საკითხავისასარგებლო

ჩერჩილი- ქალთა გასახდელში დაბადებული პრემიერ მინისტრი

f94921e8329d
ლეგენდარული ბრიტანელი, შესანიშნავი ორატორი, ჟურნალისტი, მწერალი, დიდი პოლიტიკოსი. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება უდიდეს ბრიტანელად დასახელეს. სიგარის, სასმელისა და ფრანგული კერძებისადმი მისი სიყვარული მთელმა მსოფლიომ იცოდა. იგი შესანიშნავად ხატავდა,თამაშობდა პოლოს , ჰქონდა იუმორის შესანიშნავი გრძნობა და თანაც ნამდვილი ჯენტლმენი იყო.
თავიდან პრესაში ბულდოგის სახის პოლიტიკოსად მოიხსენიებდნენ , რომელსაც ჰავანური სიგარები უყვარდა. ერთმა კარიკატურისტმა სიგარიან განგსტერადაც კი გამოსახა. ამ ყველაფერს იუმორით უყურებდა. უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ყველაზე მნიშვნელოვან დროს – 1940 წელს – გახდა. მასში გმირს, ბრიტანეთის იმპერიის სიმბოლოს ხედავდნენ. იგი ამერიკაში, დედის სამშობლოშიც კი გმირად აღიარეს და დღემდე ასე თვლიან. 1949 წლის 30 ნოემბერს 75 წლის იუბილეზე , ერთმა ფოტოგრაფამა უთხრა : ” სერ, იმედი მაქვს, თქვენთვის ფოტოსურათის გადაღებას 100 წლის იუბილიზეც შევძლებ”. ჩერჩილმა შეხედა ახალგაზრდა კაცს და უპასუხა: ”ვერ ვხვდები, რატომ ვერ უნდა შეძლოთ. ახალგაზრდა ხართ და თანაც ჯანმრთელად გამოიყურებით”.  პოსტიდან 1955 წელს გადადგა. ამბობენ, რომ თვითონ იგრძნო , რომ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებდა. ექიმებმა ვერანაირი დაავადება ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ყურთასმენა დააკლდა, სიარულიც უჭირდა…ბოლოს იმდენს აღარ სვამდა. ხუმრობდა,სასმელისგან იმდენი სარგებელი მივიღე, ვიდრე სასმელმა ჩემგანო.

უინსტონის მამამ, პარლამენტის წევრმა, ლორდმა რენდოლფ-სპენსერ ჩერჩილმა, რომელიც მე-7 ჰერცოგი მალბოროს, მესამე ვაჟი იყო, ცოლად ამერიკელი ჯენი ჯერომი- ცნობილ გაზეთ ” ნიუ – იორკ ტაიმსის” მფლობელის ქალიშვილი – შეირთო ცოლად. მშვენიერი, ხალისიანი და გართობის მოყვარული ჯენი ჩერჩილი, ახლობლების რჩევის მიუხედავად, 1874 წლის 30 ნოემბერს მაინც წავიდა მეჯლისზე, რომელსაც ჰერცოგი მალბორო, უინსტონის ბაბუა, თავის საგვარეულო სასახლეში, ბლენჰეიმში, აწყობდა . საღამოს ლედი ჩერჩილმა თავი ცუდად იგრძნო და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, რომელიც ქალების გასახდელი აღმოჩნდა.სწორედ იქ დაიბადა უინსტონ ჩერჩილი. ბლენჰეიმის სასახლის ბინადარნი არც ისე კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ სახელგანთქულ ჰერცოგ მალბოროს ერთ-ერთი შთამომავალი გასახდელში დაიბადა. ბიჭი, მართალია ვადაზე ადრე დაიბადა, მაგრამ ძალიან ენერგიული, წითელთმიანი და ძალზე მსუქანი იყო. აპრეხილი ცხვირით წინაპრებს, მალბოროების გვარის წარმოამდგენლებს ჰგავდა. მას უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი დაარქვეს.

add924f550d0

მშობლები უინსტონს მოფერებით ვინის ეძახდნენ. 7  წლისა მოსამზადებელ სკლაში შეყვნაეს. იგი ჯიუტი ბავშვი აღმოჩნდა, მასწავლებელს არ ემორჩილებოდა, რისთვისას სჯიდნენ. მას სკოლაც შესძულდა და აღმზრდელიც. კიდევ ერთი სკოლა გამოიცვალა და შემდეგ ჰეროუში მიიღეს. დამამთავრებელ კლასში მოსწრებით უკანასკნელი მოსწავლე იყო. ლათინურის გაგონებაც კი არ უნდოდა, მიუხედავად იმისა , რომ სკოლაში კლასიკური ენები ძირითად საგნად ითვლებოდა. . იგი უნიჭოდ მიაჩნდათ. ჩერჩილის ბიოგრაფებს მიაჩნიათ, რომ სკოლაში სიჯიუტის გამო არ სწავლობდა. სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ მამასივით ბრწყინვალე მეხსიერება ჰქონდა. ზეპირად წაიკითხა 1200 სტრიქონი ძვ. რომზე. შექსპირიც კარგად იცოდა და მასწავლებელს ხშირად უსწორებდა. სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს სწავლობდა, რომელიც მოსწონდა. ქცევის ყველა წესს არღვევდა. ისე სწავლობდა, რომ სხვაგან ვერსად გააგრძელებდა სწავლას და იძულებული გახდა , სანდჰურსტის სამხედრო სკოლაში ჩაებარებინა.უმარტივესი გამოცდა 2 ცდაზე ვერ ჩააბარა. სასოწარკვეთილი მამამისი მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც უინსტონს მესამე ცდაზე გაუმართლა. სამხედრო სკოლა ძალიან მოსწონდა, რადგან მისთვის უსიამოვნო საგნებს არ ასწავლიდნენ. 1895 წელს სათაყვანებელი მამა გარდაეცვალა. დედამისმა ფულის დაზოგვა არ იცოდა და მცირე ხანში მემკვიდრეობის დიდი ნაწილი შემოეფანტა.

უინსტონი, მამამისის მსგავსად. პოლიტიკოსის კარიერაზე ოცნებობდა. მაშინდელ ინგლისში ეს ძვირ სიამოვნებას წარმოადგენდა. გადაწყვიტა ფული თავად ეშოვა. პირველად კუბაში გაემგზავრა გაზეთ Daily Graphic-ის სამხედრო კორესპოდენტად. ჰავანაში ქალაქის საუკეთესო სასტუმროში დააბინავეს. 5 თვის განმავლობაში ფორთოხალი და სიგარა ულევად ჰქონდა. ჰავანური სიგარაც სწორედ მაშინ შეუყვარდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჰავანაში სიგარის მუდმივი მიმწოდებელი ჰყავდა. ჩერჩილი კარგად წერდა და იგი ყველაზე ცნობილი სამხედრო კორესპოდენტი და ბესტსელერების ავტორი გახდა. მისი წიგნები ბურების ომზე, ინდოეთზე, სუდანზე, როგორც ამერიკაში , ისე ბრიტანეთში , დიდი ტირაჟით იყიდებოდა. ლექციებსაც დიდი წარმატებით კითხულობდა. თავდაპირველად სტატიებში იმდენს უხდიდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივ ჟურნალისტს. შემდგომში მისი ჰონორარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე დაიწყო ჩერჩილის კარიერა , რომელიც შემდგომში პრემიერ მინისტრობოთ დასრულდა. სიცოცხლის ბოლოს ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

e17917e39ecf

მომავალი მეუღლე ჩერჩილმა 1904 წელს , ლონდონში , მეჯლისზე გაიცნო. მაშინ 30 წლის იყო, კლემენტინ პოზიერი კი – 19 წლის. ერთმანეთისადმი გრძნობები მხოლოდ ხელმეორე შეხვედრისას , 4 წლის შემდეგ გაუჩნდათ. კლემენტინი მაშინ ტრაგიკულად განიცდიდა მშობლების დაცილებას. მის ოჯახს ფული არ ჰქონდა, მაგრამ სილამაზით, განათლებითა და მანერებით გოგონა ყველას ყურადღებას იპყრობდა.შეყვარებულებმა ჯვარი 1908 წელს დაიწერეს. თაფლობისთვე იტალიაში გაატარეს. კლემენტინი შესანიშნავი მეოჯახე აღმოჩნდა. 5 შვილს უვლიდა. ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ქმარს ყოველთვის მხარს უჭერდა. ბუნებით მორიდებული და ამავე დროს ფიცხი საზოგადოებას ცივ ადამიანად მიაჩნდა. ჯანმრთელი არ იყო, მაგრამ ღრმა სიბერეს მიაღწია – 92 წლისა გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი მთელი სიცოცხლე ერთმანეთს სიყვარულით სავსე ბარათებს სწერდნენ.

სიგარასთან დაკავშირებული ისტორიები

1914 წელს საფრანგეთში, ფრონტის წინა ხაზზე ერთმა ჟურნალისტმა ჩერჩილი შეამჩნია და მის სიმამაცეს მიაქცია ყურადღება : ” ოფიცრებს შორის ახალგაზრდა კაცი იდგა. თავზე იახტსმენის ქუდი ეხურა, დიდ სიგარას ეწეოდა და ბრძოლის ველს დაყურებდა. მთელ ევროპაშო არ მოიძებნებოდა მინისტრი, რომელიც ტყვიების ზუზუნში ასე მშვიდად იქნებოდა” – წერდა იგი. სიგარა ჩერჩილის განუყოფელი ნაწილი იყო. სიგარისა და სასმელებისადმი მის სიყვარულზე სხვადასხვა ისტორია არსებობს.

1945 წელს უინსტონ ჩერჩილმა ოფიციალურ საუზმეზე არაბთა ლიდერი, მეფე ინბ საუდი მიიწვია.იგი წინასწარ გააფრთხილეს, რომ მეფის თანდასწრებით მოწევა და დალევა არ შეიძლებოდა. ამ ამბავს პრემიერი თვითონ აღწერს. : ” მასპინძელი მე ვიყავი და მეფეს მოვახსენე,თუ თქვენი რელიგია მოწევასა და სმას კრძალავს , ჩემი ცხოვრების წესი ასეთია, სიგარას მუდმივად ვეწევი და ალკოჰოლიან სასმელებსაც ვსვამ-მეთქი” მეფეს რაღა დარჩენოდა, ბრიტანელს დაეთანხმა და თითოეული ისე მოიქცა, როგორც ჩვეულებრივად იქცეოდა.

ჩერჩილს ვისკი, შამპანური, ბრენდი და მეგობრებთან მოლხენა უყვარდა, თუმცა ერთ-ერთი მისი ბიოგრაფი წერს, რომ მისი წვეულებები ზოგჯერ მის მონოლოგად იქცეოდა ხოლმე. სმას დილიდანვე იწყებდა,მაგრამ ნასვამიც კი შესანიშნავ ფორმაში იყო. ერთ ისტორიას მთელ ლონდონში ანეგდოტად ყვებოდნენ. მასკარადზე ჩერჩილმა, როგორც სჩვეოდა, ნასვამი მივიდა. მასპინძელს ლედი ნენსი ასტორს, ჰკითხა, რის ჩაცმას მირჩევდითო. მათ შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
ლედი ასტორი : ფხიზელი რატომ არ მოხვედით, პრემიერ მინისტრო?
ჩერჩილი :მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი- ისევ ისეთივე ამაზრზენი.
ლედი ასტორი : სერ უინსტონ, თქვენი ცოლი რომ ვიყო , ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდით.
ჩერჩილი : ნენსი, თქვენ , რომ ჩემი ცოლი ყოფილიყავით, მე მას აუცილებლად დავლევდი.

ჩერჩილი დღეში 8-10 სიგარას ეწეოდა. უფრო სწორედ ღეჭავდა. ფერფლს ყველგან ყრიდა. ოთახში დადიოდა და გამოსვლისთვის ემზადებოდა. თუ დიდ სკამზე იჯდა, სიგარის კვამლში იყო ჩაფლული. ფერფლი სამოსსაც უწვავდა ხოლმე. კლემენტინმა მკერდზე ასაფარებელიც კი შეუკერა, აბრეშუმის პიჟამო რომ არ დასწვოდა. საჩუქრად სიგარის უამრავი საჭრელი ჰქონდა მიღებული, მაგარმ არასოდეს გამოუყნებია. სიგარის ბოლოს დაასველებდა, ჩახვრეტდა, მეორე ბოლოდან შეუბერავდა და ეწეოდა. საყვარელი საფერფლე ვერცხლის იყო დაპატარა პაგოდას ჰგავდა. მოგზაურობისას ჩანთით სულ თან დაჰქონდა. II მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავში ისეთი კაბინით უნდა ემგზავრა, სადაც სიგარის მოწევა სახიფათო იყო. პრემიერ მინისტრმა მფრინავებს სპეციალური ნიღაბი სთხოვა, სიგარის გარეშე ვერ ვძლებო. 86 წელი ჩერჩილს არისტოტელე ონასისის იახტა ” კრისტინაზე” შეუსრულდა ბერძენმა მაგნატმა მას კარტიეს ქმნილება – საფირონებით შემკული ოქროს, სიგარები ჩასაწყობი – მიართვა. მასზე იმ კუნძულების სახელები იყო ამოტვიფრული, რომელიც ”კრისტინამ” გაიარა.

მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ჩერჩილს სულ ეჩქარებოიდა, როდესაც ეკითხებოდნენ ასე რატომ ჩქარობთო, პასუხობდა, ვგრძნობ მამაჩემზე ნაკლებს ვიცოცხლებ და იმდენი მიანც უნდა მოვასწრო , რამდენიც მან მოასწრო ან ის მაინც უნდა გავაკეთო, რისი გაკეთებაც მას უნდოდაო. საბოლოოდ , სიგარისა და სასმელების მოყვარულმა ჩერჩილმა 90 წელი იცოცხლა ანუ მამაზე 2-ჯერ მეტი. პოლიტიკიდან 1955 წელს წავიდა. იგი ზოგჯერ იახტით მოგზაურობდა. 1963 წ. აშშ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მიანიჭა აშშ–ს საპატიო მოქალაქეობა, თუმცა ამ ცერემონიალს თეთრ სახლში მოხუცებული ჩერჩილი არ დასწრებია. 1965 წელს ჩერჩილი გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. 15 იანვარს ტვინში სისხლი ჩაექცა და გონება დაკარგა. უგონო მდგომარეობაში თითქმის ერთი კვირა იყო და  24 იანვარს გარდაიცვალა.

რამდენიმე მისი გამონათქვამი :

დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში- შესაძლებლობებს.

დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.

მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.

ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან .(იგულისხმება პროსტიტუცია)

ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.

კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასანსლად ემზადება.

წარმატება- ესაა შესაძლებლობა, მარცხს-მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.

ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.

ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.

იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისათვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.

ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი – მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს.

რამდენიმე მისი ნახატი:

2d2625842a3f

3aad0699a83f

da77d263356f

d40df35bcc33

მსგავსი ამბები

Back to top button