არქივი

“ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები”

a9611f087151

1924 წელს საბჭოთა კავშირში მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ბრძოლებში ტანკების წინააღმდეგ გამოეყენებინათ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1935 წლიდან.მათი აქტიური გამოყენება დაიწყო წითელმა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ვერმახტის ტანკების წინააღმდეგ.

მექანიზმი ასეთი იყო-ძაღლებს სხეულზე ამაგრებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობას(12 კგ ტროტილი),ძაღლი როცა მტრის ტანკის ქვეშ შეძვრებოდა ბომბა ფეთქდებოდა და ტანკს ანადგურებდა.ეს ძაღლები პრაქტიკულად კამიკაძეების როლს ასრულებდნენ,მათ უწოდეს “ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები”.

ffb9234399a1

ძაღლის გაწვრთნისათვის შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა,რომელიც შემდგომში მდგომარეობდა-ძაღლს აშიმშილებდნენ რამდენიმე დღეს და ასწავლიდნენ რომ საჭმლის ნახვა მხოლოდ ტანკის ქვეშ შეიძლებოდა.ასეთი სწავლების შემდეგ ძაღლი მიდიოდა იმ დონემდე რომ მისი გამოყენება საბრძოლო მოქმედების დროსაც შეიძლებოდა.
“ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების” საშუალებით მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 300 გერმანული ტანკი განადგურდა.
გერმანელები მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ტყვიამფრქვევებს მაგრამ ესეც ვერ იცავდა მათ.

252d593d1668

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტანკის განადგურების ამ მეთოდს იყენებდნენ ვიეტნამის და ერაყის პირველი ომის დროს.მას აქტიურად იყენებდნენ ასევე ტერორისტები.ასე გრძელდებოდა 1996 წლამდე და დღეს ეს მეთოდი თითქმის აღარ გამოიყენება.

4dda4297fed2

899ec6b08bdb

წყარო: http://army.armor.kiev.ua/engenear/sobaka-mina.shtml
wikipedia.org
primeportal.net

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button