გასართობიუცნაური

სულელური ზარები 911-ში

Image.geotorrents.com

რამდენიმე სულელური ზარი, რომელიც 911-ში განხორციელდა გასულ წელს :)

Image.geotorrents.com

ორეგონის შტატის ქალაქ ალოჰის მოქალაქემ 911-ში დარეკა და განაცხადა რომ სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მას პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის ნახვა სურდა. მან წინა დღით მეზობელთან მისული ორი თანამშრომელი დაინახა და ერთ-ერთი მოეწონა. ქალბატონი რა თქმა უნდა დააკავეს, რამდენიმე ათასი დოლარი გადაახდევინეს და 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Image.geotorrents.com

ჯონ ტრიპლეტმა, 45 წლის უმუშევარმა მამაკაცმა, უსაქმურობის გამო 911-ში 27000-ჯერ დარეკა. ოპერატორების თქმით, ის დღეში ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ზარს ახორციელებდა. ამასთან ის არ ლაპარაკობდა, მხოლოდ უცნაურ ხმებს გამოსცემდა, უფრო ხშირად ღრუტუნებდა ან საყვირის ხმას ბაძავდა. ის 1000 დოლარით დააჯარიმეს.

Image.geotorrents.com

44 წლის გერმანელმა ქალბატონმა დარეკა და დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულებს კი ანახა მისი ქმარი, რომელიც პორნოფილმს უყურებდა. ქალბატონის თქმით, მისი ქმარი დროის დიდ ნაწილს ასე ატარებდა და ის ვერაფერს შველოდა. პოლიციელებმა აუხსნეს, რომ ისინი ასეთ შემთხვევაში უძლურები იყვნენ, ფსიქოლოგთან მისვლა ურჩიეს და მშვიდად წავიდნენ.

Image.geotorrents.com

4 წლის ჯონიმ დარეკა და საშინაო დავალების, კერძოდ კი მათემატიკის ამოცანის გაკეთებაში დახმარება ითხოვა.

Image.geotorrents.com

რესტორნის კლიენტმა ქალბატონმა პოლიცია იმისთვის გამოიძახა, რომ შემწვარი ბრინჯის კერძს კრევეტები აკლდა. თუმცა პოლიციის მოსვლამდე დატოვა რესტორანი.

Image.geotorrents.com

ოფიცერები ერთ-ერთ მანქანას მისდევდნენ, რომელიც საგზაო წესებს არღვევდა. ამ დროს მიიღეს შეტყობინება, რომ შეიარაღებული ძარცვა იგეგმებოდა მეზობელ რაიონში. ის-ის იყო, გაბრუნებას აპირებდნენ, რომ შემთხვევით იმ მანქანაში იარაღს მოკრეს თვალი. ისინი დაეწივნენ და დააკავეს მძღოლი. მობილურის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზარი მისი განხორციელებული იყო და პოლიციელების მოშორება უნდოდა, რათა გეგმა უპრობლემოდ შეესრულებინა.

Image.geotorrents.com

ელზა ბენსონმა გამოიძახა პოლიცია და ადგილზე მისულებს შესჩივლა, რომ მისი ქმარი მის მომზადებულ ვახშამს არ მიირთმევდა. ოფიცრები ამბობდნენ, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. 53 წლის ქალბატონმა 6 თვის მანძილზე 30-ჯერ დარეკა უაზრო მიზეზებით, მაგალითად ერთხელ წინდებს ვერ პოულობდა. საბოლოოდ, 23 დეკემბერს საშობაოდ დაჯარიმდა 1000 დოლარით.

Image.geotorrents.com

34 წლის ორამამ პოლიციაში რამდენჯერმე დარეკა და შესჩივლა, რომ ბოიფრენდი ცოლად მოყვანას დაპირდა და არ შეასრულა პირობა. ბევრჯერ აუხსნეს, რომ მათ ეს საქმე არ ეხებოდათ, თუმცა ორამამ არ დაიშალა და საბოლოოდ ციხეში ამოყო თავი.

Image.geotorrents.com

ჩინელმა გოგონამ გამოიძახა პოლიცია და ადგილზე მისულებს აუხსნა, რომ მისი ბოიფრენდი უარს ამბობდა, დაეზილა და გაეთბო მისი ცივი ტერფები. თავის მხრივ, აღშფოთება გამოთქვა ბიჭმაც და განაცხადა, რომ გოგონა ძალიან მომთხოვნი იყო. პოლიციამ როგორც იქნა, აუხსნა მას, რომ გოგონას ტერფების გათბობა კაცმა თავის თავზე უნდა აიღოს, ხოლო გოგონა გააფრთხილეს, რომ მომავალში სქელი წინდები ჩაეცვა და ფეხები თბილად შეენახა.

Image.geotorrents.com

წარმოშობით ბავარიელი ედგარ ლოპესი სიმთვრალის გამო ერთ-ერთ კლუბში არ შეუშვეს. ის გაბრაზდა და პოლიციაში დარეკა. სამწუხაროდ, ვერ გააგებინეს, რომ კლუბის დაცვას ამის უფლება ჰქონდა და იძულებულები გახდნენ, ადგილზე მისულიყვნენ. იქ ედგარი გაჩხრიკეს, წინდაში კოკაინი უპოვეს და დააპატიმრეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close