საკითხავიუცნაური

გოგონა, რომელმაც სახე დაკარგა


ასე გამოიყურებოდა ჟაკლინ საბურიდო ერთ დროს, ის ჩვეულებრივი 19 წლის გოგონა იყო, რომელიც კარაკასში (ვენესუალაში) ცხოვრობდა. ის ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. მას შემდეგ, რაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ჟაკლინმა მამასთან ამჯობინა ცხოვრება. 1999 წელს დაამთავრა კოლეჯი და გადავიდა ტეხასში. 1999 წლის 19 სექტემბერს ჟაკლინი მეგობრის დამადების დღეზე წავიდა და სწორედ აქედან დაედო სათავე მის უბედურებას. ჟაკლინი ავარიაში მოყვა, მას ჯიპი დაეჯახა, რომელსაც 17 წლის, ნასვამი მოზარდი მართავდა.

ამ შეჯახებამ კი სავალალო შედეგი გამოიწვია, მანქანას ცეცხლი წაეკიდა და ჟაკლინის 2 თანამგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავად გოგონას კი, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლწაკიდებულ მანქანაში 45 წამის გატარებამ მოუწია, დაეწვა სხეულის 60%.


ჟაკლინმა დაკარგა სახე, თმა, ნაწილობრივ სმენაც და მხედველობა. რა შეიძლება მოუვიდეს ამაზე უარესი ადამიანს? ფაქტიურად არაფერი. მას 50 ოპერაციაზე მეტი ჩაუტარდა.

2001 წლის ივნისში რეჯინალდ სტეფეი სასამართლოს წინაშე წარსდგა, სწორედ ეს იყო ის 17 წლის ბიჭი, რომელიც შეასკდა ჟაკლინის მანქანას. რეჯინალდს რა თქმა უნდა ბრალი წაუყენეს და მან ციხეში 7 წელი გაატარა და 20000 $ გადაიხადა. პროცესის დროს მან ტირილიც კი დაიწყო და შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებს, იმას რომ რულზე დაჯდა იმ ღამეს, თანაც მთვრალი. მან ჟაკლინის ცხოვრების დანგრევაშიც დაიდანაშაულა თავი. მაგრამ ამ ცრემლისღვრამ და მობოდიშებამ არამგონია რაიმე შედეგი გამოიღოს, რარა შეცვლის იმას, რაც უკვე მოხდა :(


2004 წელს გოგონას თვალის ოპერაციაც გაუკეთეს, რომ მხედველობა აღედგინათ.


მართლაც საშინელი სანახავია ეს ფოტოები, იქნებ ამან დააფიქროს ბევრი ადამიანი და ამ დაფიქრებამ კი ააცილოს უამრავი საფრთხე..
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close