არქივი

THE CRUSADERS – ჩემი ამერიკული ტურნე

11622

შედით სრულიადში… დაელოდეთ დაბლა ფლეილისტის გახსნას, დააჭირეთ დაკვრას და უსმინეთ crusaders-ის სიმღერებს პარალელურად.

ეს იყო გასული წლის მარტში, როცა გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ჯაზ ბენდი “The Crusaders” 22 ივნისს მართავდა კონცერტს დეტროიტში. ეს ინფორმაცია ორმაგად გასახარი იყო ჩემთვის, რადგან ზუსტად მაგ დროისთვის ვგეგმავდი ვიზიტს აშშ-ში,იქვე ახლოს, ქალაქ ნეშვილში, ტენესის შტატში. დიახ, თქვენ არ გეშლებათ, ეს სწორედ ის ტენესია, ლეგენდარული Jack Daniel’s ის სამშობლო, ასე რომ ჯერ ისტორიულ ვისკის დავაგემოვნებდი, რომელიც ასე ახლოა ჯაზურ მუსიკასთან და შემდეგ ჩემი საყვარელი ჯგუფის კონცერტსაც დავესწრებოდი. ამ ინფორმაციამ იმდენად გამახარა, რომ ზომების მიღება იმ დღიდანვე დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტამდე 2 თვეზე მეტი იყო დარჩენილი. დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ვუსმენდი მხოლოდ და მხოლოდ ჯაზს, მხოლოდდამხოლოდ 50იანი წლებისას და მხოლოდდამხოლოდ The Crusaders-ს. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი,სახლში, მეგობრებთან თუ სხვაგან, მუდამ მათი კომპოზიციები მიტრიალებდა გონებაში.

განსაკუთრებით კონცერტის წინა ერთი კვირა გამიჭირდა, ამერიკული ტურნეს ნამდვილ მიზეზზე მეტად კონცერტზე ვღელავდი. ეს მაშინ, როცა ნანახი მქონდა მათი თითქმის ყველა ვიდეო youtube-ზე, ძალიან ბევრჯერ მქონდა მოსმენილი მათი ყველა ალბომი, ნანახი მქონდა მათი განუმეორებელი კონცერტები და მზად ვიყავი მათი მუსიკა ლაივში შემეგრძნო.

როგორც იქნა დადგა ჩემი ამერიკაში გამგზავრების დროც, პირველი რაც ჩანთაში ჩავდე იყო 1969 წლის ალბომი ”Lighthouse ’69” ,რომელიც ბიძაჩემმა, ჯაზის დიდმა მოყვარულმა მაჩუქა. იმედი მქონდა, რომ ეს ალბომი უკან საქართველოში ჯგუფის წევრების ავტოგრაფებით დამშვენებული დაბრუნდებოდა. 18 ივნისს საღამოს გავფრინდი შორეულ ამერიკაში. ვიზიტი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, არც ვისკისთვის დამრჩა დრო. 22 ივნისს მე და ჩემი მეგობარი უკვე დეტროიტში ვიყავით, ბილეთები უკვე შეძენილი გვქონდა ინტერნეტით. ერთი სული გვქონდა როდის დადგებოდა 12 საათი და დაიწყებოდა ნანატრი კონცერტი.

საკონცერტო დარბაზთან საკმაოდ გრძელი რიგი დაგვხვდა, როგორც იქნა შევაღწიეთ შიგნით. კონცერტამდე დაახლოებით ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ყველაზე გრძელი ნახევარი საათი ჩემს ცხოვრებაში. ჰოლში თითო ბოთლი ლუდი დავლიეთ და დარბაზისკენ გავემართეთ.
როგორც იქნა დადგა 12 საათი. და აი გამოჩნდნენ მუსიკოსები. ეს იყო მომენტი, როცა აფსოლიტურად ყველაფერი დამავიწყდა ამქვეყნად, დამავიწყდა სად ვიყავი, ვინ ვიყავი მხოლოდ მაყურებელთა ოვაციები ჩამესმოდა ყურში, მეც ვყვიროდი მაგრამ ეხლაც არ მახსოვს რას, რაღაცას ჩემს მშობლიურ ენაზე. დაიწყო კონცერტი. პირველივე ნოტიდან რაღაც განსხვავებული გრძნობა დამეუფლა, რომ ცხოვრებაში ერთი დიდი ოცნება ამიხდა. მაშინ მინდოდა დრო გაჩერებულიყო. კიდევ ერთხელ მივხვდი,თუ რა ძალა გააჩნია მუსიკას. ეხლაც მახსოვს ის ემოცია, რომელიც არასდროს განმეორებულა. დადგა კონცერტის კულმინაციური მომენტი, როცა დაიწყეს მათი ყველაზე ცნობილი სიმღერის Street Life -ს შესრულება. ვინ იცის რამდენჯერ მქონდა მოსმენილი ამ სიმღერის სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ლაივში მოსმენილი სულ სხვა იყო. კონცერტი გაგრძელდა 3 საათს, მუსიკოსებმა სცენა დატოვეს, ხალხიც გასასვლელებისკენ დაიძრა, ჩვენც ინსტიქტურად გავყევით, გავაღწიე თუ არა გარეთ უკანა შესასვლელისკენ გავემართე და ერთად შეჯგუფებულ ხალხის მასას შევერიე, მუსიკოსებიც გამოჩნდნენ და ცოტა ხანში სასტუმროში მათი ავტოგრაფით დამშვენებული ალბომით წავედით.

ეს იყო საოცარი კონცერტი, საოცარი იმპროვიზაციით, იქამდეც და მას შემდეგაც ბევრ კონცერტს დავსწრებივარ მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლების,თუმცა იმხელა სიამოვნება არცერთისგან არ მიმიღია. იმედი მაქვს კიდევ ერთხელ მომეცემა შანსი ვიხილო ეს შესანიშნავი ოთხეული სცენაზე და ხელახლა განვიცადო ის ემოცია, რაც 2 წლის წინ განვიცადე.

გთავაზობთ მცირე ინფორმაციას The Crusaders -ის შესახებ.
ჯგუფი ჩამოყალიბდა 1952 წელს აშშ-ში, ჰიუსტონში (ტეხასი). ამჟამად იგი დაკომპლექტებულია იმ წევრებით, რომლებიც თავდაპირველად მოღვაწეობდნენ ჯგუფში. ”ჯვაროსნებმა” პოპულარობა მოიპოვეს გასული საუკუნის ადრეულ 70იან წლებში. იგი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს შემდეგ ჟანრებში Jazz, Jazz fusion (იგივე ჯაზ როკი), Soul, Pop.
ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა შემდეგია:
Wayne Henderson (ტრომბონი)
Joe Sample (კლავიში)
Stix Hooper (დრამი)
Wilton Felder (საწსაფონი,ბასი)

ადრეულ წლებში ჯგუფში იყენებდნენ ორი სახის ჩასაბერ ინსტრუმენტს – საყვირს და ტრომბონს, ჯგუფის შემოქმედება დაფუძნებული იყო hard bop-ზე, R&B-ზე და soul-ზე.
თავდაპირველად ჯგუფის სახელწოდება იყო The jazz crusaders, 1971 წელს სახელი შეიცვალა და დაერქვათ The Crusaders. სწორედ ამ პერიოდში ჯგუფში გაჩნდა ორი ახალი ინსტრუმენტი ბას გიტარა და სოლო გიტარა, ასევე ჯგუფის შემოქმედებას დაემატა jazz funk-ის ელემენტები.
ჯგუფის ყველაზე დიდი წარმატებები იყო 1979 წელს, როცა მათმა ალბომმა Street Life მიაღწია მე-18 ადგილს პოპ ალბომებში, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერამ ალბომიდან მიაღწია მე-10 ადგილს R&B ჩარტში და 36-ე ადგილს ბილბორდის სიმღერების 100-ეულში.
1991 წელს მოხდა ჯგუფის აღდგენა ალბომით Healing the Wounds, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი Contemporary Jazz ალბომებს შორის. გვიან 90იანებში ჯგუფის შემოქმედებაში გაჩნდა hard bop-ის გავლენა.
2003 წელს ჯგუფმა გამოცა ალბომი Rural Renewal სადაც რეი პარკერი და ერიკ კლაპტონი უკრავდნენ გიტარაზე. ამავე წელს გამოსცეს მათ ალბომი Soul Axess.
2010 წლის აპრილში ჯო სემპლმა განაცხადა ჯგუფია ხელახლა ჩამოყალიბების შესახებ და რომ იგი გამართავდა ტურნეს. 28 ოქტომბერს იგი საქართველოშიც გვეწვევა.

მსგავსი ამბები

Back to top button