არქივი

Tomb Raider (2012)

6e52d154aee9
Tomb Raider – მულტიპლატფორმული თამაშია, სათავგადასავლო თრილერის ჟანრში, რომელსაც ქმნის კომპანია Crystal Dynamics, პლატფორმებისთვის PlayStation 3, Xbox 360 და PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის ბოლოს.

თამაშში მოქმედებები განვითარდება უფრო ადრე, ვიდრე მის წინამორბედ ნაწილებში.

თამაშის მთავარ გმირად, რა თქმა უნდა მოგვევლინება ლარა კროფტი, რომელიც 21 წლისაა და არანაირი გამოცდილება არ მიუღია ცხოვრებისგან. მას არ გააჩნია პირადი სიმდიდრე და სურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიოს თვითონ. მას ახლად დამთავრებული აქვს კოლეჯი და ის მიემგზავრება ექსპედიციაზე, ხუბილაი-ხანის დაკარგული ფლოტის მოსაძებნად იაპონიის სანაპიროებთან ეშმაკის ზღვაში. ხომალდი მოხვდება შტორმში, და ქარიშხალი გახლიჩავს გემს ორ ნაწილად. გონზე მოსული ლარა კი თავს ამოყოფს უცნობ კუნძულზე, რომლის ნაპირებიც სავსეა დანგრეული გემებით. ამ მომენტიდან დაიწყება თვითონ თამაში.

6e9685684c41

პერსონაჟებზე თამაშში ბევრი არაა ცნობილი, დამტკიცებულია ჯერჯერობით ორი პერსონაჟი:
ლარა კროფტი – 21 წლის არქეოლოგი, თამაშის მთავარი პერსონაჟია. ის ჭკვიანი, გარეგნულად მიმზიდველი და ამბიციურია, მაგრამ ამავდროულად ახალგაზრდაც და გამოუცდელიც.
კონრედ როსი – 52 წლის ბრიტანელი. ის ხელმძღვანელობდა ექსპედიციას და ამავდროულად იყო გემის კაპიტანი. როსი ითამაშებს ძალიან დიდ როლს თამაშში, ის ყველანაირად ეცდება დაეხმაროს მთავარ გმირს და ასწავლოს თუ როგორ გადაირჩინოს თავი, ასეთ სიტუაციებში.

dfe623329d0e

პროექტის გეიმპლეი ეფუძნება სამ ძირითად “სვეტს”: მტრებთან ბრძოლას, თავსატეხების ამოხსნას და სამყაროს შესწავლას. საერთო გასვლის დრო თამაშში დაახლოებით იქნება 8-10 საათი, ხოლო გართულებული გასვლისას 15 საათამდე. თამაში გაყოფილია სამ ნაწილად: გადარჩენა, შველა და გაქცევა.

თამაშის დროს ლარას მოუწევს ეძებოს საჭმელი და წყალი. ტრავმები პირდაპირ მოქმედებენ სათამაშო პროცესზე – ისინი უნდა განიკურნონ, ხოლო სერიოზული დაზიანება იმოქმედებს მთავარი გმირის გადაადგილების სისწრაფეზე. ლარას ტანზე შეიძლება გაჩნდნენ დაჟეჟილობები და სილურჯეებიც, ხოლო ტანსაცმელი თანდათან გახუნდება და დაიხევა. მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდეს კუნძულის თითქმის ნებისმიერ წერტილში, რამდენიმე ნაწილის გარდა რომლებზე მოსახვედრადაც საჭირო იქნება შესაბამისი აღჭურვილობა. სხვა განსაკუთრებულობებთან ერთად ასევე იქნება სტელს რეჟიმიც, როგორიცაა ჩუმად მოხრილი სიარული და ჩრდილში დამალვა.

29cfd64830ad

საბრძოლო სისტემა შეიცვლება, ყოველი შერკინება ისეა გათვლილი, რომ გამოიწვიოს გადარჩენისთვის ბრძოლის რეალური შეგრძნება. დასაწყისში ლარას არ ექნება იარაღი, ინსტრუმენტები და სხვა გამოსადეგი ნივთები. იმისთვის, რომ გადარჩეს, მთავარმა გმირმა ეს ყველაფერი უნდა იპოვოს ან დაამზადოს თავისი ხელით. თამაშიდან ამოიღეს “მიზნის დაჭერის” სისტემა (ასე რომ კომპიუტერი თავისით აღარ დაუმიზნებს იარაღს მტერს). იარაღებიდან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ცული კლდეზე ცოცვისთვის, მშვილდ-ისარი, პისტოლეტი და “დრობოვიკი” (არ აქვს წესიერი თარგმანი). ამა თუ იმ იარაღის გამოჩენა იქნება დაკავშირებული სიუჟეტთან. თამაშის დროს ლარას არაერთხელ მოუწევს მტერთან ხელჩართული ბრძოლა.

2d4ca7dec98e

ლარას შეეძლება გამოიყენოს განსაკუთრებული შესაძლებლობა, “გადარჩენის ინსტიქტი”. ამ დროს სამყარო იქცევა ნაცრისფრად, ხოლო მნიშვნელოვანი ნივთები და ადგილები განათდებიან ყვითლად. მაგალითად, ამ გზით შეგვეძლება აღმოვაჩინოთ მგლების ნაკვალევები.

f951c2ac272e

კვესტების კონცეფცია განიცდის ცვლილებებს – ისინი გახდებიან უფრო არახაზოვანნი. სათამაშო ლოკაციები დაიყოფიან ზონებად, რომელთა შორისაც შესაძლებელი იქნება თავისუფლად მოძრაობა, ამა თუ იმ დავალების შესრულების შემდეგ. შემქმნელებმა განაცხადეს, რომ სურთ მოთამაშეს მიანიჭონ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება. ყველა სათამაშო კვესტი იქნება აგებული ნატურალურ ფიზიკურ მოდელზე, მაგრამ შემქმნელებმა მაინც არ შექმნეს მთლიანად გაშლილი სამყარო, იმიტომ რომ ცენტრალური ადგილი პროექტში სიუჟეტს უჭირავს. თავსატეხების გამოგონება შემქმნელების თქმით იყო თამაშის ყველაზე რთული ნაწილი, რადგან ისინი პირდაპირ იყვნენ დამოკიდებულები გარემო ფაქტორებზე.

bca644f1d610

არაოფიციალურად ცნობილია, რომ თამაშში იქნება მულტიპლეიერიც.

და ბოლოს შემოგთავაზებთ ტრეილერს:

მსგავსი ამბები

Back to top button