არქივი

”ალი და ნინო” ”გველის პერანგის” ნაქურდალია…???

f1d74dbb9144

2002 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ყურბან საიდის ცნობილი რომანი ”ალი და ნინო”. წიგნის გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მასმედიის, ისე ლიტერატურული წრეების მხრიდან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ წარმოშობით აზეირაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის ”ალი და ნინო” საუკეთესო წიგნია მათ შორის, რაც ოდესმე დაწერილა კავკასიის შესახებ.

მივყვეთ მოვლენებს, მხოლოდ ფაქტები, დასკვნა თქვენზეა:
2005 წელს, რაც ქართველმა ლიტერატურულმა მკვლევარმა თამარ ინჯიამ გამოსცა წიგნი სახელწოდებით ”გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი – ლიტერატურული ძარცვა”,

d685761d43a2 e904d7258dda

ძლიერი კამათი გამოიწვია, პრესაშიც დაიწერა ამის შესახებ, კამათი არა იმის გამო, რომ აქ არ იყო, პირდაპირ ვიტყვი, მოპარული გრიგოლ რობაქიძე, არამედ მსგავსება იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა, უფრო მეტად კი ლევან ბრეგაძემ გამოთქვა აზრი, რომ ”ალი და ნინო” მთლიანად რობაქიძის დაწერილია და ”ალი და ნინოს” ავტორი ყურბან საიდი ფსევდონიმი თუ არისო ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძისა.

ყურბან საიდი და გრიგოლ რობაქიძე იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ევროპაში და დაკავშირებულები იყვნენ იმდროინდელ ლიტერატურულ წრეებთან, უფრო მეტიც:
”ძალიან კარგად იცნობდა რა გრიგოლ რობაქიძეს, როგორც ხელოვანს, ინტერვიუც აქვს მისგან აღებული და აფასებდა, რომ ძალიან დიდ მწერალს ისე, როგორც მთელ ევროპაში.

გერმანულ ენაზე დაწერილი ყურბან საიდის ”ალი და ნინო” 1937 წელს ვენაში გამოვიდა, გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგის” გერმანული თარგმანი კი 1928 წელს გერმანიაში. დროის ეს შეულედი კი საკმარისი იყო წარმოშობით აზეიბაიჯანელი მწერლისთვის, რომ ”გველისპერანგის” სიუჟეტი და პასაჟები თავისებურად დაემუშავებინა და ცალკე რომანი დაეწერა:
”უნდა ითქვას, რომ ყურბან საიდი, თავისთავად, ძალიან ნიჭიერი კაცია. უცნაურია, მაგრამ ნიჭიერად აქვს მოპარული გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგი”.

და მაინც ვინ იყო ასე ნიჭიერი ყურბან საიდი, რომელმაც შუაგულ ევროპაში ლიტერატურული პლაგიატს მიმართა და ძალაუნებურად ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ავტორთა ათეულში დაიმკვიდრა? როგორც თამარ ინჯიას წიგნში ვკითხულობთ, ყურბან საიდი არის ესად ბეის ლიტერატურული ფსევდონიმი, ესად ბეი კი თავის მხრივ, ლევ ნასიმბაუმის შერქმეული სახელი იყო:
”ლევ ნასიმბაუმი დაიბადა ბაქოში 1905 წელს წელს მდიდარი ებრაელი ბიზნესმენის ოჯახში. მთლად ნათელი არ არის, ვინ იყო მისი დედა. ბაქოში ბოლშევიკების შესვლის შემდეგ ლევ ნასიმბაუმი მამასა და გუვერნანტ ქალთან ერთად სტამბოლის გავლით გაიქცა ბერლინში. სტამბოლში მას მიუღია ისლამი და დაურქვამს სახელი ესად ბეი. ქართულად ესად ბეი ნიშნავს ”უდაბნოს კაცი”.
უდაბნოს კაცად მონათლული მწერალი 20-იან წლებში ბერლინის ლიტერატურულ და ჟურნალისტურ წრეებთან თანამშრობლობდა. ნაცისტების შიშით, გერმანიიდან ავსტრიაში გადავიდა და თავი ბარონესა ელფრედ (ლეელა) ერენფელსის ოჯახს შეაფარა:
”როცა ნაციზმმა ავსტრიაშიც შეაღწია, შვეიცარიის გავლით იგი ახლა ავსტრიაში გაიქცა, გარდაიცვალა ქალაქ პოსიტანოში 1942 წელს სისხლის მოწამვლით. დაუსაფლავებიათ მაჰმადიანთა სასაფლაოზე”.
მოგვიანო პერიოდში, როცა ”ალი და ნინო” მსოფლიო ბესტსელერი გახდა, ამ იდუმალით მოცული პიროვნებისა და მისი ცხოვრების გზის შესახებ ერთნაირად ინტერესდებოდნენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაშიც. ლევ ნასიმბაუმის, ისად ბეისა და ყურბან საიდის იგივეობა ამერიკელმა მწერალმა ტომ რეიზმა გამოიძია და ჟურნალ NEW YORKER-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნა სტატია სათაურით ”კაცი აღმოსავლეთიდან”.

d14a0fbc948c ae16a5826d17

გთავაზობთ რამდენიმე პასაჟს გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგიდან” და ყურბან საიდის ”ალი და ნინოდან”, სადაც მკვლევარს ხაზგასმული აქვს აშკარა პლაგიატის ფაქტი: :rules:

გრიგოლ რობაქიძე ”გველისპერანგი”, ცხენის აღწერა:
”არაბული ცხენის გული ექვს კილოს იწონის. ცხენები ბნელი თავლიდან გამოიყვანეს. ჯერ სინათლე არ ენახათ. როცა მზის სხივები მოხვდნენ მათ თვალებს – თვალები ახლად ამოხეთქილ წყაროსავით აკიაფდნენ.
ყურბან საიდი ”ალი და ნინო”, ცხენის აღწერა:
”ამ ცხენის გული ექვს გირვანქას იწონის, ტანს წყლით რომ დაბან, ოქროსავით უბზინავს ხოლმე, თუ თვალებზე მზის სხივები მოხვდა, კამკამა წყალივით უბრჭყვიალებს”.

”გველისპერანგი”, ოთახი სპარსეთში:
”ღამით სიგრილით ივსება ოთახი და დღისით სიცხისგანაა დაფარული, ოთახი სიგრილეს იკავებს როგორც ქვაბული. გარეთ ხართ – ცხელი ალხი გწვავთ. შედიხართ ოთახში: თითქოს ტანში ჩაესვენეთ.
”ალი და ნინო”, ოთახი სპარსეთში:
”აზიელის ოთახში ყოველთვის სიგრილეა, ღამით წყაროს წყლის სიგრილე გავსებს, დღისით ისეთი შთაბეჭდილება გეუფლება, თითქოს ცივ აბაზანაში მოხვდი:.

”გველისპერანგი”, დეერვიშის აღწერა:
ყოველ კუთხეში ყავახანა სავსე ხალხით, … ყველგან ჰაშიში…
ჯგუფის განზე ვინმე პირდაღებული გამოჩნდება ძონძებში გახვეული. თმა აბურძგნული. ლაშებზე დორბლი. თვალებში ცხელების კიაფი, თავის კანკალი. ოდნავ ამღვრეული. ეს დერვიშია. ყველას უცქერს და არავის ხედავს. თითქოს უხილავს უსმენს და ელის მისგან ნიშანს. ჩამოწვება სიჩუმე აუტანელი. უეცრად ავარდება პირდაღებული კაცი და იწყებს საშინელ კივილს”.

”ალი და ნინო”, დერვიშის აღწერა:
”ჩვენ ერთ პატარა ჩაიხანაში შევედით. შიგნით ჰაშიშის სუნი იდგა… კუთხეში დერვიში იჯდა, ჯვალოში გახვეული, გაჩეჩილი თმით, პირდაღებული, დორბლიანი და არ იძვროდა, თითქოს ვერავის ხედავსო. მხოლოდ ნიშანს ელოდა. აუტანელი მდუმარება მოდიოდა მისგან… უცბად შეხტა, ისედაც დაღებული პირი კიდევ უფრო დააღო და იყვირა.

”გველისპერანგი” ქაშვეთის აღწერა:
”აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი – ლბილი – ნაზი – თვინიერი.
”ალი და ნინო”, ქაშვეთის აღწერა:
”ნინო შეჩერდა. დაბლა, მოედნის ბოლოს, ქაშუეთის ეკლესია მოჩანდა. ტაძრის ყოველი ქვა ქალწულივით ნაზი და თეთრი იყო…

ლამაზი ინტერიერი, ძეგლი თუ სიმბოლიკა აუცილებლად მოუხდება ბათუმს, მაგრამ საჭიროა თუ არა ყურბან საიდის ,,უკვდავყოფა’’ მაშინ,

როცა ჯერაც არ არის გარკვეული და დღემდე სადაოა სამეცნიერო წრეებში ნაწარმოების წარმოშობის მხარეები.

48ffc5f3f878

იქნებ ამ ,,ფაქტზე’’ საუბარი და აჟიოტაჟის ატეხვა ,,არ ღირს’’, იმდენად ლამაზი მონუმენტი აღიმართა ბათუმში

ალი და ნინო” – ფოლადის რგოლებისაგან აწყობილი ორი უზარმაზარიკონსტრუქცია, ქალისა და მამაკაცის სილუეტები,

ათი წუთის ინტერვალით,ნელა, გრაციოზული მოძრაობით ერწყმიან ერთმანეთს, შემდეგ სცილდებიანდა ისევ უახლოვდებიან.

სკულპტურების სიმაღლე 7 მეტრია. ეს სიამოვნებაბათუმელებს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდათ, მარტო მის მონტაჟზე 275ათასი ლარი დაიხარჯა.

სკულპტურის ავტორია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველითამარ კვესიტაძე.

მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვსდამთავრებული.

მისი სახელი ფართოდაა ცნობილი საფრანგეთის, შვეიცარიის,იტალიის,

აშშ-ს, გერმანიის ხელოვანთა წრეებში. განსაკუთრებული აღიარება, მან2007 წლის 21 სექტემბერს,

ვენეციაში გამართულ ბიენალეზე მოიპოვა,

სადაცწარმოდგენილი იყო მისი ორი ქმნილება “ცხოვრების ჩარხი” (იგივე “ალი და ნინო”)

:ae:  იმედია საინტერესო გამომივიდა… :thanks:

წყარო: http://ka-ge.facebook.com/notes.php?id=128489390522235

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button