გასართობისასარგებლო

ალქიმია


ალქიმია-შუა საუკუნეების მითი თუ მსოფლიოს უხილავი საოცრება? 

ალქიმია — შუა საუკუნეებში იყო მეცნიერება, რომლის მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად (ოქრო, ვერცხლი) გარდაქმნა იყო. ალქიმიკოსებს ოქრო ყველაზე სრულყოფილ ნივთიერებად მიაჩნდათ და ისეთ ნივთიერებას ეძებდნენ, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა. ამ ნივთიერებას ზოგი „ფილოსოფიურ ქვას“, ზოგი „წითელ ლომს“, ზოგი კი „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდა. ალქიმიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. მათ შექმნეს მრავალი ქიმიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლეს ნივთიერების ბევრი თვისება, გამოიგონეს მრავალი ლაბორატორიული ხელსაწყო.
ალქიმია ეფუძნება შემდეგ აქსიომას: სამყარო ერთ მლიანობას წარმოადგენს და ამ ერთიანობის საფუძველია ე.წ. პირველმატერია, რომელიც შემდგომში მრავალფეროვანი სახით ვლინდება. პირველმატერია ჯერ არაა მატერია, ის მისი შესაძლებლობაა. მას (პირველმატერიას) არ აქვს არანაირი თვისება, არანაირი ხარისხი, მაგრამ ამავდროულად აქვს ყველა თვისება და ხარისხი, რადგანაც თავისთავში მოიცავს ყველაფრის შესაძლებლობას. პირველმატერიაა ის, რაც დარჩება საგნიდან მას შემდეგ, რაც ის ყველა მახასიათებელს დაკარგავს.ალქიმიკოსებს მიაჩნდათ, რომ ობიექტმა, საგანმა შეიძლება დაკარგოს თავისი თვისებები და დავიდეს პირველმატერიამდე, რომელსაც შემდეგ შეიძლება დაემატოს სხვა, უკეთესი თვისებები. ეს ყოველივე ემყარებოდა პლატონისა და არისტოტელეს მატერიის თეორიას, რომლის თანხმადაც პირველმატერიიდან თავდაპირველად წარმოიშვა ოთხი ელემენტი – ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, თითოეულ მათგანს ახასიათებს ოთხი ძირითადი თვისებიდან ორი: ცეცხლი ცხელია და მშრალი, მიწა ცივია და მშრალი, წყალი ცივია და სველი, ჰაერი ცხელია და სველი. ყოველივე შედგება ამ ოთხი ელემენტისაგან, განსხვავება მხოლოდ პროპორციებშია.

თუ ელემენტის ერთ-ერთ თვისებას შევცვლით, ის გადავა სხვა ელემენტში, მაგ. თუ თუ ცივ და სველ წყალს გავაცხელებთ, გადავა თბილ და სველ ჰაერში (აორთქლდება), თუ ჰაერს გამოვშრობთ, გადავა ცხელ და მშრალ ცეცხლში (გვალვა), თუ ცხელი და მშრალი ცეცხლი დაკარგავს სიმხურვალეს, გადადის ცივ და მშრალ მიწაში (ნაცარი), თუ მიწას დავატენიანებთ, მივიღებთ წყალს (ტბები, ზღვები). ცეცხლი წრმოადგენს პლაზმური მდგომარეობის სიმბოლოს, ჰაერი – გაზური მდგომარეობის, წყალი – თხევადი მდგომარეობის, ხოლო მიწა – მყარი მდგომარეობისას. ყველა ობიექტი ამ ოთხიდან რომელიმე ერთ მდგომარეობაშია და ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორეში. სწორედ ამ თეორიას იყენებენ ალქიმიკოსები, რადგანაც ის უშვებს ტანსმუტაციის, გარდასახვის შესაძლებლობას.

ალქიმიკოსები თვლიდნენ, რომ მეტალთან მუშაობის პროცესში მუშაობენ მთელს სამყაროსთან, რადგან, თუ სამყაროში ერთი რამ იცვლება, უმჯობესდება, აგრეთვე იცვლება და უმჯობესდება მის გარშემო ყოველივე.

” ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, მუდმივად ვითარდება და ერთიდან მეორეში გადაიღვრება. ბრძენთა აზრით, ოქრო ის სპილენძია, რომლის ევოლუციამაც სხვებს გაუსწრო, არ მკითხო რატომ – ვერ გიპასუხებ. უბრალოდ ვიცი, რომ ასე მოხდა ამ სამყაროში. მაგრამ ადამიანებმა ბრძენთა ნააზრევი სწორად ვერ გაიგეს და ოქრო, იმის ნაცვლად, რომ განვითარების სიმბოლოდ ქცეულიყო, განხეთქილების ნიშნად იქცა.”
” მე ნამდვილ ალქიმიკოსებსაც ვიცნობდი, ერთნი თავიანთ ლაბორატორიებში იკეტებოდნენ და თვითონაც ცდილობდნენ, ოქროს მსგავსად, განვითარებულიყვნენ. ასე აღმოაჩინეს ფილოსოფიური ქვა. ისინი მიხვდნენ, რომ თუკი ამქვეყნად რაღაც ერთი ვითარდება, მის ირგვლივ ყველაფერი იცვლება.
სხვებმა ფილოსოფიურ ქვას შემთხვევით მიაგნეს. მათ ნიჭი ჰქონდათ ბოძებული და სულიც – უფრო მგრძნობიარე, ვიდრე დანარჩენ ადამიანებს. მაგრამ ასეთი შემთხვევითობები ძალიან იშვიათად ხდება.
მესამენი კი მხოლოდ ოქროს ეძებდნენ. მათ ვერ მოახერხეს იდუმალის წვდომა, რადგან ის უმთავრესი დაავიწყდათ, რომ ტყვიას, სპილენძს და რკინასაც თავისი განვითარების გზა აქვთ და ის, ვინს სხვის ბედისწერაში ერევა, ვერასდროს გაივლის თავისას.”

პაულო კოელიო “ალქიმიკოსი”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close