საკითხავისასარგებლო

ნეოპლატონიზმი

23e9cf4aa74e

კინიკოსები, ეპიკურეელები, სტოიკოსები – ყველანი სოკრატეს მოძღვრებიდან იღებდნენ სათავეს. ზოგჯერ ისინი რომელიმე სოკრატემდელ ფილოსოფოსსაც მიმართავდნენ, ვთქვათ ჰერაკლიტეს ან დემოკრიტეს.

მაგრამ გვიანი ელინიზმის ყველაზე ღირსშესანიშნავი ფილოსოფიური მიმდინარეობა ნასაზრდოები იყო პლატონის ფილოსოფიით, რის გამოც ჩვენ მას ნოეპლატონიზმს ვუწოდებთ.

მისი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა პლოტინი (205 – 270 წ.წ.), რომელმაც ფილოსოფიის კურსი ათენში გაიარა, თუმცა, შემდეგ რომში დასახლდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პლოტინი ალექსანდრიიდან იყო, ქალაქიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა ბერძნული ფილოსოფიისა და აღმოსავლური მისტიციზმის შეხვედრის მთავარ წერტილს. რომში პლოტინმა ჩაიტანა ადამიანის სულის ხსნის მოძღვრება, რომელსაც შემდეგ სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია ქრისტიანობისთვის. ნეოპლატონიზმის მძლავრი გავლენა განიცადა ქრისტიანული თეორიის ძირითადმა ნაკადმაც.

გავიხსენოთ, როგორ განასხვავებდა პლატონი იდეების სამყაროს ბუნებისგან. ეს ნიშნავდა სულისა და სხეულის მკვეთრ გამიჯვნას. ამ გზით ადამიანი დუალური არსება გახდა: ჩვენი სხეული შედგებოდა მიწისა და მტვრისგან, როგორც სხვა ყველაფერი გრძნობად სამყაროში, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვქონდა უკვდავი სულიც. ასე სწამდა არაერთ ბერძენს პლატონამდე. პლოტინი კი მსგავს იდეებს აღმოსავლეთიდანაც იცნობდა.

მისი რწმენით, ქვეყნიერება ორ პოლუსს შეორის გადებული ხიდია. ერთ ბოლოში არის ღვთაებრივი შუქი, რომელსაც იგი უწოდებს ერთს, ხანდახან კი – ღმერთს. მეორე ბოლოში სრული წყვდიადია, სადაც იმ ერთის მკრთალი სხივიც კი ვერ აღწევს. თუმცა, პლოტინის აზრით, ეს წყვდიადი ფაქტობრივად არ არსებობს. ის, უბრალოდ უსინათლობაა, ანუ – არარსებობა. არსებობს მხოლოდ ღმერთი ანუ ერთი. მაგრამ როგორც სინათლის სხივი თანდათანობით იბინდება და ბოლოს ქრება, სწორედ ასევე არსებობს სადღაც წერტილი, სადაც ღვთაებრივი ნათება ვეღარ აღწევს.

პლოტინის მიხედვით, სული ერთიდან მომდინარე სინათლით არის განათებული, მაშინ როდესაც მატერია არის წყვდიადი, რომელსაც არ გააჩნია რეალური არსებობა. მხოლოდ ბუნებაში არსებულ სახეებს დაჰკრავთ ერთის მკრთალი ნათელი.

პლოტინის მეტაფორა პლატონის “გამოქვაბულის მითს” ჰგავს: რაც უფრო ვუახლოვდებით გამოქვაბულის გამოსასვლელს, მით მეტდ ვუახლოვდებით ყოველივე არსებულის პირველსაწყისს. მაგრამ პლატონის ორმაგი რეალობისგან განსხვავებით, პლოტინის მოძღვრებისთვის დამახასიათებელია მთლანობის ნაცდა. ერთია ყველაფერი, რადგაც ყველაფერი – ღმერთია. თვით პლატონის გამოქვაბულში ღრმად ჩაკარგული ჩრდილებსაც დაჰკრავთ ერთის მკრთალი ნათელი.

ყველაზე ახლოს ღმერთთან ჩვენი სულია. მხოლოდ იქ შეგვიძლია შევერთოთ სიცოცხლის დიდი მისტერიას. ჩვენ მხოლოდ უიშვიათეს მომენტებში შევიგრძნობთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ღვთაებრივი საიდუმლო.

მსგავსი ამბები

Back to top button