არქივი

4 წმინდანი, რომელთაც განსხვავებული ფორმით გამოსახავენ

5b1ff5847735

სრულიადში გაეცნობით 4 წმინდანს, რომელთა ხატებიც ტრადიციულისგან განსხვავდება.

წმინდა აგატა სიცილიელი
8fbb58ba5b0b
წმინდა აგატა სიცილიელი მესამე საუკუნეში ცხოვრობდა. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ იმდროინდელ დიდგვაროვანს, ქინტიანუსს მოეწონა და ცოლობა სთხოვა. უარი რომ მიიღო, საროსკიპოში უკრა თავი. წმინდა აგატა გამუდმებით ლოცულობდა. მას 30 დღის განმავლობაში ვერავინ მიეკარა და ქალწულად დარჩა. მაშინ განრისხებულმა ქინტიანუსმა ბრძანა დაებათ, გაეშოლტათ, თოკებით მისი სხეული გაეჭიმათ და ბოლოს დაეწვათ. გაჭიმვის წინა დღეს მას რკინის მაშებით მკერდი მოაგლიჯეს. გადმოცემით, იმ ღამეს მას პეტრე მოციქული გამოეცხადა და ჭრილობები გაუმთელა. წმინდა აგატა ითვლება მკერდის კიბოთი დაავადებულთა მფარველად და ხატებზე გამოსახავენ ლანგრით ხელში, რომელზეც მისი მკერდი დევს.

წმინდა დენისი
e8cb5b572a68
წმინდა დენისი გაქრისტიანებამდე წარმართი იყო. როცა გაქრისტიანდა, რამდენიმე წელიწადში პარიზის ეპისკოპოსი გახდა. მისი ასეთი გარდაქმნა რა თქმა უნდა, არ მოეწონათ წარმართებს. შეიპყრეს და რომ ვერ გადაათქმევინეს, თავი მოკვეთეს. გადმოცემით, მან მოკვეთილი თავი აიღო, იღლიაში ამოიდო და რამდენიმე მეტრი გაიარა. გზაში მისი თავი ლოცვას არ წყვეტდა. შესაბამისად, ხატებზე და ქანდაკებებზე მას მოჭრილი თავი უჭირავს.

წმინდა ლუსი
0b8b9ef9d460
წმინდა ლუსიმ ახალგაზრდობაშივე გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა და უარი თქვა დედამისის შერჩეულ მეჯინებეზე გათხოვებაზე. დედამისს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით გაწბილებულ თაყვანისმცემელზე. მან წმინდა ლუსი შეაპყრობინა და საროსკიპოში წააყვანინა. იქ რომ ვერაფერი დააკლეს, თვალები დათხარეს და მოკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინა ღამეს ღმერთმა მას მხედველობა დაუბრუნა. წმინდა ლუსი ითვლება მხედველობის დაავადებების მქონეთა მფარველად და გამოსახავენ ლანგრით ხელში, რომელზეც მისი თვალები დევს.

წმინდა ქრისტოფერი
3523cb17e041
როგორც ხედავთ, ხატებზე ამ წმინდანს გამოსახავენ ძაღლის თავით. ლეგენდის მიხედვით, ის იყო 5,5 მეტრი სიმაღლის კინოცეფალი (ძაღლისთავიანი ადამიანი) ერთ-ერთი ჩრდილო აფრიკული ტომიდან მარმარიტიდან. ამბობენ, რომ ის ძაღლისთავიანად ღმერთმა გააჩინა, რათა ქალებისადმი მიდრეკილება არ ჰქონოდა და უბიწოდ ეცხოვრა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მონათვლამდე წმინდა ქრისტოფერი რომელიმე კულტის მიმდევარი იყო, რის გამოც ძაღლის ნიღაბს ატარებდა. ასეა თუ ისე, ის მოღვაწეობდა მესამე საუკუნეში და შესაბამისად, ორივე-კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია-წმინდანად მიიჩნევს.

P.S. რადგანაც ხატებია, წარწერის გაკეთებას მოვერიდე, იმედია ადმინისტრაცია მაპატიებს :)

წყარო: listverse.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button