გართობა

გიზას დიდი პირამიდა

9f6cbd1fa384
წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს გიზას პირამიდების შესახებ უძველესი სამყაროს საოცრებებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში არსებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს .იგი თითქმის 4000 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა ,მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს .იგი მდ.ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ (ხეოფსი) .მის მშენებლობას თავად ხეოფსი ხელმძღვანელობდა , რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ პირამიდა მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო . f157a8f3f838 მეცნიერები თვლიან ,რომ დიდი პირამიდის წონა 5 ტონაზე მეტია , ხოლო მისი აგებისთვის 2 000 000 ზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს . b1cb18311e3f ფარტობი,რომელსაც პირამიდა იკავებს 5,15 ჰექტარის ტოლია, მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა. 52f3898be366 სფინქსის,ადამიანისთავიანი ლომის ამ გიგანტური ქანდაკების სიმაღლე 20 მეტრია.ის მთლიანი ქვიდანაა გამოკვეთილი დაახლ.ძვ.წ. 2500 წელს ხაფრას მმართველობის დროს . 54e8979458ab ხუფუს სახელი მისივე პალატის შესასვლელზეა აღბეჩდილი, მაგრამ მისი კვალი დიდ პირამიდაში მეცნიერებმა დღემდე ვერ აღმოაჩინეს,რადგან მისი მუმია სამარხების მძარცველებმა გაიტაცეს . ერთადერთი ქანდაკება,რომელიც ხუფუს ქანდაკებად ითვლება, პირამიდიდან რამოდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით იპოვეს მიწაში . 40f95a086a54 დღესდღეობით პირამიდები ურიცხვ ტურისტს იზიდავს.ღამღამობით .იმართება ბრწყინვალე კონცერტები და განათებული სანახაობები , სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობებს ანათებენ. მიუხედავად ამისა, რესტავრაცია და არქეოლოგიური განთხრები უწყვეტად მიმდინარეობს . გაკეთდა ახალი აღმოჩენები , რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდის ნანგრევები .

წყარო: ”მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი” (ენციკლოპედია)

Back to top button