უცნაური

აფხაზი(კავკასიელი) ზანგები

3def2f4b6b46

Wikipedia_ზე ერთ ძაან სენსაციურ სტატიას წავაწყდი აფხაზ ზანგებზე ,რუსულ ენაზე და ვთარგმნე.მართლაც რო სენსაციაა

აფხაზი ზანგები(კავკასიელი ზანგები) – მცირე ეთნიკური ჯგუფი რომელიც ცხოვრობდა საქართველოში,აფხაზეთის სოფელ აძიუბჟაში,ასევე ჩრდილო კავკასიის ზოგიერთ სოფელში.

8fabb82f8b52

მათი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს.ერთი ჯგუფი ისტორიკოსებისა მიიჩნევს რომ ისინი აქ დასახლდნენ XVII საუკუნეში(ამ დროს ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი ეს ტერიტორია).მეორენი მიიჩნევენ,რომ ეს ზანგები იყიდა აფხაზეთის მთავარმა თავადმა შერვაშიძემ და ამუშავებდა მონებად თავის პლანტაციებში(მე უფრო სარწმუნოდ ეს ვერსია მიმაჩნია).

არსებობს ასევე ვერსია რომ ეს ზანგები კოლხების მემკვიდრეები არიან მაგრამ ამ ვერსიამ გამართლება ვერ მოიპოვა.

ასევე არის რამოდენიმე ლეგენდა მათი აქ დასახლების შესახებ.ერთ-ერთის მიხედვით ოსმალეთიდან მომავალმა გემმა რომელსაც გადაჰყავდა ზანგი მონები აფხაზეთის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა და ზანგები ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ.

ამ სხვადასხვა ჰიპოთეზების მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს თუ საიდან მოხვდნენ აქ ზანგები.

დღეს ამ ზანგების უმეტესობა ასიმილირდა და “ზანგის აღარაფერი ეტყობა”,ზოგმა დატოვა ეს ტერიტორია და სხვაგან გადასახლდა.

მსგავსი ამბები

Back to top button