გასართობისაკითხავისასარგებლო

Café Del Mar


Café del Mar – ბარი სან ანტონიოში, იბიცა. ზაფხულში ის პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის, მისი ხედის გამო დაისისას. Café del Mar ყოფილი იბიცური “sunset bar”-ია, გახსნილი რამონ გუირალის, კარლოს ანდრეას და ხოსე ლესის მიერ 1978 წელს.

Café del Mar კრებულების სახით გამოსცემს კომპოზიციებს, რომლებსაც ბარის დიჯეები არჩევენ. მუსიკალური კოლექციების მიზანია დაისის ცქერით გამოწვეული ხასიათის სტიმულირება მოახდინოს. ტრეკები ძირითადა ემბიენთ, და ჩილ-აუთის სტილშია. 2008 წლის მიხედვით, 15 კრებული, უამრავი გარე კრებულები და ორი, მე-20 და 25-ე იუბილისთვის აღსანიშნავი ალბომია გამოსული. სულ დაახლოებით 9 მილიონი ალბომია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.

Café Del Mar დააარსა Ramón Guiral, Carlos Andrea და José Les-მა 1980 წლის 20 ივლისს. “ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა განსაკუთრებული ატმოსფერო, უნიკალური და დაუჯერებელი გამოცდილება, ოცნება, სადაც მუსიკის მშვენიერი კოლექცია და ულამაზესი ხედები წაგვიყვანს უცხო ადგილებში.” ასე, რომ Café Del Mar-ი დაიბადა, რომ შეეწყო მუსიკა მზის ჩასვლასთან. (ვიკიპედია)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close