არქივი

პროფესიები,რომლებიც აღარ არსებობს

64ca7e97eb0e
რამოდენიმე პროფესია რომელიც ახლა აღარ არსებობს

ვერცხლის მომპოვებელი
ძველ რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ.რომაელები პატარა ბიჭებს ღრმად ამოთხრილ გვირაბებში უშვებდნენ, სადაც სიცხისა დას მომწამვლელი გაზის გამო, 3 თვეზე მეტხანს ვერავინ ძლებდა, მაგრამ რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშებად მონები ყავდათ.

სტერკორარიუსი
კანალიზაციის პირველი “პროტოტიპი” ძველ რომში გაჩნდა.სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო,ამიტომ მისი გაწმენდა სტერკორარიუსს ევალებოდა.

ორგიის ორგანიზატორი
ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ.მას დარბაზის დაქირავება, საძინებლის მოწყობა,საჭმლითა და სასმლით მომარაგება, მუსიკოსებისა და ქალების მოწვევა ევალებოდა. ორგიის ყველაზე ცნობილი ორგანიზატორი გაიუს პეტრონიუსი იყო, რომელსაც “ელეგანტურობის არბიტრსაც” ეძახდნენ და იგი ნერონს ექვემდებარებოდა. რომა იმპერატორს ორგანიზატორი მოჰბეზრდა, მას თვითმკვლელობა უბრძანა.

ურინატორი

ურინატორის საქმიანობა ერთ-ერთი საპატიო და მაღალანაზღაურებადი იყო. იგი წყალქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე ყვინთავდა და იქ აგებული კონსტრუქციების გამაგრება ევალებოდა. ურინატორს ზარის მსგავსი ჩაჩი ეხურა, წელზე კი მაგირი ჰქონდა მობმული.

დაკრძალვის ჯამბაზი

ამ პროფესიის ადამიანს გარდაცვლისის ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა და მთელი დღე მისი გვამის გარშემო ემღერა და ეხუმრა-ამაში მდიდარი რომაელები ფულს უხდიდნენ. ძველ რომაელებს მიაჩნდათ, რომ ამ მეთოდებით ბოროტ სულებს დააფრთხობდნენ და თანაც, თუ მიცვალებულს მხიარულად გააცილებდნენ, მას იმ ქვეყნადაც უდარდელი ცხოვრება ექნებოდა.

დიდებულის დამტარებელი
ამ პროფესიის ადამიანი კარგად ჩაცმული, სუფთა და მაძღარი უნდა ყოფილიყოო. მას ტახტრევანით დიდებულის ტარება ევალებოდა. ეს საკმაოდ რთყული საქმიანობა იყო, რადგან დამტარებელს მმართველი მიწაზეც და კიბეზეც გაუტოკებლად უნდა ეტარებინა.

წყლის ორგანისტი
წყლის ორგანიც იმავე პრინციპით მუშაობდა, როგრითაც ჰაერის, ოღონდ, რასაკვირველია – წყალზე. ანტიკურ ხანაში ასეთი მუსიკალური ინსტრუმენტი ძალზე გავრცელებული იყო. წყლის ორგანისტს დღესასწაულებზე იწვევდნენ და გადამჯელოსაც უხდიდნენ.

წყევლის დამწერი
ძველად მიაჩნდათ, რომ თუ ადამიანი ტაძარში დაწყევლილ თექსტს მიიტანდა, ღმერთი მას უეჭველად დასჯიდა. წყევლის დაწერა კონკრეტულ ადამიანს ევალებოდა – იგი წყევლას ისმენდა, შემდეგ წედა და ტაძარში მიჰქონდა.

მსგავსი ამბები

Back to top button