საკითხავისასარგებლოუკატეგორიო

მოაის ქანდაკებები


მოაი — დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 997 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. მოაის ქანდაკებების მეხუთედი საზემო მოედნისკენ იქნა გადატანილი, სადაც მოწითალო ფერის ქვის ცილიდრი დაადგეს თავზე. დაახლოებით 95% რანო რარაკუს დაპრესილი ფერფლისგან არის ნაქანდაკევი, სადაც ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, რანო რარაკუ მოულოდნელად დატოვებიათ, ამიტომ, იქ ბევრი დაუსრულებელი მოაი დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დამთავრებული ქანდაკება რანო რარაკუდან საზეიმო ფლატფორმაზე იქნა გადატანილი.

ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული. რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.

ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1000-1100 წლებში. მათ მიცვალებული წინაპრების წარმოდგენა და ცოცხალი ლიდერების ძალის მიცემა შეეძლოთ, ასევე კლანთა სიმბოლოც შეიძლება ყოფილიყვნენ. მოაის დამამზადებლები განსხვავებული პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები იყვენენ, რომლებიც ოსტატთა უმაღლეს იერარქიაში იკავებდნენ ადგილს.მოაის დამზადება და დაყენება უდიდეს შრომასა და ხაჯრებს მოითხოვდა. დღემდე უცნობია როგორ აადგილებდნენ მოაის, ამისათვის ადამიანის ძალა, თოკები, ხის სათრეველები ან ბორბლები იყო საჭირო. ჩეხი მკვლევარი პაველ პაველი მიიჩნევს, რომ ქანდაკებებს თოკებით მიათრევდნენ. 1986 წელს ექსპერიმენტულად უჩვენეს თუ როგორ შეიძლება თოკებით მოაის გადატანა. ჯგუფში 17 კაცი შედიოდა. 19-ე საუკუნის შუა ხანებში მოაის ბევრი ქანდაკება ქვის სამტეხლოებისკენ წაიღეს, თუმცა, დღეისათვის საცერემონიო მოედანზე 50 ნაგებობაა რეკონსტრუირებული.

ლეგენდის თანახმად, ჰოტუ მატუ’ას ძლევამოსილმა კლანმა სახლი დატოვა და ახალი საცხოვრისის ძებნას შეუდგა აღდგომის კუნძულზე. როდესაც კლანის უფროსი გარდაიაცვალა, კუნძული მისმა ექვსმა ვაჟმა გაიყო, შემდგომ კი მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. კუნძულის მცხოვრებთ დღემდე მიაჩნიათ, რომ ქანდაკებებში ძველი კლანის წევრთა ძალაა დაბუდებული. ეს ლეგენდა ხშირად იცვლება და ფრაგმენტულად გადადის მომდევნო თაობებში, რის გამოც, ლეგენდის პირვანდელი სახით წარმოდგენა გართულებულია.

აღდგომის კინძული და მოაის განლაგება

წყარო: ka.wikipedia.org ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close