წარმოგიდგენთ მცირე ინფორმაციას მებრძოლი ხარების შესახებ
მებრძოლ ხარებს სპეციალურ ფერმებში ზრდიან. ყველაზე ცნობილი ჯიშია მიურა. ამ ჯიშის ხარები იმდენად პოპულარულნი არიან, რომ მათი სახელი იტალიელებმა სპორტული ავტომობილის მოდელსაც კი დაარქვეს. ყოფილა შემთხვევები, როცა კორიდას დროს მაყურებლები ხარისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვდნენ. მათი უმრავლესობა კორიდაზე იღუპება. მათ ხორცს კი რესტორნებსა და მაღაზიებში ყიდიან. კორიდას დღეებში რესტორნებში რიგი დგას, რადგან ხარის კუდის სუპი განსაკუთრებულ დელიკატესად მიიჩნევა. გამორჩეულ მატადორს, მაყურებლის თხოვნით, ხარის ყურებსა და კუდს ჩუქნიან. ეს არის უმაღლესი ჯილდო, რომელიც შეიძლება ტორიადორმა მიიღოს.