავშირებული. ჩრდილოეთ შოტლანდიაში პურის კვერებით სავსე კალათას პატარძალს თავზე დაადგამენ და მას ეს კალათა მანამდე უნდა ეტარებინა, სანამ არ დაიცლებოდა. ჩინეთში პურს ნეფეპატარძალს თავზე გაჭიმულ ზეწარზე აყრიდნენ.

პირველი `ნამდვილი~ კრემიანი ტორტი კი დაამზადეს ლონდონში XIX საუკუნეში და ეს ტორტი გამოსახავდა სენტპრაიდეს ეკლესიის გუმბათს.

მსგავსი ამბები

Back to top button