საკითხავისასარგებლოსაქართველო

განმარტებითი ლექსიკონი…

bfa0de166f6a
აქტიურ ხმარებაში მყოფი სიტყვების განმარტებანი…

ამ ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სიტყვები, რომელნიც უსაფუძვლოდ შემოიჭრნენ ქართულ ენაში და გაღიზიანებასაც კი იწვევენ (მინიმუმ ჩემში) ასევე ბევრი სიტყვის შემოკლება “დაემატა” ქართულ ენას, რომლებიც მაღიზიანებენ… ხოდა ამ პოსტში მინდა, რომ დავუწერო ამ სიტყვებს ზუსტი მნიშვნელობები (მიახლოებით მაინც)

ლოვე – შეყვარებული, გულისსწორი, მიჯნური

ფართი – წვეულება

ივენთი – ღონისძიება

სონგი – სიმღერა

გავსქურე – წავედი

წამიაცენკე – ფოტო შემიფასე

დამიკომენტე – კომენატრი დამიწერე

რავე – რავიცი

ქული – “მაგარი”

ლუზერი – უიღბლო

დაბ. დღე – დაბადების დღე

დზნ, ძნ – ძალიან

ნეტი, ინეტი. (ამ უკანასკნელს 1 ასო აშორებს საზიზღრობასთან :lol2: ) – ინტერნეტი

კომპი. – კომპიუტერი

მობი. – მობიულური

ტელი. – ტელეფონი (უმეტესად მობილური)

ჩემ თავ გა ( :wtf: ) – ჩემს თავს გაფიცებ

მიყ (უმეტესად miy) – მიყვარხარ

ლოლზზზზზზზზზ -ეს შემოკლება ზოგადად ( lol – laughing out loud ) ნიშნავს გაცინებას და არა ვინმეს, მიზანმიმართულ დაცინვას

მუაგადი – “მაგარი”

ლამერი – უვიცი (ძირითადა counter-strike-ის ცუდად მოთამაშე)

დამილინკე – ლინკი გამომიგზავნე

დაგუგლვა – გუგლში მოძებნა

სულ ეს არის რაც ამ წუთას გამახსენდა… ბევრი შეიძლება ბეჭდვისას ამ შემოკლებდეს იყენებდეს და მაგაზე პრობლემა არც მაქვს, უბრალოდ მაღიზიანებს საუბარშიც რომ იყენებენ მსგავს “ტერმინებს”…

მსგავსი ამბები

Back to top button