გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (8 ნაწილი)

fe8f2e5ed2b7
Amazon – ამერიკული საიტი და კომპანია რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და მისი რეიტინგი კი გლობალური მაშტაბით მეექვსეა საუკეთესო საიტებს შორის. 

Amazon-ის ძირითადი ენაა ინგლისური მაგრამ შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე გადაყვანა საიტზე შესაძლებლობა გაქვთ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ასევე მობილური ტელეფონები და ელექტორნული ტექნიკა მოკლედ ყველაფერი ის რაც ადამიანს სჭირდება და ასევე განათავსოთ და გაყიდოდთ თქვენი პროდუქტი. საიტზე ონლაინ გადახდები ხორციელდება საერთაშორისო ინტერნეტ საფულეების მაგალითად PayPal-ის დახმარებით და ასევე Visa და Mastercard ბარათებით. Amazon-ის ცნობილი პროდუქტია Kindle რომელსაც უმეტესად წიგნების მოყვარული ადამიანები იყენებენ იგი ერთგვარი პლანშეტია სადაც შესაძლებელია წიგნების გადმოწერა და მათი კითხვა სასურველ ადგილას და სასურველ დროს წიგნების არჩევანი მრავალფეროვანია და არის სხვადასხვა ენებზე. რამოდენიმე წლის წინ ერთი მეტად საინტერესო პროდუქტი გამოჩნდა Amazon-ზე და ეს არც მეტი არც ნაკლები ჩურჩხელაა რომელსაც საკმაოდ აქტიურად ჰყავს გამომწერები ასევე დამგემოვნებლები და კმაყოფილი კლიენტები მისი გამოწერა უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია და თუ მაინც არ გჯერად ამ სიახლის შეგიძლიათ თავად მოძებნოთ ძებნაში Churchkhela და დაიჯეროთ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. კომპანია ინოვაციებს არასდროს არ ჩამორჩება და მისი აპლიკაცია შემოთავაზებულია Android და IOS ოპერაციული სისტემის სმარტფონებზე. Amazon-ი მუდმივად იდეების და ინოვაციების სადარაჯოზეა.
603465fd46e5
Alexa – კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი და საიტი რომელსაც Amazon-ი ფლობს ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ დაადგინოთ და მოინახულოთ ყველაზე პოპულარული  საიტების სია ასევე მათი რეიტინგი და ამა თუ იმ ქვეყანაში ადგილობრივი და უცხოური საიტების რეიტინგი. დეველოპერებს კი თავისმხრივ შეუძლიათ სერვისში საიტის დამატება და ცვლილებების მოხდენა ასევე ყოველდღიური სტატისტიკის ნახვა თავდაპირველად ტარიფი უფასოა მაგრამ დიდი ხნით დარჩენის შემთხვევაში და მაშინ თუ თქვენ საიტს დაამატებთ მოგიწევთ ფასის გადახდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი სერვისზე უარის თქმა.

Amazon – პოპულარულია ქართველ მომხმარებლებშიც და საკმაოდ ბევრი ადამიანი იწერს საიტიდან სხვადასხვა პროდუქტებს. საიტზე შესაძლებელია აუქციონებში მონაწილეობის მიღება და სასურველი პროდუქტის ამ გზით შეძენა ასევე აუქციონების შექმნაც და ფასდაკლებებით სარგებლობა რომლითაც ამაზონი გვანებივრებს. საიტზე შეიძლება ასევე სამკაულების და სუვენირების შეძენა მოკლედ რომ ვთქვათ აქ ყველაფერს შეიძენთ რაც თქვენ მოგესურვებათ გარდა ამისა არის ფართო არჩევანი და შესაძლებელია პროდუქტის სასურველი პარამეტრებით და სასურველი ფასით ყიდვა მოცემული პროდუქტები და ნივთები კი უსწრაფესად ჩამოვა თქვენს მითითებულ მისამართზე. საქართველოში გამოწერისას გირჩევთ კომპანია Usa2Georgia-ს რომლითაც მარტივად იაფად და ხარისხიანად მიიღებთ კუთვნილ პროდუქტებს აქვე გეტყვით რომ არსებობს ბევრი კომპანია რომელსაც გამოწერილი პროდუქტები მოაქვს დანიშნულების ადგილას და შეგიძლიათ სწრაფად მიიღოთ მსგავსი მომსახურება საქართველოში მოქმედი სხვა ბევრი კომპანიისგან ასევე იაფად.
ad97d0308d8b
5df0dbdf1f09

Back to top button