საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში


ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში, (უმეტესად ჯანმრთელობისთვის) რომლის მონახულებას არ გვირჩევენ

პორტ მორესბი – პაპუა – ახალი გვინეა
ყოველთვიურად პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქში შიდსით დაავადების 115 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. ასევე მაღალია უმუშევრობისა და ქუჩის ქურდობის შემთხვევები.

ლინფინი. ჩინეთი
ლინფინი მდებარეობს ინდუსტრიული ზონის ცენტრში, სადაც ყოველდღიურად 50 ტონა ქვანახშირი იწარმოება , შესაბამისად მთელი ქალაქი ჭვარტლითა და ნახშირის  მტვრით არის დაფარული

ფხენიანი. ჩრ.კორეა
იგი თითქმის სრულად იზოლირებულია მთელი გარესამყაროსგან,რეჟიმი ტოტალიტარულია, არ არსებობს თავისუფალი სიტყვა. აკრძალულია მობილური ტელეფონები, პროპაგანდისტული ლიტერატურა, პორნოგრაფია, აკრძალუალია სამხედრო ობიექტების ფოტოგრაფირება და არაფორმალური ტანსაცმლით ძირითადი ღირშესანიშნაობების დათვალიერება, აკრძალულია ველოსიპედიც კი. მთავრობა აკონტროლებს სრულად ტურისტების გადადგილებას ქალაქში.

ოკლაჰომა-სიტი. აშშ
ოკლაჰომა-სიტი განლაგებულია პირდაპირ ”ტორნადოს ხეივნის” ზღვარზე, რაც ამ ადგილს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. მისი მონახულება ტურისტებისთვის ყველაზე არარეკომენდირებულია მარტსა და აგვისტოში.

დაკა. ბანგლადეში
არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, ხშირი ომები, სტიქიური კატასტროფები, აგრეთვე დაბინძურების მაღალი დონე ხშირი სმოგების (შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.) გამო.

ბაღდადი. ერაყი
საომარი მოქმედებების გამო ქალაქი სრულად განადგურდა. მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. ბაღდადში ყვავის ძალადობა და მკვლელობა.

ძერჟინსკი. რუსეთი
ეკოლოგთა დასკვნის მიხედვით 1930 – 1998 წწ. აქ დამარხულ იქნა 200 ათასი ტონა ქიმიური ნარჩენები – მათ შორის ყველაზე ცნობილი ნეიროტოქსინები. ქალაქის წყალი დაინფიცირებულია დიოქსინით და ფენოლით. არსებული მონაცემებით დაბინძურების დონე 17 მილიონჯერ აღემატება უსაფრთხოების დონეს. ამ დროისათვის ქალაქში 300 მაცხოვრებელია და სიცოცხლის ხანგრძლივობა 45 წელს შეადგენს

კაბვე. ზამბია
წინა საუკუნის დასაწყისში კაბვეში აღმოაჩინეს დიდი მარაგი ტყვისაა და კადმიუმის (ქიმიური ელემენტი, რბილი მოვერცხლისფრო ლითონი,რომელიც მოიპოვება თუთიის მადანში; იყენებენ მედიცინაში, ტექნიკაში და სხვა) მოგვიანებით იქ ააშენეს ამ მეტალების გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოები. საბოლოო ჯამში ჰაერის დაბინძურება მძიმე მეტალებით 4-ჯერ აღემატება მისაღებ დონეს. აქაური მაცხოვრებლები განიცდიან  სისხლის მოწამვლას, თირკმელების დაავადებას და კუნთების ატროფიას

ლა-ოროია. პერუ
აქ დაახლოებით 35 ათასი მოსახლეა, საიდანაც 95% დაინფიცირებულია მძიმე ავადმყოფობებით, რაც ტყვიის  სისხლში მაღალი შემცველობით აიხსნება. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ამერიკული საწარმოები , რომლებიც ტყვიას, სპილენძს და ცინკს გადაამუშავებენ. ატმოსფეროში გამოიფრქვევა გოგირდის ორჟანგი , რის გამოც მჟავური წვიმები მოდის .

ნორილსკი.რუსეთი
ნორილსკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად რუსეთში. აქ შავი წვიმა მოდის , ჰაერში კი იგრძნობა გოგოირდის სუნი. აქ მსოფლიოში მძიმე მეტალების უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოებია განლაგებული. ქალაქში ცხოვრობს 134 ათასი ადამიანი, რომლებიც უამრავი რესპირატორული დაავადებით იტანჯება. 2001 წლიდან ეს ქალაქი უცხოელებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდა.

სუკინდა . ინდოეთი.
ამ ქალაქში განლაგებულია მსოფლიოში უდიდესი ქრომის მაღაროები. ნარჩენების დიდი ნაწილს მდინარესა და ტბაში ყრიან. ამის გამო წყალი კანცეროგენული ნივთიერებებითაა სავსე. ქალქში 2 მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, რომლიდანაც 90 % კიბოთია დაავადებული

თიანჟინი.ჩინეთი
თიანჟინი – ჩინეთის საწარმოოო ცენტრია  ტყვიის წარმოებაში. ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში და ნიადაგში 10-ჯერ აღემატება ნორმას.

ვაპი. ინდოეთი
ქალაქი ვაპი გარშემორტყმულია საწარმოოო კომპლექსებით, რომლის რაოდენობა 1000მდეა. თუთიის რაოდენობა წყალში 100ჯერ აღემატება ნორმას, ჰაერი კი სავსეა მძიმე მეტალებით.

სუმგაიტი. აზერბაიჯანი
ესეც ერთ-ერთი ცენტრი ქიმიური საწარმოებისა. ამ დროისათვის მაცხოვრებლები 275 ათასს შეადგენს , რომლებიც დაინფიცირებულნი არიან მძიმე მეტალებით, ნავთობის ნარჩენებისგან და სხვა ქიმიური ნივთირებებისგან. ამ რაიონში ბავშვები ისეთი გენეტიკური დარღვევებით იბადებიან, როგორიცაა გონებრივი ჩარმორჩენილობა და ძვლის დაავადებები.

ჩერნობილი. უკრაინა
ჩერნობილის ტრაგედიაზე უამრავი რამ ითქვა. ამ დროისათვის რადიაციისგან დაშავებულ ადამიანთა რიცხვი ამ რაიონში 5.5 მილიონს შეადგენს. ატომური ელექტროსადგურის კატასტროფამ, რომელიც 1986 წელს მოხდა, 100-ჯერ მეტი რადიაცია მოიტანა , ვიდრე ატომურმა ბომბმა ჰიროსიმაში და ნაგასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ამჟამად თითქმის უკაცრიელია, რამდენიმე მცხოვრები საკუთარ სახლს მაინც დაუბრუნდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close