არქივი

გიგანტი კომპანიები

a45ff441cb7a

ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიების ათეულს სხვადასხვა დარგში

10 ადგილს იკავებს კომპანია ჩევრონი რომელიც მოღვაწეობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის დარგში. კომპანიის ბიუჯეტი აღემატება 250 მილიარდ დოლარს. კომპანიაში დასაქმებოლთა რიცხვი აღემატება 61,000 ადამიანს. კომპანია დაარსდა 1984 წელს.

9 ადგილზეა კომპანია State Grid Corporation of China 265 მილიარდიანი კაპიტალით. კომპანიაში დასაქმებულია 1,115,000 ადამიანი. კომპანიის ფუნქციაა ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს კომპანია გაცილებით ახალია და დაარსებულია 2002 წელს.

8 ადილზეა კომპანია ვიტოლი (vitol). კომპანიის ძირითადი სფეროა სასაქონლე მეურნეობა და ყავა. კომპანიის კაპიტალია 297 მილიარდი დოლარი. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი მინიმალურია და არ აჭარბებს 3000 ადამიანს. კომპანია დაარსდა 1966 წელს.

7 ადგილზეა საუდის არაბეთის ნავთობის კომპანია. მისი კაპიტალი აჭარბებს 350 მილიარდ დოლარს აჭარბებს . კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 54,000-სს აჭარბებს. კომპანია დაარსდა 1936 წელს რატომღაც კალიფორნიაში (ა.შ.შ)

6 ადგილზეა ჩინეთის ნაციონალური პეტროლეუმის კომპანია კაპიტალით 378 მილიარდი დოლარი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 500,000 აჭარბებს. კომპანია დაარსდა 1988 წელს.

5 ადგილზეა ყველასთვის ცნობილი ბრითიშ პეტროლეუმი. იგი დაარსდა 1909 წელს და ითვლება ერთ-ერთ პირველ ნავთობმომპოვებელ კომპანიად. მისი კაპიტალი 380 მილიარდი დოლარია, ხოლო დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 83,000.

4 ადგილზეა Sinopec Group , რომელიც ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის დარგში მუშაობს. მისი კაპიტალი შეადგენს 441 მილიარდ დოლარს, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 401,000 ადამიანს. კომპანია დაარსდა 1998 წელს ჩინეთში.

3 ადგილს იკავებს სიაში პირველი რითეილ კომპანია Walmart რომელიც 1963 წელს დაარსდა ა.შ.შ-ში კანზასში. მისი კაპილალი 469 მილიარდ დოლარს აღწევს ხოლო დასაქმებულთა რიცხვი უპრეცედენტოა და 2,200,000 შეადგენს. 2011 წლისთვის კომპანიას ჰქონდა 9,000 ფილიალი მთელს მსოფლიოში.

2 ადლიზეა Royal Dutch Shell ასევე ნავთობ კომპანია რომეიც დაარსდა 1907 წელს და მისი კაპიტალი შეადგენს 481 მილიარდ დოლარს. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი აღემატება 90,000 ადამიანს.

1 ადგილზეა Exxon Mobil Corporation-ი უპრეცედენტო ნახევარ ტრილიონიანი კაპიტალით. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 76,000 აჭარბებს.კომპანია დაარსდა 1999 წელს ა.შ.შ-ში.

bekunio

born-1985 live-tbilisi,shartava str age-28
Back to top button