გამოგონებაგასართობისაკითხავი

ორთქლის მანქანის ახალი რეკორდი

3ecc522d30c3

ბრიტანელი ინჟინრების მიერ შემუშავებულმა ორთქლის ძრავას მქონე ბოლიდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გააუმჯობესა მანამდე არსებული მიღწევა – 127,659 მილი საათში (204 კმ/სთ), რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ, შტანლეყ შტეამერ-მა უჩვენა. ახალი ორთქლის ბოლიდის საშუალო მაქსიმალურმა სიჩქარემ ორი გარბენის ჯამში 139,843 მლ/სთ (223,748 კმ/სთ) შეადგინა. რეკორდი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დააფიქსირა. FIA-ს წესების მიხედვით, რეკორდის დასამყარებლად ავტომობილს ურთიერთსაწინააღმდეგო ორი გარბენი უნდა განეხორციელებინა, ამასთან, მეორე გარბენისთვის საჭირო მოსამზადებელ დროს ერთი საათისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. ორთქლის მანქანის შემქმნელებმა სპეციალურ საიტზე გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლის თანახმადაც, პირველ გარბენზე მანქანამ 136,103 მლ/სთ (217,7 კმ/სთ), ხოლო მეორე გარბენზე – 151,085 მლ/სთ (241,7 კმ/სთ) განავითარა. ჯამში, მანქანამ 10,4 კმ მანძილი 12-ჯერ დაფარა (4 კმ გარბენისა და დამუხრუჭებისთვის, და კიდევ, დაახლოებით, 2 კმ მაქსიმალური სიჩქარის დასაფიქსირებლად). თანაც, პირველი გარბენისას, მანქანის მომზადებიდან რეკორდის დამყარებამდე 1 საათზე ნაკლები დრო გავიდა. ორთქლის ავტომობილი 12 ქვაბითაა აღჭურვილი, რომლებშიც წყალი ბუნებრივი გაზის წვის საშუალებით თბება. ქვაბებიდან წნევით გამომავალი ორთქლის სიჩქარე 2-ჯერ აჭარბებს ხმის სიჩქარეს. 1 წუთში 40 ლ წყალი ორთქლდება, ხოლო აგრეგატის საერთო სიმძლავრე 360 ცხ.ძ. გახლავთ.

Stanley Steamer-ის მიერ დამყარებული რეკორდის მოხსნა პირველად 1985 წელს, ბობ ბარბერმა სცადა. მისი ორთქლის ავტომობილმა 231 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, მაგრამ რეკორდი არ დაფიქსირებულა, რადგან მანქანა პირველი გარბენის შემდეგ დაიწვა. აღსანიშნავია, რომ მიღწევის გაუმჯობესების შემდეგი მცდელობებიც წარუმატებლად დასრულდა.

მსგავსი ამბები

Back to top button