გართობაკულტურა

რეკორდსმენი მწერები

64c295b4fdb5
ფლორიდის უნივერსიტეტის ცნობით, ჰაერში ყველაზე სწრაფი მწერია ბუზის სახეობა “Hybomitra hinei wrighti”,მას შეუძლია 145 კმ/სთ-მდე განავითაროს, ანუ 40 მეტრი წამში.

ხმელეთზე ბადალი არ ყავს ავსტრალიურ ვეფხვისებრ ხოჭოს
0ec09c5ad86d
9 კმ/სთ , ანუ 2,5 მეტრი წამში.

ყველაზე ძლიერი როგორც უკვე იცით, მარტორქა ხოჭოა
53923187ca18
ის თავის წონაზე 850-ჯერ მეტ წონას წევს.

ყველაზე გრძელი მწერი ბორნეოს მუზეუმში ინახება.
8645fd63f282
ეს “რაღაცა” (ჯოხისებრი ხოჭო ქვია) მთლიანად სიგრძეში 60 სმ-ია, ცალკე ტანი 35 სმ აქვს.

ყველაზე ბევრი ფეხი BBC-ს ცნობით აქვს მრავალფეხას ჯიშს “Illacme plenipes”
7834ea89d0e6
ვინ ან როგორ დაუთვალა, არ ვიცი, მაგრამ ამბობენ რომ 750-ზე მეტი ფეხი აქვს :D

ყველაზე პატარა მწერია კოსტა-რიკული ბუზი
c5c2aa6124a7
ის სულ რაღაც 0,2 მილიმეტრია

ფრთების ქნევაში პირველია ქინქლა, რომელსაც “ქვიშის ბუზს” ეძახიან
db0793689ea9
წამში 1046-ჯერ იქნევს ფრთებს

სხეულთან შედარებით ყველაზე მაღლა ხტება რწყილი
59b31dbb192c
მას შეუძლია სხეულის სიგრძეზე 200-ჯერ მეტ მანძილზე ახტეს. ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 70 სართულიან შენობას უდრის

კალიები სხეულის სიგრძეზე 80-ჯერ მეტ მანძილზე ხტებიან.
e72911b9f3d0
ადამიანისთვის ეს ფეხბურთის სტადიონზე 1,5-ჯერ მეტია

ყველაზე მეტი მანძილი ფრენით შეუძლია დაფაროს პეპელამ “Vanessa Cardui”
062c6553d1a3
ის აფრიკიდან ინგლისში მოგზაურობს და 5000 კმ-ს ფარავს

ყველაზე ძველი გადაშენებული მწერია “ჯაგრის კუდიანი”-ს წინაპარი
0a98554fbc64
მისი უძველესი ნაშთები 390 მილიონი წლით თარიღდება

გადაშენებულ მწერებში ყველაზე დიდი იყო პრეისტორიული ნემსიყლაპია, რომელიც 76 სმ-მდე იზრდებოდა
8702d92d64d0
საბედნიეროდ 250 მილიონი წლის წინ გადაშენდა :evil:

დღესდღეობით არსებულებიდან ყველაზე ძველია ტარაკანი
622bec8e9f6b
ის 300 მილიონ წელს ითვლის და მეცნიერები ვარაუდობენ რომ ევოლუცია მასზე დიდად არ მოქმედებს (ანუ არ იცვლება)

ყველაზე დიდ კვერცხს დებს მალაიზიური ჯოხისებრი ხოჭო
49314beba5a1
მისი კვერცხი სიგრძეში 1,3 სმ-ია

ყველაზე მძიმეა გოლიათი ხოჭო
3e93ce32e363
ის 100 გრამს იწონის

მსგავსი ამბები

Back to top button